გომბეშოსებრი ხვლიკი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან ფრინოსომა)
| გომბეშოსებრი ხვლიკი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Phrynosoma | ||||||||||||
| ||||||||||||
გომბეშოსებრი ხვლიკი, ფრინოზომა (ლათ. Phrynosoma) — ხვლიკების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. სხეული დაფარული აქვს მსხვილი ქერცლით, ხოლო თავის ორივე მხარე და კეფა — მსხვილი რქისებრი ქაცვებით. გვარში 15 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობენ უდაბნო და ნახევრად უდაბნო ვაკეებსა და ზეგნებზე. იკვებებიან მწერებითა და ობობებით. მრავლდებიან კვერცხებით. გომბეშოსებრი ხვლიკების ტიპური წარმომადგენელია 11-13 სმ სიგრძის ფრინოზომა (Phrynosoma cornutum). საფრთხის დროს ფრინოზომა ირინდება ან შემაშინებელ პოზას იღებს. ძლიერი აგზნებისას მას თვალებიდან და ცხვირიდან სისხლის წვეთები სცვივა, რისი მიზეზიც თავში სისხლის წნევის მომატებაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 212.