ფრენსის ჰოჯსონ ბარნეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის ჰოჯსონ ბარნეტი
ინგლ. Frances Hodgson Burnett
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1849(1849-11-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი მანჩესტერი[15] [6]
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 1924(1924-10-29)[15] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [14] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი Plandome Manor
დასაფლავებულია Roslyn Cemetery[16]
ფსევდონიმი Stephen Townesend[17]
საქმიანობა დრამატურგი, მწერალი[13] [18] [19] , საბავშვო მწერალი[20] , რომანისტი[20] , ნოველისტი და დრამატურგი[13]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[6]
 გაერთიანებული სამეფო
Magnum opus Little Lord Fauntleroy, A Little Princess, საიდუმლო ბაღი, A Lady of Quality, The Making of a Marchioness, Queen Silver-Bell, Racketty-Packetty House, The Shuttle, The Lost Prince და The Head of the House of Coombe
მეუღლე Swan Moses Burnett და Stephen Townesend
ხელმოწერა

ფრენსის ელიზა ჰოჯსონ ბერნეტი (ინგლ. Frances Hodgson Burnett; დ. 24 ნოემბერი, 1849 — გ. 29 ოქტომბერი, 1924) — ბრიტანელი მწერალი და დრამატურგი. ცნობილია ავტორობით რომანებისა: პატარა ლორდ ფაუნტლეროი (გამოქვეყნდა 1885–1886 წლებში), პატარა პრინცესა (1905) და საიდუმლო ბაღი (1911).

ფრენსის ელიზა ჰოჯსონი დაიბადა მანჩესტერში, ინგლისში. 1853 წელს მამამისის გარდაცვალებისას 3 წლის იყო. 1865 წელს მისი ოჯახი ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასახლდნენ ნიუ-მარკეტში, ტენესის შტატში. ფრენსისმა 19 წლის ასაკში დაიწყო სამწერლო კარიერა, ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა ისტორიებს, რათა დახმარებოდა თავის ოჯახს. 1870 წელს გარდაიცვალა დედამისი. 1873 წელს, ქნოქსვილში, ტენესში, ფრენსისი დაქორწინდა სვენ ბარნეტზე, რომელიც მოგვიანებით ექიმი გახდა. მათი პირველი ვაჟი, ლიონელი, დაიბადა 1 წლის შემდეგ. ორი წლის განმავლობაში ბარნეტები ცხოვრობდნენ პარიზში, სადაც დაიბადა წყვილის მეორე ვაჟი, ვივიანი. შემდეგ დაბრუნდნენ შეერთებულ შტატებში და დასახლდნენ ვაშინგტონში, სადაც ბარნეტმა დაიწყო ნოველების წერა. მისი ერთ-ერთი ნოველა, That Lass o'Lowries's-მა დადებითი შეფასებები მიიღო. პატარა ლორდი ფაუნტლეროი გამოქვეყნდა 1886 წელს, ამ წიგნით საბავშვო ლიტერატურის ჟანრში პოპულარობა მოიპოვა.

1880-იანი წლების დასაწყისში მან ინგლისში ხშირი მოგზაურობა დაიწყო, 1890-იანებში ინგლისში სახლში იყიდა, სადაც დაწერა წიგნი, საიდუმლო ბაღი. მისი უფროსი ვაჟი, ლიონელი 1890 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რამაც ფრენსისი დეპრესიაში ჩააგდო. სვენ ბარნეტს დაშორდა 1898 წელს, 1900 წელს დაქორწინდა სტივენ თაუნსენდზე, ისინი განქორწინდნენ 1902 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ დასახლდა ნასაუს ოლქში, ნიუ-იორკში, სადაც 1924 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია როზლინის სასაფლაოზე.

1936 წელს ცენტრალური პარკის კონსერვატორიის ბაღში მემორიალური სკულპტურა დაიდგა მის პატივსაცემად. ქანდაკებაზე ასახულია საიდუმლო ბაღის ორი ცნობილი პერსონაჟი, მერი და დიკონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა მანჩესტერში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ელიზა ჰოჯსონი დაიბადა 141 იორკის ქუჩაზე, ჩიტჰემში, მანჩესტერში 1849 წლის 24 ნოემბერს. ის იყო ედვინ ჰოჯსონის და მისი მეუღლის, ელიზა ბოუნდის მესამე შვილი. ჰოჯსონი ფლობდა ბიზნესს, ყიდდა რკინისა და სპილენძის ნაწარმს. ოჯახი კომფორტულად ცხოვრობდა, ჰყავდათ მსახურები და პირადი ექთანი.[21] ფრენსის ჰყავდა ორი უფროსი ძმა და ორი უმცროსი და.

