შინაარსზე გადასვლა

ფსათირელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსათირელასებრნი

თეთრი ცრუმანჭკვალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფსათირელასებრნი
ლათინური სახელი
Psathyrellaceae Vilgalys,
Moncalvo & Redhead, 2001
ტიპური გვარი
Psathyrella (Fr.) Quél., 1872

ფსათირელასებრნი (ლათ. Psathyrellaceae) — სოკოების ოჯახი ფირფიტოვანთა (ლათ. Agaricales) რიგიდან. შეიცავს დაახლოებით 19 გვარს და 1100-ზე მეტ სახეობას.

ახასიათებს მუქი სპორები, ნაყოფსხეული როგორც წესი, საკმაოდ რბილი და მყიფე. ახასიათებს, მუქი ყავისფერი, იშვიათად მოწითალო, ან პასტელისფერის სპორების ანაბეჭდი. სახეობების დაახლოებით 50% წარმოქმნის ნაყოფსხეულებს, რომლებიც სპორების მომწიფებისას ავტოდიგესტიის გზით მელნის მსგავს მასად გარდაიქმნება.

ფსათირელასებრნთა ოჯახში შემავალი სახეობები საპროტროფები ან იშვიათად მიკოპარაზიტები არიან, რომლებიც სხვა ფირფიტებიან სოკოებზე პარაზიტირებენ (მაგ. Psathyrella epimyces). ისინი ხშირად გვხვდებიან აზოტით მდიდარ ადგილებში — კირიანი ნიადაგებზე, ნაკელზე, სველ გახრწნილ ხეებზე, გაზონებსა და ბაღებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]