შინაარსზე გადასვლა

ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი
Frenštát pod Radhoštěm

მშვიდობის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 49°32′54″ ჩ. გ. 18°12′39″ ა. გ. / 49.54833° ჩ. გ. 18.21083° ა. გ. / 49.54833; 18.21083
მმართველი იან რეიმანი
პირველი ხსენება 1382
ფართობი 11,43 კმ²
ცენტრის სიმაღლე 401 მ
მოსახლეობა 10 554[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 923 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 744 01
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი mufrenstat.cz
ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი — ჩეხეთი
ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი

ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი (ჩეხ. Frenštát pod Radhoštěm) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ქალაქი ნოვი-იიჩინის რაიონში მდებარეობს. ისტორიული ცენტრი კარგად არის შემონახული და ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. ქალაქის მახლობლად მდებარეობს სათხილამურო კურორტი პუსტევნი, ამის გამო ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი ცნობილი დასასვნებელი ადგილია ზამთარში.

ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი რაიონულ ცენტრ ნოვი-იიჩინიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს. მისი მუნიციპალური ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მორავია-სილეზიის მთისწინეთშია. დასავლეთ ნაწილი სილეზიის ბესკიდებში იჭრება. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ვლჩინას გორა 532 მეტრი სიმაღლით ზღვის დონიდან. ქალაქის სახელწოდებაში არსებული მთა რადჰოშტი მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, ქალაქის სამხრეთით მდებარეობს. ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემში პატარა მდინარე ლომნა ერთვის მდინარე ლუბინას.

ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი ისტორიულ წყაროებში პირველად 1382 წელს არის მოხსენიებული. ქალაქი სავარაუდოდ 1293 წლიდან 1316 წლამდე პერიოდში დაარსდა. XVI საუკუნეში ის იყო წარმატებული საბაზრო ქალაქი, განვითარებული ხელოსნობით.[2][3]

ოცდაათწლიანი ომის დროს ქალაქი არაერთხელ დაზიანდა, 1626 წელს ის გადაწვეს. 1646 წელს ფრენშტატი დაიპყრეს შვედეთის იმპერიის ჯარისკაცებმა. XVII საუკუნეში ქალაქის ტერიტორიაზე ვლახები დასახლდნენ. მათი დასახლების შემდეგ ქალაქი გაძლიერდა და ეკონომიკა განვითარდა. 1781 წელს დასახლებას ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[2]

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. ქსოვილების წარმოება მექანიკურიდან ავტომატურ, ქარხნულ წარმოებაზე გადავიდა. დაიწყო საღებავების, წინდების და ხის ავეჯის წარმოება.

1888 წელს ქალაქში გაყვანილმა რკინიგზამ განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა. ქალაქს დღევანდელი სახელწოდება 1921 წელს ეწოდა. განვითარება ყველაზე მნიშვნელოვნად მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა, ის დაიპყრეს ღერძის სახელმწიფოებმა და 1945 წლის 6 მაისამდე მესამე რაიხის მმართველობის ქვეშ იყო.[2][3]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოედანი კარგად შემონახული ისტორიული სახლებით არის გარშემორტყმული. მოედნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ორსართულიანი ნეორენესანსის სტილის მერიაა. იგი იტალიური შთაგონებით 1889–1891 წლებში აშენდა. 1796 წელს აქ აგებული ძველი მერიის ადგილზე. მერიის ინტერიერს რამდენიმე ძვირფასი ქანდაკება ამშვენებს, მათ შორის 1929 წელს მოქანდაკე ალბინ პოლასეკის მიერ შექმნილი სლავთა ღმერთის რადაგასტის ქანდაკება. ეს ქანდაკება თავდაპირველად რადჰოშტის მთაზე იყო განთავსებული.[4]

ადრეული ბაროკოს არქიტექტურის წმინდა მარტინის ეკლესია 1661 წელს აშენდა. წმინდა ბარბარესა და წმინდა იან ნეპომუკისსალოცავები ეკლესიას 1740 წელს დაამატეს.[5]

წმინდა მარტინის ეკლესია
1909 წელს გადაღებული ფრენშტატ-პოდ-რადჰოშტემი

1876 წელს აშენებული ბიჭების საშუალო სკოლა მორავიაში მეორე ჩეხური სკოლა იყო. დღეს შენობა კულტურული ძეგლია და მასში ქალაქის მუზეუმია განთავსებული.[4]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. 1 2 3 Historie města cs. Tourist Information Centre Frenštát pod Radhoštěm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2022-02-14
  3. 1 2 Statut a jméno města cs. Tourist Information Centre Frenštát pod Radhoštěm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2022-02-14
  4. 1 2 Měšťanské domy cs. Tourist Information Centre Frenštát pod Radhoštěm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2022-02-14
  5. ↑ Karta NKP – kostel svatého Martina cs. Město Frenštát pod Radhoštěm. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2022-02-14