1852 წელს ისინი გადავიდნენ დაახლოებით ერთი მილის მოშორებით ახლად აშენებულ ტერასაზე, წმინდა ლუკას ეკლესიის მოპირდაპირედ.[22] ერთი წლის შემდეგ, 1853 წლის 1 სექტემბერს, როდესაც დედამისი მეხუთე შვილზე იყო ორსულად, ჰოჯსონი ინსულტით მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. ფრენსისზე ბებია ზრუნავდა, ხოლო ოჯახური საქმეების მართვა დედამ ჩაიბარა. ბებიისგან ისწავლა წიგნების სიყვარული, მისი პირველი წიგნი იყო ყვავილები წიგნი, რომელსაც ჰქონდა ფერადი ილუსტრაციები და პოემები. მათი შემოსავლის გამო, ელიზას მოუწია უარი ეთქვა ოჯახის სახლზე და შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნათესავებთან პენდლეტონში, სალფორდში.

ფრენსისს კარგი ფანტაზია ჰქონდა, ძველ რვეულებში წერდა მოთხრობებს. მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომანი ბიძია ტომის ქოხი. ფრენსისი და მისი და-ძმები სასწავლებლად გაგზავნეს „ახალგაზრდა ქალბატონებისა და ბატონების სასულიერო სემინარიაში“.[23] მას ჰქონდა აქტიური სოციალური ცხოვრება, სიამოვნებდა მეგობრებთან და ბიძაშვილებთან სხვადასხვა მოთხრობების წაკითხვა;[24]

1863 წელს ელიზა ჰოჯსონი იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ბიზნესი და ოჯახი საცხოვრებლად გადაეყვანა შედარებით პატარა სახლში; ელიზას ძმამ, უილიამ ბონდმა თავის დას შესთავაზა რომ ტენესში თავის ოჯახთან ერთად ეცხოვრათ. ერთი წლის შემდეგ მანჩესტერში გადავიდნენ საცხოვრებლად.[25] 1865 წელს შეერთებულ შტატებში იმიგრირდნენ და დასახლდნენ ნოქსვილთან ახლოს.[26]

ტენესში გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ჰოჯსონ ბარნეტი, თარიღი უცნობია (1890–1910)

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, ფრენსის ბიძამ დაკარგა თავისი ბიზნესის დიდი ნაწილი და ვერ შეძლო ახლად ჩამოსული ოჯახის უზრუნველყოფა.[27] ელიზა თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად წავიდა ნიუ მარკეტში, ნოქსვილის გარეთ. მოგვიანებით ისინი გადავიდნენ ნოქსვილში მდებარე სახლში, რომელსაც ფრენსისმა უწოდა „ნოეს კიდობანი“. მათ მოპირდაპირედ ცხოვრობდა ბარნეტების ოჯახი. ფრენსისი დაუმეგობრდა სვენ ბერნეტს, რომელსაც ფრენსისმა გააცნო ისეთი ავტორების წიგნები, როგორებიც არიან ჩარლზ დიკენსი, სერ უოლტერ სკოტი და უილიამ მაიქპეის თეკერეი. მათი გაცნობიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ სვენი გაემგზავრა ოჰაიოში, კოლეჯში სასწავლად.[28]

ფულის საშოვნელად ფრენსისმა წერა დაიწყო. მისი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა Godey's Lady's Book- ში 1868 წელს. მალევე თავის ნაშრომებს რეგულარულად ბეჭდავდა გაზეთებში: Godey's Lady's Book, Scribner's Monthly, Peterson's Magazine და Harper's Bazaar. მას სურდა ოჯახი სიღარიბისგან დაეხსნა, რის გამოც ბევრს მუშაობდა. 18 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა და მის შემდეგ სამწერლო კარიერა არ დაუტოვებია.[29] 1869 წლისთვის, მას საკმარისი ჰქონდა ნაშოვნი იმისთვის, რომ ოჯახი უკეთეს სახლში გადაეყვანა საცხოვრებლად.

დედამისი გარდაიცვალა 1870 წელს და ორ წელიწადში მისი ორი და და ძმაც დაქორწინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სვენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დაქორწინებას არ ჩქარობდა.[30]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან თავისი შემოსავლით შეძლო ინგლისში დაბრუნება, შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც სვენ ბარნეტის ქორწინების შემოთავაზება მიიღო. ისინი დაქორწინდნენ 1873 წლის სექტემბერში. ერთი წლის შემდეგ, 1874 წლის სექტემბერში მათ ეყოლათ პირველი შვილი, ლიონელი. ასევე იმ წელს მან დაიწყო მუშაობა თავის პირველ რომანზე, That Lass o' Lowrie's.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 http://web.archive.org/web/20170324035240/http://jeugdliteratuur.org/auteurs/frances-hodgson-burnett
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 FemBio database
  10. BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 72. — ISBN 978-1-85743-228-2
  15. 15.0 15.1 Бёрнетт Фрэнсис Элиза // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. Find a Grave — 1996.
  17. Czech National Authority Database
  18. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  19. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  20. 20.0 20.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  21. Gerzina 2004, p. 12–13
  22. Thwaite 1991, p. 4
  23. Gerzina 2004, p. 17–18
  24. Thwaite 1991, p. 8
  25. Gerzina 2004, p. 24
  26. Jack Neely, "Frances Hodgson Burnett, the Knoxville Years," Knoxville Mercury, 18 November 2015.
  27. Gerzina 2004, p. 6
  28. Gerzina 2004, p. 27–28
  29. Gerzina 2004, p. 35
  30. Gerzina 2004, p. 39–41