ფრთალაპოტიანები
იერსახე
| ფრთალაპოტიანები | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Sialidae | ||||||||||||
| ||||||||||||
ფრთალაპოტიანები (ლათ. Sialidae) — მწერების ოჯახი დიდფრთიანების რიგისა. ნაკლებად მოძრავი, მუქი ფერის მწერებია. ოჯახში 30-მდე სახეობაა. ფრთალაპოტიანები წყლის ახლოს ცხოვრობენ. სხეულის სიგრძე 20-40 მმ აღწევს. აღსანიშნავია ჩვეულებრივი ფრთალაპოტა (ლათ. Sialis lutaria), რომლის სიგრძე 12 მმ აღწევს. შავფრთიანი მწერია. ბინადრობს ტბების, გუბურებისა და წყალსატევების ფსკერზე. ზოგან მასობრივად გვხვდება. ფრთალაპოტიანები თევზების საკვებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 400.