ფრენსის ჰარპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრენსის ჰარპერი
Women of distinction - remarkable in works and invincible in character (1893) (14598047448).jpg
სრული სახელი ფრენსის ელენ უოტკინსი
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1825
დაბადების ადგილი ბალტიმორი, მერილენდი
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1911 (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფილადელფია, პენსილვანია
საქმიანობა ავტორი, რომანისტი[1] , პოეტი[1] , ჟურნალისტი, მწერალი, lecturer[1] , ნოველისტი[1] , ფემინისტი და suffragist[2]
ენა ინგლისური ენა[3]
ეროვნება აფრო-ამერიკელები[2] [4] [5] [6]
მოქალაქეობა აშშ
ჟანრი პოეზია, მოთხრობა, ესე
Magnum opus Iola Leroy[7]
ჯილდოები ოჰაიოს ქალთა დიდების დარბაზი და მერილენდელი ქალების დიდების დარბაზი[8]
ხელმოწერა Signature - Frances E. W. Harper.jpg

ფრენსის ელენ უოტკინს ჰარპერი (დ. 24 სექტემბერი, 1825 — გ. 22 თებერვალი, 1911 — ამერიკელი პოეტი, მწერალი და პედაგოგი, აგრეთვე საზოგადო მოღვაწე, რომელიც მონათა გათავისუფლებისთვის და ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის იბრძოდა. იგი ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომლის წიგნიც აშშ-ში გამოქვეყნდა.

ჰარპერი მერილენდის ქალაქ ბალტიმორში დაიბადა. იგი ლიტერატურულ ასპარეზზე ხანგრძლივი დროის მანძილზე აქტიურად მოღვაწეობა. 20 წლის ასაკში მან პირველი პოეტური კრებული გამოაქვეყნა. კომერციული წარმატება მოიპოვა მისმა 1854 წელს გამოცემულმა პოეტურმა კრებულმა „Poems on Miscellaneous Subjects“, რის შემდეგაც იგი პოლ დუნბარის შემდეგ ყველაზე ცნობილი აფრო-ამერიკელი პოეტი გახდა.[9] ჰარპერის 1859 წლის მოთხრობა „ორი შეთავაზება“ შავკანიანი ქალის მიერ გამოქვეყნებულ პირველ მოთხრობად ითვლება.[9] 1892 წელს გამოიცა მისი რომანი „Iola Leroy“, რომელმაც საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ამის შედეგად იგი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც რომანი გამოაქვეყნა.[10]

1851 წელს ჰარპერი პენსილვანიის განმათავისუფლებელი საზოგადოების კლერკს, უილიამ სტილის, მიწისქვეშა რკინიგზის საშუალებით გაქცეული მონების კანადაში გადაყვანაში ეხმარებოდა. ამ პერიოდში ჰარპერმა მონობის საწინააღმდეგო ლიტერატურის წერა დაიწყო.[9] 1953 წელს იგი ამერიკის მონობის საწინააღმდეგო საზოგადოებას შეუერთდა, რის შემდეგაც პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე გახდა.[9]

ჰარპერი არაერთი პროგრესული ორგანიზაცის დამაარსებელი და მხარდამჭერი იყო. 1886 წელს იგი ქალთა ქრისტიანული თავშეკავების გაერთიანების ფილადელფიისა და პენსილვანიის შავკანიანთა განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.[9] 1896 წელს ჰარპერი ფერადკანიან ქალთა ეროვნული ასოციაციის ერთ-ერთი თანადამაარსებელი იყო. ამ ორგანიზაციაში იგი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა.[9]

ჰარპერი 85 წლის ასაკში 1911 წელს გარდაიცვალა, ცხრა წლით ადრე, სანამ აშშ-ში ქალები ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ.[9]

ადრეული ცხოვრება და საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ელენ უოტკინს ჰარპერის პორტრეტი, 1872 წელი

ფრენსის ელენ უოტკინსი 1825 წელს მერილენდის ქალაქ ბალტიმორში დაიბადა.[11] მისი მშობლები, რომელთა სახელებიც უცნობია, 1828 წელს გარდაიცვალნენ.[11] სამი წლის ასაკში დაობლებული ფრენსისი დედის დამ და მისმა მეუღლემ, ჰენრიეტა და უილიამ უოტკინსებმა, გაზარდეს, რომლებმაც გოგონას თავიანთი გვარი მისცეს.[12]

ფრენსისმა განათლება შავკანიანი ახალგაზრდობის უოტკინსის აკადემიაში მიიღო, რომელიც მისმა ბიძამ 1820 წელს დააარსა.[13] უილიამ უოტკინსი აფრიკის მეთოდისტური ეპისკოპალური ეკლესიის მოძღვარი იყო. მან, როგორც სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა და მონათა გათავისუფლებისთვის მებრძოლმა, ფრენსისის ცხოვრებასა და საქმიანობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.[14][15]

13 წლის ასაკში ფრენსისმა მკერავად დაიწყო მუშაობა. იგი აგრეთვე ძიძად მუშაობდა თეთრკანიანთა ოჯახში, რომელიც წიგნების მაღაზიას ფლობდა.[16] თავისუფალ დროს ფრენსისი წიგნებს კითხულობდა და თავადაც წერდა. 21 წლის ასაკში მან პოეტური კრებული „ტყის ფოთლები“ გამოაქვეყნდა. ეს წიგნი დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა 2010-იან წლებში მერილენდის ისტორიული საზოგადოების სტუდენტმა, ჯოანა ორტნერმა, აღმოაჩინა.[17]

