ფრიდრიხ კოლრაუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრიდრიხ კოლრაუში
გერმ. Friedrich Wilhelm Georg Kohlrausch
Friedrich Kohlrausch.jpg
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი 1840(1840-10-14)[1]
დაბ. ადგილი Rinteln
გარდ. თარიღი 17 იანვარი 1910(1910-01-17)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი მარბურგი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ელექტროტექნიკა
მუშაობის ადგილი დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტი[2] , ვიურცბურგის უნივერსიტეტი[2] , გეტინგენის უნივერსიტეტი[2] , ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა[2] , სტრასბურის უნივერსიტეტი[2] და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი და გეტინგენის უნივერსიტეტი
მამა რუდოლფ კოლრაუში
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[2] , ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ბუნზენის მედალი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ფრიდრიხ ვილჰელმ კოლრაუში (გერმ. Friedrich Kohlrausch; დ. 14 ოქტომბერი, 1840, გეტინგენი — გ. 17 იანვარი, 1910, მარბურგი) — გერმანელი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წლის 14 ოქტომბერს გეტინგენში, ფიზიკის პროფესორის რუდოლფ კოლრაუშის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც ფრიდრიხი დაარქვეს. საშუალო და უმაღლესი განათლება მან მშობლიურ ქალაქში მიიღო, დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რის შემდეგ გეტინგენის ასტრონომიული ობსეტვატორიის ასისტენტად დანიშნეს. ერთ წლის შემდეგ, 1864 წელს, იგი უკვე დოცენტად მიიწვიეს ფრანკფურტის (მაინზე) ფიზიკურ საზოგადოებაში. 1866 წელს კვლავ გეტინგენში დაბრუნდა და ვ. ვებერთან დაიწყო მუშაობა. 1868 წლიდან კოლრაუში უკვე პროფესორია და ლექციებს კითხულობს ფიზიკაში გეტინგენის, ციურიხის, დარმშტადტისა და ვიურცბურგის უნივერსიტეტში. 1864 წელს კოლრაუშმა შეცვალა ჰ. ჰელმჰოლცი და დაინიშნა ბერლინის ფიზიკა-ტექნიკის სამეფო ინსტიტუტის დირექტორად.

კოლრაუშის მეცნიერული მემკვიდრეობა მრავალფეროვანია; იგი შეეხება დრეკადობის თეორიას, ელექტრობას, მაგნიტიზმს, ოპტიკასა და სითბოს თორიას. მატერიის დრეკადი თვისებების ახსნა ადრიდანვე დიდ სიძნელედ იყო მიჩნეული როგორც ფიზიკოსებისათვის, ისე ფილოსოფოსებისათვის. ნიუტონის სკოლის ფიზიკოსთა უმრავლეზობაც კი თვლიდა, რომ მხოლოდ მიზიდვისა და განზიდვის ძალებით დრეკადი თვისებების ახსნა შეუძლია. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში მატერიის დრეკადი თვისებების ახსნა კიდევ უფრო გართულდა, რადგაან გამოირკვა, რომ ძალის მოქმედება დამოკიდებულია მოძრაობის მდგომარეობაზე. საქმე მკვდარი წერტილიდან 1835 წელს დაძრა ვ. ვებერმა, რომელსაც მოგვიანებით 1849 წელს. მხარი დაუჭირეს რ. კლაუზიუსმა, ვ. ვერტჰაიმმა და ა. კოშიმ. მაგრამ ბევრი რამე მაინც იუხსნელი რჩებოდა, კერძოდ, ნაწილობრივ გაუგებარი იყო ე.წ. „დრეკადი მერმექმედება“. დრეკადი მერმექმედება იმაში მდგომარეობს, რომ სხეულს, დეფორმაციის გამომწვევი ძალის მოცილების შემდეგ კვლავ რჩება მცირე დეფორმაცია, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათან ქრება.

