ფრიდრიხ II (ბადენის დიდი ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრიდრიხ II
გერმ. Friedrich II. von Baden
II. Frigyes badeni nagyherceg.jpg
Wappen Deutsches Reich - Grossherzogtum Baden.png
ბადენის მე-7 დიდი ჰერცოგი
Flagge Großherzogtum Baden (1891–1918).svg
მმართ. დასაწყისი: 28 სექტემბერი, 1907
მმართ. დასასრული: 22 ნოემბერი, 1918
წინამორბედი: ფრიდრიხ I
მემკვიდრე: ტიტული გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1857 წლის 9 ივლისი
დაბ. ადგილი: კარლსრუე
გარდ. თარიღი: 1928 წლის 9 აგვისტო
გარდ. ადგილი: ბადენვაილერი
მეუღლე: ჰილდა ფონ ლუქსემბურგი
დინასტია: ცერინგენები
მამა: ფრიდრიხ I
დედა: ლუიზა პრუსიელი

ფრიდრიხ II (გერმ. Friedrich II. von Baden; დ. 9 ივლისი, 1857, კარლსრუე — გ. 9 აგვისტო, 1928, ბადენვაილერი) — ბადენის უკანაკსნელი დიდი ჰერცოგი 1907 წლიდან 1918 წლამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხი იყო დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ I-სა და ლუიზა პრუსიელის შვილი. ის სასწავლებლად გაგზავნილ იქნა დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხის გიმაზიაში, კარლსრუეში, თერთმეტ სხვა სტუდენტთან ერთად. ფრიდრიხი ძალიან ჩაკეტილი, არაკონტაქტური იყო და დიდ ინტერესს არ იჩენდა იმ საგნებისადმი, რომელსაც ასწავლიდნენ. 1875 წელს მან მიატოვა სწავლა და სამხედრო სამსახური დაიწყო ბადენის პირველ ლეიბ-გრენადერთა №109 პოლკში, კარლსრუეში, ლეიტენანტის წოდებით.

რომში და სიცილიაში მოგზაურობის შემდეგ (1875 წ.), ფრიდრიხმა სწავლა ჰაიდელბერგში გააგრძელა, სადაც მან შეისწავლა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და იურიდიული მეცნიერებები, ასევე _ ისტორია. ამის შემდეგ მან სწავლა ბონში განაგრძო, სადაც ის თავისი ბიძაშვილის, პრინც ვილჰელმის თანაკურსელი იყო, რომელიც რომელიც მოგვიანებით იმპერატორი გახდა. 1878-1879 წლებში ფრიდრიხი ფრაიბურგში სწავლობდა. როგორც სასკოლო მოღვაწეობის დროს, ისე უნივერსიტეტში მას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია სწავლისადმი. ის ვერ სწავლობდა ისე, როგორც მისი თანაკურსელები და ხშირად აცდენდა ლექციებს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1885 წლის 20 სექტემბერს ფრიდრიხი დაქორწინდა პრინცესა ჰილდა ფონ ნასაუზე. ქორწილი ლენგრისის სასახლეში შედგა, რომელიც ნასაუს სახლის საკუთრებად ითვლება. ჰილდა იყო ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის, ადოლფ ფონ ნასაუს ქალიშვილი, რომლის საჰერცოგოც 1866 წელს, პრუსია-ავსტრიის ომის დროს, იქნა ანექსირებული. ისინი ვერასოდეს სარგებლობდნენ ისეთი პოპულარობით, როგორც ჰერცოგი ფრიდრიხ I და დიდი ჰერცოგინია ლუიზა. ფრიდრიხისა და ჰილდას ქორწინება უშვილო გამოდგა.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წლის ოქროს 20-მარკიანი ფრიდრიხ II-ის პორტრეტით.

1881 წლის ნოემბრიდან 1882 წლის ოქტომბრამდე ფრიდრიხმა რეგენტობა მიიღო, რადგან მამამისი მძიმედ დაავადდა ტიფით. 1907 წლის 28 სექტემბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ფრიდრიხ II-მ მართვის სადავეები სრულიად ჩაიბარა. მან თავისი წინამორბედის ლიბერალური პოლიტიკა გააგრძელა. მისი მმართველობის დროს დაარსდა მანჰაიმის უმაღლესი სკოლა, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა მანჰაიმის უნივერსიტეტი.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის მიერ გვირგვინზე უარის თქმის შემდეგ, ფრიდრიხ II-მ და ჰილდამ ცხოვრება ლაგენშტაინის ციხე-სიმაგრეში დაიწყეს, როგორც გრაფ რობერტ დუგლასის სტუმრებმა, ხოლო 1920 წლიდან ფრაიბურგში გადავიდნენ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბადენური:

უცხოური:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უვე ა. ოსტერი: Великие герцоги Бадена (1806-1918). (Uwe A. Oster: Die Großherzöge von Baden (1806–1918), Regensburg 2007 (Verlag Friedrich Pustet, ISBN 3-7917-2084-8. EAN: 9783791720845))

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]