ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი
ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი | |
---|---|
გერმ. Friedrich Wilhelm Bessel[1] | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1784[2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | მინდენი, პრუსიის სამეფო[5] [6] [4] |
გარდ. თარიღი | 17 მარტი, 1846[2] [6] [7] [4] [8] [9] [10] [11] [12] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | კენიგსბერგი, პრუსიის სამეფო[7] [4] |
დასაფლავებულია | Q1499598? |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ასტრონომი, მათემატიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ტოპოგრაფი და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | კენიგსბერგის ობსერვატორია[13] , Arnold Kulenkamp[4] [3] და Lilienthal Observatory[4] [3] |
ალმა-მატერი | Ratsgymnasium Minden[4] |
მეუღლე | Johanna Bessel[3] |
ნათესავ(ებ)ი | Karl Gottfried Hagen |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ლალანდის პრემია, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, წითელი არწივის მე-2 ხარისხის ორდენი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[14] |
ხელმოწერა |
![]() |
ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი (გერმ. Friedrich Wilhelm Bessel; დ. 22 ივლისი, 1784, მინდენი — გ. 17 მარტი, 1846, კენიგსბერგი) — გერმანელი ასტრონომი. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1812). ოცი წლისამ გამოთვალა ჰალეის კომეტის ორბიტა. 1806 წელს ასისტენტად მიიღეს ლილიენტალის კერძო ობსერვატორიაში, სადაც ხელახლა დაამუშავა ჯეიმზ ბრედლის დაკვირვებათა მონაცემები და დიდი სიზუსტით განსაზღვრა რეფრაქციის, პროცესიის და ნუტაციის მუდმივები. 1810 წელს გახდა კენიგსბერგის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მან დააარსა ობსერვატორია, რომელსაც სიკვდილამდე განაგებდა. ამ ობსერვატორიის მერიდიანული წრით +47°-იდან -16°-მდე დახრილობის შუალედში დააკვირდა 75011 ვარსკვლავს, დაამუშავა ასტრონომიულ ხელსაწყოთა ცდომილების თეორია. აღმოაჩინა პიროვნული განტოლება, ე.ი ყოველი დაკვირვებლისთვის დამახასიათებელი სისტემათა ცდომილება, რითაც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ასტრონომიული გაზომვების სიზუსტე. დაკვირვებათა მონაცემების დამუშავებისას ბესელი იყენებდა ალბათობის თეორიას და უმცირესი კვადრატების ხერხს. ჰელიომეტრის მეშვეობით ბესელმა განსაზღვრა ვარსკვლავ გედი-61-ის პარალაქსი (1838), რითაც ერთ-ერთმა პირველმა გაზომა მანძილი უძრავ ვარსკვლავებამდე. განსაზღვრა პლანეტების მასები და სატურნის თანამგზავრთა ორბიტის ელემენტები. დიდი მნიშვნელობა აქვს ბესელის შრომებს გეოდეზიის დარგში.
მათემატიკაში ბესელის სახელს ატარებს პირველი გვარის ცილინდრული ფუნქციები და დიფერენციული განტოლება, რომელსაც ისინი აკმაყოფილებენ. მასევ ეკუთვნის უტოლობა ფურიეს მწკრივის კოეფიციენტებისთვის და აგრეთვე საინტერპოლაციო ფორმულა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 340.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ფრიდრიხ ვილჰელმ ბესელი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Virtual International Authority File — [Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
- ↑ 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118510215 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Complete Dictionary of Scientific Biography — დეტროიტი: Charles Scribner's Sons, 2008. — ISBN 978-0-684-31559-1
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ Бессель Фридрих Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 6.0 6.1 Бессель, Фридрих Вильгельм // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. Андреевский — СПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. IIIа. — С. 617–618.
- ↑ 7.0 7.1 Bruhns Bessel, Friedrich Wilhelm // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1875. — ტ. 2. — S. 558–567.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ KNAW Past Members
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 34.