ფრთოსანი გველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აცტეკების ერის ფრთოსანი გველის სკულპტურა, ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მეხიკო
ფრთოსანი გველის ნახატი ხუშტლაუაკის მღვიმეში

ფრთოსანი გველი — მოწინავე ზებუნებრივი ღვთაება მესოამერიკის მრავალ რელიგიაში. აცტეკები მას კეცალკოატლს უწოდებდნენ, იუკატანის მაიას ხალხი კუკულკანს, კუკუმაცს და ტოჰილს კიჩეს მაიას ხალხი. სახელში გამოყენებული ორმაგი სიმბოლიზმი ღვთაების ორმაგი ბუნების ალეგორიაა, სადაც ფრთიანობა განასახიერებს მის ღვთაებრიობასა და ფრენის უნარს, გველი კი მის ადამიანურ ბუნებას და დედამიწაზე ხოხვის უნარს სხვა ცხოველებთან ერთად; დუალიზმი ძალზე დამახასიათებელია მესოამერიკული ღვთაებებისათვის.[1]

ფრთოსანი გველების უძველესი გამოვლინებები შეიმჩნევა ოლმეკების კულტურაში (ძვ. წ. 1400-400). ყველაზე უკეთ იგი შემორჩენილია აცტეკების ხელოვნებაში, მაგალითად ლა-ვენტის არქეოლოგიური ძეგლის მონუმენტ 19-ში და ხუშტლაუაკის მღვიმის მხატვრობაში, სადაც ჩანს მისი წვეტიანი კუდი; ზოგჯერ მათი სხეულები ადამიანისას წააგავს.[2] მიჩნეულია, რომ ოლმეკთა ფრთოსანი გველის ღვთაებები მრავალ შემდგომ მესოამერიკულ ღვთაებათა წინაპრები იყვნენ,[3] მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა აზრით, ისინი ოლმეკთათვის მნიშვნელოვანი კულტები არ იყვნენ.

ტეოტიუაკანის ხალხთა (ძვ. წ. 200 – ახ. წ. 700) პანთეონი ასევე გამოირჩევა ფრთოსანი გველით, რაც ძირითადად ასახულია ფრთოსანი გველის ტაძარში (ახ. წ. 150–200).[4] ფრთისან გველთა რამდენიმე გამოვლინება წარმოდგენილია უშუალოდ ტაძრის შენობაზე, მათ შორის მთელტანიანი პროფილები და მხოლოდ თავები.

ფრთისანი გველები ასევე წარმოდგენილია გვიანდელ ტოლტეკთა (ახ. წ. 950–1150) დედაქალაქ ტულაში.[5]

აცტეკთა ფრთოსანი გველი, ღმერთი კეცალკოატლი ცნობილია აცტეკების რამდენიმე კოდექსიდან, რომელთა შორისაა ფლორენტინის კოდექსი, ასევე ესპანელ კონკისტადორთა ჩანაწერებიდან. კეცალკოატლი იყო ცოდნის მომტანი, წიგნების გამომგონებელი ღვთაება და დაკავშირებული იყო პლანეტა ვენერასთან.

მაიას შესაბამისი ღმერთი კუკულკანი იშვიათად ჩნდება მაიას ცივილიზაციის კლასიკურ პერიოდში.[6] თუმცა, პოპოლ-ვუჰის ჩანაწერებში, კიჩეს ხალხის ღვთაება კუკუმაცი კოსმოსის შემქმნელად მიიჩნევა.[7]

გარდა ფრთოსანი გველებისა, მესოამერიკულ ღვთაებათა პანთეონში მსგავსი ნაკვთების მქონე სხვა მრავალი გველი ღმერთიც არსებობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Castro, Ruben Cabrera (1993) "Human Sacrifice at the Temple of the Feathered Serpent: Recent Discoveries at Teotihuacan" Kathleen Berrin, Esther Pasztory, eds., Teotihuacan, Art from the City of the Gods, Thames and Hudson, Fine Arts Museums of San Francisco, ISBN 0-500-27767-2.
Coe, Michael D. (2002). Mexico: from the Olmecs to the Aztecs, 5th edition, revised and enlarged, London and New York: Thames & Hudson. ISBN 0-500-28346-X. OCLC 50131575. 
Covarrubias, Miguel (1957). Indian Art of Mexico and Central America, Color plates and line drawings by the author, New York: Alfred A. Knopf. OCLC 171974. 
Christenson, Allen (2007). Popol Vuh: the Sacred Book of the Maya. University of Oklahoma Press. ISBN 978-0-8061-3839-8. 
Diehl, Richard (2004). The Olmecs: America's First Civilization, Ancient peoples and places series. London: Thames & Hudson. ISBN 0-500-02119-8. OCLC 56746987. 
Joralemon, Peter David (1996) "In Search of the Olmec Cosmos: Reconstructing the World View of Mexico's First Civilization", in Olmec Art of Ancient Mexico, eds. E. P. Benson and B. de la Fuente, National Gallery of Art, Washington D.C., ISBN 0-89468-250-4, pp. 51–60.
Miller, Mary (1993). The Gods and Symbols of Ancient Mexico and the Maya: An Illustrated Dictionary of Mesoamerican Religion. London: Thames & Hudson. ISBN 0-500-05068-6. OCLC 27667317. 7
Pool, Christopher A. (2007). Olmec Archaeology and Early Mesoamerica, Cambridge World Archaeology. Cambridge and New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-78882-3. OCLC 68965709. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Oxford Encyclopedia of Mesoamerican Culture
  2. Joralemon, p. 58.
  3. Covarrubias, p. 62. Joralemon, p. 58.
  4. Castro.
  5. Coe, p. 133.
  6. Miller & Taube, p. 150.
  7. Christenson (2007)
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: