ფრიდრიხ ფრანც III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრიდრიხ ფრანც III
Friedrich Franz III.jpg
მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 15 აპრილი, 1883
მმართ. დასასრული: 10 აპრილი, 1897
წინამორბედი: ფრიდრიხ ფრანც II
მემკვიდრე: ფრიდრიხ ფრანც IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მარტი, 1851
დაბ. ადგილი: მეკლენბურგ-შვერინი, გერმანია
გარდ. თარიღი: 10 აპრილი, 1897, (46 წლის)
გარდ. ადგილი: კანი, საფრანგეთი
მეუღლე: ანასტასია მიხაილოვნა რომანოვა
შვილები: ალექსანდრინა, დანიის დედოფალი
ფრიდრიხ ფრანც IV, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
სესილია, გერმანიის კრონპრინცესა
სრული სახელი: ფრიდრიხ ფრანც პაულ ნიკოლას ერნსტ ჰაინრიხი
დინასტია: მეკლენბურგ-შვერინი
მამა: ფრიდრიხ ფრანც II, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი
დედა: ავგუსტა როის ცუ კოისტრიცი
რელიგია: ლუთერანობა

ფრიდრიხ ფრანც III (გერმ. Friedrich Franz III.; დ. 19 მარტი, 1851, მეკლენბურგ-შვერინი, გერმანია ― გ. 10 აპრილი, 1897, კანი, საფრანგეთი) ― მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგი 1883-1897 წლებში. დანიის დედოფალ ალექსანდრინას მამა, მეფე ფრედერიკ IX-ის პაპა და ნიდერლანდების დედოფალ იულიანას ბიძა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიდრიხ ფრანცი დაიბადა 1851 წლის 19 მარტს შლოს ლუდვიგზლოსტში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც II-ისა და მისი მეუღლის, დიდ ჰერცოგინია ავგუსტა როის ცუ კოისტრიცის პირველი შვილი. სახელი დაარქვეს დიდი პაპის, ფრიდრიხ ფრანც I-ის პატივსაცემად.

1885 წლის 15 აპრილს, მამის გარდაცვალების შემდეგ იგი მეკლენბურგ-შვერინის ახალი დიდი ჰერცოგი ხდება ფრიდრიხ ფრანც III-ის სახელით. ადრეული ასაკიდანვე იგი ასთმითა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებოდა. ამის გამო მას არ შეეძლო მისი მშობლიური ჩრდილოეთ გერმანიისათვის დამახასიათებელ ნესტიან ჰავაში მუდმივად ცხოვრება, რის გამოც ექიმთა რჩევით ხშირად დადიოდა სამოგზაუროდ სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ცნობილია ისიც, რომ იგი ცდილობდა დაემალა თავისი ჰომოსექსუალობა. ამ საიდუმლოს გამჟღავნებამაც მასზე ცუდად იმოქმედა.

ფრიდრიხ ფრანც III გარდაიცვალა 1897 წლის 10 აპრილს საფრანგეთის ქალაქ კანში, 46 წლის ასაკში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ― ხიდიდან გადახტა. თუმცაღა, სკანდალის თავიდან ასაცილებლად მისი ოჯახის წევრებმა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ასთმისაგან გაგუდვა გამოაცხადეს. მის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, ფრიდრიხ ფრანც IV-მ დაიკავა, რომელიც უკანასკნელი დიდი ჰერცოგი გახდა, რამეთუ 1918 წელს გერმანიაში მონარქია დაემხო.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წლის 24 იანვარს ფრიდრიხ ფრანცმა სანქტ-პეტერბურგში ცოლად შეირთო დიდი მთავარი ანასტასია მიხაილოვნა რომანოვა, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლაევიჩისა და პრინცესა სესილია ბადენელის ერთადერთი ასული, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე II-ის ძმისწული და ალექსანდრე III-ის ბიძაშვილი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ალექსანდრინა (1879-1952), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე კრისტიან X-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე, ფრედერიკ IX;
  2. ფრიდრიხ ფრანც IV (1882-1945), მეკლენბურგ-შვერინის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი, ცოლად შეირთო პრინცესა ალექსანდრა ჰანოვერელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
  3. სესილია (1886-1954), ცოლად გაჰყვა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის უფროს ძეს, კრონპრინც ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Per Nordenvall (1998). "Kungl. Maj:ts Orden". Kungliga Serafimerorden: 1748–1998 (in Swedish). Stockholm. ISBN 91-630-6744-7.
  • Jørgen Pedersen (2009). Riddere af Elefantordenen, 1559–2009 (in Danish). Syddansk Universitetsforlag. p. 466. ISBN 978-87-7674-434-2.
  • "The Grand Duke of Mecklenburg-Schwerin Shown to Have Committed Suicide" (PDF). New York Times. 1897-04-13. Retrieved 2007-10-23.
  • Hof- und Staats-Handbuch des Königreich Württemberg (1896), "Königliche Orden" p. 28