ფსალმუნი (H-1665)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფსალმუნი (H-1665) — XVII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, ფსალმუნი. ხელნაწერი მდიდრულადაა გაფორმებული, სავარაუდოდ შექმნლია მაღალი არისტოკრატიული ოჯახისათვის. დამკვეთი — ზილიხან ბატონიშვილი. ტექსტი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა. უძღვის დავით წინასწარმეტყველის გამოსახულება, დართული აქვს ტექსტზე ადრეული მაღალმხატვრული მინიატიურები.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 236 ფურცელს, რომელთა ზომებია 25X17,5 სანტიმეტრი.

ფსალმუნის ეს ხელნაწერი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-1665).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 85