ფრენსის პერკინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის პერკინსი
დაბადების სახელი ფენი კორალი პერკინსი
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1880
ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1965 (85 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი
საქმიანობა ადამიანის უფლებათა დამცველი
მეუღლე(ები) პოლ უილსონი
შვილ(ებ)ი 1

ფრენსის პერკინსი (ინგლ. Frances Perkins; დ. 10 აპრილი, 1880 — გ. 14 მაისი, 1965) — ამერიკელი უფლებების დამცველი, რომელიც მსახურობდა აშშ-ის შრომის მდივნის თანამდებობაზე 1933 წლიდან 1945 წლამდე. იყო პირველი ქალი, რომელიც მუშაობდა პრეზიდენტის კაბინეტში.

მან 1935 წელს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში. გახდა დოკუმენტური ფილმის Summoned-ის (2020) სუბიექტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფენი კორალი პერკინსი დაიბადა ბოსტონში, მასაჩუსეტსში, სიუზან ელა პერკინსის (1849–1927) და ფრედერიკ უილიამ პერკინსის (1844–1916), ბიზნესმენის ოჯახში (მისი ორივე მშობელი წარმოშობით მაინიდან იყო). ფენი პერკინსს ჰყავდა ერთი და, ეთელ პერკინს ჰარინგტონი (1884–1965).[1] მან ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა ვოსტერში, მასაჩუსეტსში. ფრედერიკს, მამამისს უყვარდა ბერძნული ლიტერატურა და თავის შვილსაც შეაყვარა.

სწავლობდა კლასიკურ საშუალო სკოლაში, ვორცესტერში. ბაკალავრის ხარისხი ქიმიასა და ფიზიკაში მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯიდან 1902 წელს მიიღო. მთა ჰოლიოკის კოლეჯში სწავლისას პერკინსმა აღმოაჩინა პროგრესული პოლიტიკა და საარჩევნო უფლებების მოძრაობა.[2] დასახელებული იყო კლასის პრეზიდენტად. მისი ერთ-ერთი პროფესორი იყო ანა მეი სული, რომელმაც სტუდენტებს დაავალა ქარხანაში სამუშაო პირობების შესწავლა;[3] პერკინსზე ანა მეი სულის დავალებამ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია.

ადრეული კარიერა და უწყვეტი განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა მასწავლებლად. 1904 წლიდან 1906 წლამდე ასწავლიდა ქიმიას Ferry Hall School-ში (ახლანდელი Lake Forest Academy).[4] ჩიკაგოში მოხალისედ მუშაობდა დასახლებულ სახლებში, მათ შორის ჰალ ჰაუსში, სადაც მასთან ერთად მუშაობდა ჯეინ ადამსი. 1905 წელს შეუერთდა საეპისკოპოსო ეკლესიას[5] და შეიცვალა საკუთარი სახელი, დაირქვა ფრენსისი.[6] 1907 წელს გადავიდა ფილადელფიაში და ჩაირიცხა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში ეკონომიკის შესასწავლად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალურ მუშაკად.[7] ცოტა ხნის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა გრინვიჩის სოფელში, ნიუ-იორკში, სადაც დაიწყო კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა, ამ პერიოდში ფრენცისი აქტიური გახდა საარჩევნო უფლებების მოძრაობაში. მოძრაობის მხარდასაჭერად ესწრებოდა საპროტესტო აქციებსა და შეხვედრებს. 1910 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტისგან მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკასა და სოციოლოგიაში.[8][9]

1910 წელს როგორც მომხმარებელთა ეროვნული ლიგის ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელმა,[10] შტატში დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი ენერგიულად ლობირებდა უკეთესი სამუშაო საათებისა და სამუშაო პირობებისთვის.[11] ასევე სოციოლოგიის პროფესორი იყო ადელფის კოლეჯში. მომდევნო წელს იგი შეესწრო ტრაგიკულ სამკუთხედი მაისურის ქარხნის ხანძარს, რომელიც გადამწყვეტი მოვლენა აღმოჩნდა მისთვის.[12] ქარხანაში ასობით მუშა იყო დასაქმებული, ძირითადად ახალგაზრდა ქალები, თუმცა აკლდათ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები. როდესაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ბევრმა მუშამ წარუმატებლად სცადა ფანჯრებიდან გაქცევა.[13] პერკინსმა ყოველივეში დასუსტებული კანონმდებლობა დაადანაშაულა.[14]

ამ ხანძრის შემდეგ პერკინსმა დატოვა თანამდებობა მომხმარებელთა ეროვნული ლიგის ნიუ-იორკის ოფისში და, თეოდორ რუზველტის რეკომენდაციით, გახდა ნიუ-იორკის უსაფრთხოების კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი, რომელიც შეიქმნა ხანძრის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.[15] უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობისას, პერკინსმა გამოიკვლია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრიმანის ქარხანის ხანძარი, ბინგჰემტონში, ნიუ-იორკში, რომელშიც 63 ადამიანი დაიღუპა. 1913 წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიუ-იორკის საკანონმდებლო ორგანოში „54-საათიანი“ კანონპროექტის მიღებაში, რომელიც ითვალისწინებდა ქალებისა და ბავშვების სამუშაო საათების შემცირებას.[16]

ქორწინება და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს პერკინსი დაქორწინდა ნიუ-იორკელ ეკონომისტ პოლ კალდველ უილსონზე. მან შეინარჩუნა ქალიშვილობის გვარი, რადგან არ სურდა მის საქმიანობას გავლენა მოეხდინა მისი ქმრის კარიერაზე. წყვილს შეეძინა ქალიშვილი სუსანა, რომელიც დაიბადა 1916 წლის დეკემბერში.[17] ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ უილსონს დაეწყო ფსიქიკური დაავადების ნიშნები. შვილის დაბადების შემდეგ დროებით ჩამოშორდა სოციალურ აქტივობას, თუმცა მისი მეუღლის ავადმყოფობის შემდეგ ოჯახის უზრუნველსაყოფად დაუბრუნდა თავის საქმიანობას.[18] ბიოგრაფი კირსტინ დაუნის თქმით, სუზანას მანიაკალურ-დეპრესიული სიმპტომებიც ჰქონდა.[19][20]

