ფრთაფეხიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრთაფეხიანები

კლიონი (Clione limacina)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  მუცელფეხიანები
გაუქმებული ჯგუფი ბოლოლაყუჩიანები
რიგი:  ფრთაფეხიანები
ლათინური სახელი
Pteropoda (Cuvier, 1804)

ფრთაფეხიანები (ლათ. Pteropoda) — რბილტანიანების რიგი ბოლოლაყუჩიანი მოლუსკების ჯგუფისა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ზღვაში. განსაკუთრებით მრავალფეროვანია ტროპიკულ ზღვებში. პლანქტონომური ფორმებია. ფრთაფეხიანების ფეხი რედუცირებულია, ძალზე განვითარებულია პარაპოდიები — ფრთებისმაგვარი გვერდითი გამონაზარდები (აქედანაა სახელწოდება).[1] სხეული ნახევრად გამჭვირვალეა, ხშირად მკვეთრი შეფერილობის. ცნობილია 100-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეჯგუფში: Thecosomata და Gymnosomata. პირველი მათგანის წარმომადგენლებს ზრდასრულ მდგომარეობაში აქვთ ნიჟარა, მანტიის ღრუ და ხშირად ლაყუჩებიც. Thecosomata-ს წარმომადგენლები იკვებებიან მიკროპლანქტონით, ვერტიკალურ მიგრაციებს ახორციელებენ წყლის სიზრქეში; Gymnosomata-ს სახეობები მტაცებლები არიან, ძირითადად Thecosomata-ებით იკვებებიან. ზოგიერთი მასიური სახეობა სარეწაო თევზებისა და უკბილო ვეშაპებისს საკვებია.[2] ჰერმაფროდიტები არიან.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლეჟავა გ., ფრთაფეხიანები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 400.
  2. Чесунов А. В. Крылоногие // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 148.