ფრომის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრომის ტბა
ფრომის ტბა
ფრომის ტბა
კოორდინატები: 30°37′ ს. გ. 139°52′ ა. გ. / 30.617° ს. გ. 139.867° ა. გ. / -30.617; 139.867
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ტერიტორიული ერთეული სამხრეთი ავსტრალია
სიმაღლე ზღვის დონიდან
სიგრძე 100 კმ
სიგანე 40 კმ
ფართობი 2,596.15 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 0,5 
ფრომის ტბა — ავსტრალია
ფრომის ტბა
ფრომის ტბა — სამხრეთი ავსტრალია
ფრომის ტბა

ფრომის ტბა (ინგლ. Lake Frome) — დიდი გაუდინარი ტბა ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიაში. გაწოლილია ბრტყელ ღრმულში, ფლინდერსის ქედის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს წყალმარჩხსა და შრობად ტბას, რომელიც წელიწადის დიდ დროს მარილის ქერქითაა დაფარული. ზედაპირის ფართობი 2596 კმ². სიგრძე დაახლოებით 100 კმ, ხოლო სიგანე 40 კმ. მაქსიმალური სიღრმე 0,5 მ. ტბის დიდი ნაწილი მსოფლიო ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს. ზოგჯერ შრობადი კრიკებიდან ივსება მარილიანი წყლით, ზოგჯერ უშუალოდ წყლით მდინარე სტშელეცკი-კრიკიდან. ტბის რაიონში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 149-216 მმ უდრის.[1] დასავლეთით ფრომის ტბა ებჯინება ვულკათუნა-გამონის ქედის ეროვნული პარკის ტერიტორიას, ჩრდილოეთით მდინარე სოლტ-კრიკით დაკავშირებულია კალაბონის ტბასთან, აღმოსავლეთით ესაზღვრება სტშელეცკის უდაბნოს, ხოლო სამხრეთით ფრომ-დაუნსის მეურნეობას. ტბის სიახლოვესაა ურანის ორი დიდი საბადო.[2] ტბას სახელი ეწოდა 1843 წელს ბრიტანელი ოფიცერისა და სამხრეთი ავსტრალიის გენერალური მიწისმზომელის ედვარდ ჩარლზ ფრომის პატივსაცემად. 1991 წელს ფრომის ტბა გამოაცხადეს რეგიონულ ნაკრძალად.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]