ფრიდრიხ მიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ მიშერი

ფრიდრიხ მიშერი (გერმ. Friedrich Miescher; დ. 1844 წლის 13 აგვისტო, ბაზელი — გ. 1895 წლის 26 აგვისტო, დავოსი) — შვეიცარიელი ფიზიოლოგი, ჰისტოლოგი და ბიოლოგი, სწავლობდა ბაზელში, გეტინგენში, ტიუბინგენსა და ლაიფციგში, 1871 წელს გახდა პრივატ-დოცენტი, 1872 წელს — ფიზიოლოგიის პროფესორი ბაზელში. 1869 წელს ფრიდრიხ მიშერმა დნმ აღმოაჩინა. თავდაპირველად ახალმა ნივთიერებამ მიიღო სახელწოდება ნუკლეინი, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მიშერმა განსაზღვრა, რომ ეს „ნივთიერება“ ფლობს მჟავურ თვისებებს, ნივთიერებას ეწოდა ნუკლეინის მჟავა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dahm R (2005). „Friedrich Miescher and the discovery of DNA“. Dev Biol. 278 (2): 274–88. PMID 15680349.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]