მრავალი ექსპერიმენტული გამოკვლევის შედეგად კოლრაუშმა მიიღო დრეკადი უკუქმედების რვა კანონი.ამ საკითხის ირგვლივ გამართული დისკუსიის შედეგად მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური შრომები, რითაც საგრძნობლად წასწია წინ დრეკადი მერმექმედების მოვლენის შესწავლის საქმე. მაგნიტიზმი კოლრაუშმა დაამუშავა ზოგიერთი ახალი მეთოდი და ხელსაწყი დედამიწის მაგნიტური ველის ადგილობრივი და პერიოდული ცვლილებების გასაზომად. ელექტრობის თეორიაში კოლრაუშმა მოგვცა მნიშვნელოვანი შრომები ელექტროლიზისა და თერმოელექტრობის საკითხებზე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომები ელექტრული გაზომვების ნაწილში; მეთოდები, რომელიც მან გამოიმუშავა დენების გასაზომად აბსოლუტურ ერთეულებში, დაეხმარა მას ვერცხლისწყლის აბსოლუტური წინაღობის გაზომვასა და მისი ერთეულის განსაზღვრაში.

ამ მეთოდის საშუალებით კოლრაუშმა და მისმა მოწაფეებმა მრავალი გამოკვლევა ჩაატარეს და მნიშვნელოვანი შედეგებიც მიიღეს. შემდეგში, XIX საუკუნის მიწურულში, ეს შედეგები საფუძვლად დაედი ხსნართა თეორიას. კოლრაუშის ბოგირით ელექტროლიტების ფიზიკის ლაბორატორიებში როგორც კლასიკური ექსპერიმენტული ფიზიკის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში.

კოლრაუშის კანონი იონების მოძრაობის დამოუკიდებლობის შესახებ ამჟამადაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას; ამ კანონის თანახმად, ელექტრული ველის გარკვეული დაძაბულობის დროს რომელიმე იონისსიჩქარე ყოველთვის მუდმივი რჩება და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ხსნარში მასთან ახლოს სხვა რომელი იონი იმყოფება.

კოლრაუშმა ფიზიკაში შემოიტანა ე. წ. „ეკვივალენტური ელექტროგამტარობის“ ცნება. ეს ცნება ემსახურება თანაფარდობის დამყარებას ხსნარის ელექტროგამტარობასა და კონცენტრაციას შორის. კოლრაუში ძალიან დაეხმარა ფიზიკოსებს თერმოდინამიკის საფუძვლების დამუშავებაში. მისი საღი და გონივრული შენიშვნების საფუძველზე რ. კლაუზიუსმა მნიშვნელოვნად შეასწორა თავისი ცნობილი „პოსტულატი“ თერმოდინამიკაში, ხოლო გ. ჰირნი, პ. ტეტი და სხვა ფიზიკოსები დარწმუნდნენ თავისი მტკიცების უსაფუძვლობაში.

კოლრაუში ერთ-ერთი პირველთაგანი მიხვდა იმისა, რომ საუნივერსიტეტო სწავლებაში თორიული კურსების პარალელურად საჭიროა პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოების შემოღება ფიზიკაში. ამ მიზნით მან შეადგინა „ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმის" სახელმძღვანელო, რომელიც ევროპის თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. ამ წიგნის რუსული თარგმანი მრავალჯერ გამოიცა და ჩვენს თაობამდეც მოაღწია.

ვიურცბურგსა და სტრასბურგში კოლრაუშის მიერ მოწყობილ ფიზიკის ლაბორატორიაში რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მრავალი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა გარკვეული წვრთნის მისაღებად, ვინიდან იმხანად არსად არ იყო მოწყობილი ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიები.

კოლრაუში გარდაიცვალა ქალაქ მარგბურგში 1910 წლის 17 იანვარს, 70 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 249-253

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 გერმანული ვიკიპედია — 2001.
  3. Wikipedia — 2001.