ფრიდოლინ ამბონგო ბეზუნგუ

ფრიდოლინ ამბონგო ბეზუნგუ (დ. 24 იანვარი, 1960) — კონგოელი კათოლიკე პრელატი, რომელიც 2018 წლიდან კინშასის მთავარეპისკოპოსის თანამდებობას იკავებს. მანამდე 2004-2016 წლებში იყო ბოკუნგუ-იკელის ეპისკოპოსი, 2008-2015 წლებში კოლეს სამოციქულო ადმინისტრატორი, 2016-2018 წლებში მბანდაკა-ბიკოროს მთავარეპისკოპოსი, 2016-2018 წლებშ ბოკუნგუ-იკელის სამოციქულო ადმინისტრატორი და 2018 წელს კინშასას კოადიუტანტი მთავარეპისკოპოსი. იგი მცირე კაპუცინების ბერების ორდენის წევრია.
ეპისკოპოსურ კარიერამდე ამბონგო სამრევლო მღვდლად და პროფესორად მსახურობდა, ეპისკოპოსად მსახურების შემდეგ კი ეროვნული მშვიდობისთვის წამყვან ხმას წარმოადგენს.[1][2] პაპმა ფრანცისკემ იგი კარდინალის ხარისხში 2019 წლის 5 ოქტომბერს აიყვანა. 2023 წელს იგი აფრიკისა და მადაგასკარის საეპისკოპოსო კონფერენციების სიმპოზიუმის პრეზიდენტი გახდა. არის კარდინალების საბჭოს წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allen Jr., John L. (7 February 2018). „Transition looms in African Catholic powerhouse as legend readies to go“. Crux. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2018. ციტირების თარიღი: 2 November 2018.
- ↑ „DRC Bishops visit Zambian President on a peace mission“. Vatican News. 11 September 2018. ციტირების თარიღი: 1 November 2018.