ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის ბონის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის ბონის უნივერსიტეტი
University-bonn 2005-11-18.jpg
დაფუძნდა 1818
მდებარეობა ბონი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია გერმანია
საიტი https://www.uni-bonn.de/

ბონის უნივერსიტეტი (ფრიდრიხ ვილჰელმის რაინის ბონის უნივერსიტეტი; გერ. Rheinische Friedrich-Wilhelms-Universität Bonn) - გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი უნივერსიტეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1777 წელს ბონში დაფუძნდა Kurkölnische Akademie Bonn, რომელსაც 1784 წელს უნივერსიტეტის უფლებამოსილება მიენიჭა.

1798 წელს აკადემია დახურა იმ დროს რაინის მიწების მმართველმა საფრანგეთმა.

1818 წელს პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ III ვენის კონგრესის შედეგებით პრუსიასთან მიერთებულ ბონში დააარსა უნივერსიტეტი, რომელიც პრუსიის რიგით მეექვსე უნივერსიტეტი გახდა. უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გერმანიის სახალხო განათლების იმდროინდელმა მინისტრმა კარლ ალტენშტაინმა.

უნივერსიტეტში თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი კათოლიკები და პროტესტანტები, რაც გამოისახა პირველყოვლისა ორი თეოლოგიური ფაკულტეტის არსებობაში. ამავდროულად უნივერსიტეტში შეიქმნა სამედიცინო, იურიდიული და ფილოსოფიური ფაკულტეტები. 1827 წელს დამტკიცდა უნივერსიტეტის სტატუტი. მოგვიანებით უნივერსიტეტს არაოფიციალურად „პრინცების უნივერსიტეტს“ უწოდებდნენ, რადგანაც ჰოენცოლერნების სახლის მრავალმა შთამომავალმა სწორედ ამ უნივერსიტეტში მიიღო განათლება.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უნივერსიტეტის სახელმწიფო ფინანსირება შემცირდა, რის გამოც უნივერსიტეტს ფინანსირების სხვა წყაროების ძებნა დაჭირდა.

უნივერსიტეტის სასადილო (მენზა)

1930 წელს დამტკიცდა უნივერსიტეტის ახალი სტატუტი, რომელიც შეიცავდა პუნქტს სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ.

ნსდაპ (გერმ. NSDAP) გამარჯვებას 1933 წლის მარტის რაიხსტაგის არჩევნებში ბონის უნივერსიტეტიც შეეგუა. ნაციონალ-სოციალიზმი უნივერსიტეტის კედლებში უფრო ადრე გავრცელდა. 1933 წლისათვის პროფესორთა 23% ნსდაპ-ის წევრი იყო. ებრაული წარმოშობისა ან პოლიტიკური შეხედულებების გამო 40 პედაგოგი (პროფესორ-მასწავლებელთა 12,9%) დაითხოვეს. ორი მათგანი (იოჰანეს ფერვეიენი და პაულ ლუდვიგ ლანდსბერგი) საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, მათემატიკოსმა ფელიქს ჰაუსდორფმა თავი მოიკლა. ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანმა თომას მანს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა, რომელიც მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაუბრუნეს. 1934 წელს უნივერსიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც პოპელსდორფის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სასწავლებლის მემკვიდრეა.

ბიბლიოთეკის შენობა

1941/1942 ზამთრის სემესტრიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის გამო შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის რეგულარულ რიტმში გაგრძელება, რადგანაც პროფესორ-მასწავლებლები, ისევე როგორც სტუდენტები, გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში; უარყოფითი გავლენა იქონიეს მეცნიერულ კვლევებსა და სწავლების პროცესზე სამხედრო მრეწველობის მოთხოვნილებებმაც. ომის ბოლოსათვის უნივერსიტეტის კუთვნილი ორმოცდაათი შენობიდან არცერთი არ დარჩა დაუზიანებელი. მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი გერმანული მარკა შეადგინა. 1945/1946 წლის ზამთრის სემესტრისათვის უნივერსიტეტმა მუშაობა განაახლა; რექტორატმა იოახიმშტრასეზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ჰპოვა თავშესაფარი. ომით გამოწვეულმა ნგრევამ და სტუდენტთა რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა არსებითი ხასიათის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ადენაუერის ხეივანზე გაჩნდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი შენობა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს დიაგონალზე - შენობა სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტისათვის. ეს შენობა იწოდება „Juridicum”. საუნივერსიტეტო კლინიკებმა მნიშვნელოვანწილად ქალაქის შიდა ნაწილიდან ვენუსბერგის რაიონში გადაინაცვლეს.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოპელსდორფის სასახლე
უმაღლესი აგრონომიული სასწავლებელი პოპელსდორფში

