ფრიდრიხ ბაიერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ ბაიერნი
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1817(1817-10-08)[1]
დაბ. ადგილი კრონშტადტი
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 1886(1886-02-20)[1] (68 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა არქეოლოგი და ენტომოლოგი

ფრიდრიხ ბაიერნი (გერმ. Friedrich Bayern; დ. 8 ოქტომბერი, 1817, ავსტრია — გ. 20 თებერვალი, 1886 თბილისი) — ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1849 წლიდან მოღვაწეობდა კავკასიაში. 1855 წელს დასახლდა თბილისში და დიდუბეში გახსნა „ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი“. 1859-1863 წლებში იყო კავკასიის მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყოფილების კურატორი, გეოლოგი და ბოტანიკოსი. მასალის შეგროვების მიზნით მოიარა სომხეთი, დაღესტანი და თითქმის მთელი საქართველო. მისი შეკრებილი მასალის მიხედვით აღწერეს მეცნიერებისათვის მანამდე უცნობ მცენარეთა რამდენიმე სახეობა. ზოგიერთს ბაიერნის სახელი ეწოდა. 1868 წელს ბაიერნმა თავისი კოლექცია (32686 ექსპონატი) გადასცა ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს.

ბაიერნი არქეოლოგიით დაინტერესდა 1859 წელს, როდესაც არარატის ფერდობზე, იგდირთან აღმოაჩინეს ურარტულ-ლურსმული წარწერები. სიცოცხლის ბოლო 20 წელი მან არქეოლოგიურ კვლევას მოახმარა: აფხაზეთში აღმოაჩინა დოლმენები, გათხარა ადრინდელი შუა საუკუნეების სამაროვნები შავი ზღვის პირას, სართიჭალასთან და დუშეთთან. არქეოლოგიური ძიება ჩაატარა ყაზბეგში, ურბნისსა და ნიჩბისში. 1872 წელს დაიწყო სამთავროს სამაროვნის გათხრა, სადაც გამოავლინა გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური ადრინდელი ფეოდალური ხნის სამარხები და აგრეთვე, მინის საწარმოს ნაშთი. გათხრების ანგარიშებს აქვეყნებდა რუსულად (თბილისში), გერმანულად (ბერლინსა და ვენაში) და ფრანგულად (ლიონში). ბაიერნის გათხრებით მსოფლიო მეცნიერება პირველად გაეცნო საქართველოს არქეოლოგიურ სიძველეებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Весьма краткие некрологи: в газете «Кавказ», 1886 г., № 52 и в «Zeitschrift für Ethnologie» (Berlin, 1885 г.).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]