შინაარსზე გადასვლა

ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი
Frýdlant nad Ostravicí

ქალაქის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Frýdlant[1] , Lubno[1] და Nová Ves[1]
კოორდინატები 49°35′34″ ჩ. გ. 18°21′35″ ა. გ. / 49.59278° ჩ. გ. 18.35972° ა. გ. / 49.59278; 18.35972
მმართველი ჰელენა პეშატოვა
პირველი ხსენება 1395
ფართობი 21,91 კმ²
ცენტრის სიმაღლე 357
მოსახლეობა 9 835[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 449 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 739 11
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი frydlantno.cz
ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი — ჩეხეთი
ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი

ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი (ჩეხ. Frýdlant nad Ostravicí) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ქალაქი ფრიდეკ-მისტეკის რაიონში მდებარეობს. ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი სამი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ფრიდლანტთან ერთად მასში გაერთიანებულია სოფლები: ლუბნო და ნოვა-ლესი.

ქალაქის სახელწოდება გერმანული წარმოშობისაა და „წყნარ ადგილს“, „წყნარ ქვეყანას“ ნიშნავს. ამ სახელწოდებას „ნად-ოსტრავცი“ ანუ „მდინარე ოსტრავიცეზე“ 1950 წელს დაამატეს, რათა ლიბერეცის მხარეში მდებარე მეორე ქალაქ ფრიდლანტისგან განესხვავებინათ.

ქალაქი რაიონულ ცენტრ ფრიდეკ-მისტეკიდან სამხრეთით 8 კილომეტრში მდებარეობს. მისი მუნიციპალური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მორავია-სილეზიის მთისწინეთშია. ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიციში ყველაზე მაღლა მდებარე წერტილი 730 მეტრია ზღვის დონიდან.

ქალაქი მდინარე ოსტრავიცეს ნაპირებზეა გაშენებული, მას გამორჩეული მდებარეობა აქვს, რადგან მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ფრიდლანტი მორავიის ისტორიულ მიწაზეა, ხოლო მიდნარის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ლუბნო და ნოვა-ლესი ჩეხური სილეზიის მიწაზე.

ფრიდლანტი ისტორიულ წყაროებში პირველად 1395 წელსა ნახსენები. ის XIV საუკუნის მეორე ნახევარში, გერმანელთა ცნობილი გადასახლების დროს დაარსდა, გერმანელთა ეს დიდი მიგრაცია ოსტზიდლუნგის სახელითაა ცნობილი, ის IX საუკუნეში დაიწყო და პიკს XIV საუკუნეში მიაღწია. ქალაქს დაარსებისას საბაზრო ქალაქის სტატუსი ჰქონდა.[3]

კრავარჟელმა დიდგვაროვნებმა 1402 წელს ფრიდლანტი ჰერცოგ პშემისლავ I ნოშაკს მიჰყიდეს და ის ტეშინის საჰერცოგოს შეუერთდა. მფლობელთა ცვლილებამ ფრიდლანტზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ის საჰერცოგოს პერიფერიად იქცა. ამის გამო ის ქალაქიდან მცირე სოფლამდე შემცირდა. მოგვიანებით ჰუსიტურმა ომებმა დააზარალა.[3]

XVI საუკუნეში აქაური მამულები ოლომოუცის ეპარქიამ შეიძინა და ჰუკვალდელი თავადების საკუთრება გახდა. 1625 წელს ოლომოუცის ეპისკოპოსმა ფრანც ფონ დიტრიხშტაინმა სოფელს არაერთი პრივილეგია მიანიჭა. სხვა ახლოს მდებარე ქალაქების მსგავსად ოცდაათწლიანი ომის დროს ფრიდლანტი რამდენიმე ჯარმა გაიარა და დააზარალა. 1646 - 1648 წლებში ქალაქში სამჭედლოები ააგეს. ამ სამჭედლოების გარშემო 1647 წელს გაშენდა სოფელი ნოვა-ლესი, რომელიც დღეს ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცის ნაწილია. 1675 ქალაქში რკინის მადნის საწარმო გახსნეს, რკინის წარმოებასთან ერთად დაიწყეს ქაღალდის წარმოებაც, რამაც ფრიდლანტ-ნად-ოსტრავიცი წარმატებულ ქალაქად აქცია.[3] 1775 წელს მარია ტერეზიამ დასახლებას კვლავ დაუბრუნა საბაზრო ქალაქის სტატუსი. ქალაქში რკინიგზა 1871 წელს გაიყვანეს.[3]

კარლო ბორომეოს მონასტერი
ქალაქის მერია

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა 1672-1690 წლებში აგებული წმინდა ბართლომეს ეკლესიაა. აგრეთვე მნიშვნელოვანი ძეგლია 1894 წელს ნეორენესანსის სტილში აგებული ქალაქის მერია. ქალაქის მოედანზე კვლავ შემონახულია სვეტი ღვთისმშობლის ქანდაკებით, რომელიც 1731 წელს დადგეს.[4]

წმინდა კარლო ბორომეოს მოწყალების დების მონასტერი XIX საუკუნეში დაარსდა, მის ტერიტორიაზეა ნეორომანული სტილის სამლოცველო. მონასტრში დღეს მოხუცთა თავშესაფარია გახსნილი.[4]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Historie a současnost cs. Město Frýdlant nad Ostravicí. ციტირების თარიღი: 2022-03-01
  4. 4.0 4.1 Frýdlant nad Ostravicí cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-03-01