2001 წელს ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მთავრობამ გადაწყვიტა ბონის უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების სისტემის შეცვლა, რაც უნივერსიტეტმა შემდეგ წელს განახორციელა. პასუხისმგებელი მასწავლებელთა სწავლების პროცესზე ბონის უნივერსიტეტის ფარგლებში მასწავლებელთა მომზადების ბონის ცენტრი (BZL). 2012 წლის თებერვალში დაიწყო ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა პოპელსდორფის რაიონში კარლ-ტროლ-შტრასესა და ენდენიხერის ხეივანს შორის. მანამდე დაახლოებით 40.000 მ2 ფართობი სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის მიერ გამოიყენებოდა როგორც სახნავ-სათესი და ამის გამო მასზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. სამშენებლო ნაკვეთის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის ბიბლიოთეკის ფილიალი, აგრეთვე უნივერსიტეტის რამდენიმე ინსტიტუტი და საუნივერსიტეტო სასადილო (მენზა). ამ საუნივერსიტეტო ნაგებობებს უნდა უნდა დაემატოს სააუდიტორიო კომპლექსი და ბონ-აახენის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი. გარდა ამისა ამ არეალში აიგება სათავსოები კვებისა და კვების პროდუქტების მრეწველობის რიცხვობრივი მოდელირების, და აგრეთვე ინფორმატიკის, ინსტიტუტისათვის.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის უნვერსიტეტის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ფაკულტეტები:

მათემატიკის ინსტიტუტი
  • სამედიცინო ფაკულტეტი;
  • სასოფლო-სამეურნეო (აგრონომიული) ფაკულტეტი;
  • კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტი;
  • მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტი;
  • პროტესტანტული თეოლოგიის ფაკულტეტი;
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ცნობილ კურსდამთავრებულთა შორის არიან - ფრიდრიხ III, ვილჰელმ II, ლუიჯი პირანდელო (1934 წლის ლიტერატურაში), კონრად ადენაუერი, ვალტერ შელენბერგი, იურგენ ჰაბერმასი, იოჰან ალბერსი, პაულ გუტნიკი, ლუდვიგ კლაიზენი, კარლ პელმანი.

უნივერსიტეტში გარკვეული დროის განმავლობაში სწავლობდნენ აგრეთვე ფრიდრიხ ნიცშე, ჰაინრიხ ჰაინე, კარლ მარქსი, კარლ პეტერ ჰაინცენი, ფრიდრიხ ფრანც II (დიდი ჰერცოგი მეკლენბურგ-შვერელი), პაულ ჰეიზე (1910 წლის ლიტერატურაში), იოზეფ გებელსი, ჰარალდ ცურ ჰაუზენი (2008 წლის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში), ოსკარ ლაფონტენი, ანეტე შავანი, მაკსიმ კონცევიჩი (1998 წლის ფილდსის პრემიის ლაურეატი).

უნივერსიტეტის ცნობილი პედაგოგები და თანამშრომლები იყვნენ: ავგუსტ ანშუცი, ედუარდ ალტონი, იოჰან ახტერფელდი, ბარტოლდ გეორგ ნიბური, ჰერმან ჰელმჰოლცი, ავგუსტ ფ. კეკულე, ფილიპ ლენარდი (1905 წლის ფიზიკაში), ოტო ვალახი (1910 წლის ქიმიაში), ვოლფგანგ პაული (1989 წლის ფიზიკაში), რაინჰარდ ზელტენი (1994 წლის ეკონომიკაში), გერდ ფალტინგსი (1986 წლის ფილდსის პრემიის ლაურეატი), იოზეფ რატცინგერი (რომის პაპი ბენედიქტე XVI), მარტინ ნოტი, აქსელ ვებერი (ბუნდესბანკის ხელმძღვანელი) და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]