ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის
გერმ. Friedrich-Naumann-Stiftung für die Freiheit
Logo Friedrich Naumann Stiftung.jpg
2017-06-28 Theodor Heuss Akademie by Olaf Kosinsky-8.jpg
თეოდორ ჰოისის აკადემიის შენობა
შეიქმნა 19 მაისი 1958
ტიპი პოლიტიკური ფონდი
მიზანი ლიბერალიზმის გავრცელება
შტაბ-ბინა პოტსდამი, გერმანია
მნიშვნელოვანი პირები ფრიდრიხ ნაუმანი, თეოდორ ჰოისი
ატარებს სახელს ფრიდრიხ ნაუმანი
დამფუძნებელი (-ები) თეოდორ ჰოისი, Walter Erbe, Paul Luchtenberg, Reinhold Maier, Hans Wolfgang Rubin და Dorothee von Velsen
ქვეყანა გერმანია
თავმჯდომარე Karl-Heinz Paqué
კავშირები European Movement Germany, ევროპის ლიბერალური ფორუმი და German Commission for UNESCO[1]
www.fnst.org

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის (გერმ. Friedrich-Naumann-Stiftung für die Freiheit, FNF) — გერმანული პოლიტიკური ფონდი, რომლის მიზანი მსოფლიოში ლიბერალიზმის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. ფონდი 1958 წელს დააარსა გერმანიის პირველმა პრეზიდენტმა, თეოდორ ჰოისმა. ფონდის მთავარი ფასეულობებია ინდივიდუალური თავისუფლება და ლიბერალიზმი.[2]

ფონდის მჭიდროდ დაკავშირებულია გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან და ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულ ალიანსთან. ფონდი ატარებს გერმანელი პოლიტიკისოსი, ჟურნალისტისა და თეოლოგის ფრიდრიხ ნაუმანის სახელს. XX საუკუნის დასაწყისში ნაუმანი იყო წამყვანი გერმანელი ლიბერალი მოაზროვნე და პოლიტიკოსი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამოქალაქო განათლების აუცილებლობას. ფონდი ოპერირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.[2]

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებს ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი. სამხრეთ კავკასიაში ფონდი 1996 წლიდან მოქმედებს. საქართველოში ფონდი თანამშრომლობს როგორც პოლიტიკურ (რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ახალი ეკონომიკური სკოლა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტი).[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]