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წელს გამოქვეყნებული ჰარპერის პოეტური კრებული

ჰარპერის სამწერლო კარიერა 1839 წელს დაიწყო, როცა იგი თავის ნაშრომებს მონობის საწინააღმდეგო ჟურნალებში აქვეყნებდა.[18] მისი პირველი პოეტური კრებული „ტყის ფოთლები“ 1845 წელს გამოქვეყნდა. ფართო ცნობადობა მოიპოვა ჰარპერის მომდევნო წიგნმა „ლექსები სხვადასხვა საგნებზე“, რომელიც 1854 წელს გამოიცა და მომდევნო წლებში ახალი ტირაჟით რამდენჯერმე დაიბეჭდა.

1958 წელს ჰარპერმა მონობის საწინააღმდეგო ჟურნალში The Anti-Slavery Bugle ლექსი „დამასაფლავე თავისუფალ მიწაზე“ გამოაქვეყნა, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაშრომი გახდა.[19]

1959 წელს ჟურნალში The Anglo-African Newspaper ჰარპერის მოთხრობა „ორი შეთავაზება“ გამოქვეყნდა, რომელიც აფრო-ამერიკელი ქალის მიერ გამოქვეყნებულ პირველ მოთხრობად ითვლება.[20] იმავე წელს ჟურნალში Anglo-African Magazine დაიბეჭდა ჰარპერის ესე „ჩვენი უდიდესი საწუხარი“, რომელშიც იგი აფრო-ამერიკელთა რელიგიურ შევიწროებას ეგვიპტელთა მონობაში მყოფ ებრაელთა შევიწროებას ადარებს.[21]

1872 წელს ჰარპერმა ანთოლოგია „სამხრეთული ცხოვრების სკეჩები“[22] გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის სამხრეთში თავისი მოგზაურობის გამოცდილება და ახლადგათავისუფლებულ შავკანიანებთან შეხვედრა აღწერა. ამ ლექსებში ჰარერმა როგორც მონობის, ასევე რეკონსტრუქციის პერიოდში, შავკანიან ქალთა ცხოვრების რთული პირობები ასახა.

დიდი ცნობადობით სარგებლობს ჰარპერის 1892 წლის რომანი „Iola Leroy“, რომელშიც მწერალი არაერთ აქტუალურ სოციალურ საკითხს შეეხო, მათ შორისაა ქალთა განათლების უფლება, თეთრკანიანი და შერეული რასის ადამიანების სოციალური დაყოფა, მეტისაცია, მონათა გათავისუფლება, რეკონსტრუქცია, ტოლერანტობა და სოციალური პასუხისმგებლობა.[18]

ფრენსის ჰარპერი 1902 წელს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 490.
  2. 2.0 2.1 https://documents.alexanderstreet.com/c/1007600702
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Phillips G. O. African American Leaders of Maryland: A Portrait GalleryBaltimore: MdHS, 2004. — 155 p. — ISBN 978-0-938420-69-9
  5. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  6. Smith J. C. Notable Black American Women
  7. https://openlibrary.org/works/OL16827973W/Iola_Leroy_or_Shadows_uplifted
  8. https://msa.maryland.gov/msa/educ/exhibits/womenshall/html/whflist.html
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 "One Great Bundle of Humanity": Frances Ellen Watkins Harper (1825-1911)". The Pennsylvania Magazine of History and Biography.
  10. Davis, Elizabeth Lindsay. (1933) Lifting As They Climb, History of the NACW to 1932, 1933.
  11. 11.0 11.1 Frances Ellen Watkins Harper.
  12. Jackson, Tricia Williams (2016). Women in Black History: Stories of Courage, Faith, and Resilience. Revell, გვ. 58–65. 
  13. Bacon, Margaret Hope (1989). „"One Great Bundle of Humanity": Frances Ellen Watkins Harper (1825–1911)“. The Pennsylvania Magazine of History and Biography. 113 (1): 23.
  14. Robbins, Hollis (ed.), "Introduction," Iola Leroy, or, Shadows Uplifted, Penguin Classics, 2010.
  15. Frances Ellen Watkins. University of Minnesota.
  16. Logan, Shirley Wilson. With Pen and Voice: A Critical Anthology of Nineteenth-Century African-American Women. Southern Illinois University Press, 1995.
  17. Ortner, Johanna. (2015) “Lost No More: Recovering Frances Ellen Watkins Harper's Forest Leaves,” Commonplace: The Journal of Early American Life..
  18. 18.0 18.1 Showalter, Elaine (2011). The Vintage Book of American Women Writers. Vintage Books, გვ. 176–183. 
  19. Rumens, Carol. (2017) Poem of the week: Bury Me in a Free Land by Frances EW Harper | Books. The Guardian.
  20. Biography.com Editors. Frances E.W. Harper Biography. A&E Television Networks.
  21. Riggs, Marcia Y. (1997). Can I Get A Witness? Prophetic Religious Voices of African American Women: An Anthology. Orbis Books. 
  22. Sketches of Southern Life