ნიუ-იორკში სამუშაოდ დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს ნიუ-იორკის ახლად არჩეულმა გუბერნატორმა ფრანკლინ რუზველტმა პერკინსი დანიშნა ნიუ-იორკის შტატის სამრეწველო კომისრად.[21] როგორც კომისარი, პერკინსი ზედამხედველობდა სააგენტოს, რომელშიც 1800 თანამშრომელი იყო.

დაიმსახურა სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციის თანამშრომლობა, პერკინსი ხელს უწყობდა ნიუ-იორკის პროგრესული რეფორმების წინა პლანზე წამოწევას. ქალებისთვის სამუშაო კვირის საათები 48 საათამდე დაიყვანა და მხარი დაუჭირა მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის კანონების შემოღებას. ენერგიულად მუშაობდა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ და ქალთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Colman, Penny. A woman unafraid : the achievements of Frances Perkins (1993) online
  • Downey, Kirstin. The Woman Behind the New Deal: The Life of Frances Perkins, FDR's Secretary of Labor and His Moral Conscience, (New York: Nan A. Talese/Doubleday, 2009). ISBN 0-385-51365-8.
  • Keller, Emily. Frances Perkins: First Woman Cabinet Member. (Greensboro: Morgan Reynolds Publishing, 2006). ISBN 9781931798914.
  • Levitt, Tom. The Courage to Meddle: the Belief of Frances Perkins. (London, KDP, 2020). ISBN 9798611873335.
  • Martin, George Whitney. Madam Secretary: Frances Perkins. New York: Houghton Mifflin Co., 1976. ISBN 0-395-24293-2. online.
  • Myers, Elisabeth P. Madam Secretary: Frances Perkins (1972) online
  • Pasachoff, Naomi. Frances Perkins: Champion of the New Deal. New York: Oxford University Press, 1999. ISBN 0-19-512222-4.
  • Pirro, Jeanine Ferris. "Reforming the urban workplace: the legacy of Frances Perkins." Fordham Urban Law Journal (1998): 1423+ online.
  • Prieto, L. C., Phipps, S. T. A., Thompson, L. R. and Smith, X. A. “Schneiderman, Perkins, and the early labor movement”, Journal of Management History (2016), 22#1 pp. 50–72.
  • Severn, Bill. Frances Perkins: A Member of the Cabinet. New York: Hawthorn Books, Inc., 1976. ISBN 0-8015-2816-X. online
  • Williams, Kristin S., and Albert J. Mills. "Frances Perkins: gender, context and history in the neglect of a management theorist". Journal of Management History (2017). 23#1: 23–50. http://dx.doi.org/10.1108/JMH-09-2016-0055

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Graduate of Hull House and Former Associate of Jane Addams, She's a Careful Student of Sociology“. Evening Star. March 5, 1933. p. 9. ISSN 2331-9968. ციტირების თარიღი: December 24, 2018.
  2. Corrigan, Maureen (April 16, 2009). „Frances Perkins, 'The Woman Behind the New Deal'. NPR. ციტირების თარიღი: December 24, 2018.
  3. Annah May Soule Papers დაარქივებული 2019-04-24 საიტზე Wayback Machine. , Mount Holyoke College Archives and Special Collections, South Hadley, MA.
  4. Her Life: The Woman Behind the New Deal. ციტირების თარიღი: December 24, 2018
  5. Kennedy, Susan E. "Perkins, Frances". American National Biography Online. Oxford University Press, Feb. 2000. Web. March 27, 2013.
  6. Collection: Frances Perkins collection | Mount Holyoke and Hampshire College archives.
  7. Frances Perkins (March 22, 2021). ციტირების თარიღი: June 27, 2021
  8. Downey, Kristin. The Woman Behind the New Deal. Anchor Books, 2010, pp. 11, 25.
  9. Blumberg, Barbara. Perkins, Frances. Gale. ციტირების თარიღი: November 29, 2020
  10. Frances Perkins Center | Her Life: The Woman Behind the New Deal en-US. ციტირების თარიღი: 2020-03-26
  11. Frances Perkins papers, 1895–1965. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-15. ციტირების თარიღი: 2022-02-18.
  12. Cornell University – ILR School – The Triangle Factory Fire – Lecture by Frances Perkins. ციტირების თარიღი: 2018-07-31
  13. Frances Perkins. ციტირების თარიღი: December 24, 2018
  14. „Young Woman Expert Probing Fatal Fire“. The Richmond palladium and sun-telegram. August 20, 1913. ISSN 2572-8911. ციტირების თარიღი: December 26, 2018.
  15. „Suffragette News“. The Cairo bulletin. July 29, 1912. p. 2. ISSN 2381-3172. ციტირების თარიღი: December 26, 2018.
  16. Parkhurst, Genevieve (February 19, 1933). „Frances Perkins, Crusader“. Evening Star. p. 3. ISSN 2331-9968. ციტირების თარიღი: December 24, 2018.
  17. Berg, Gordon. (June 1989) Labor Hall of Fame: Frances Perkins and the flowering of economic and social policies. ციტირების თარიღი: December 27, 2018
  18. Karenna Gore Schiff (2005). Lighting the Way: Nine Women Who Changed Modern America. Miramax Books/Hyperion. ISBN 978-1-4013-5218-9. OCLC 62302578. 
  19. Downey, Kirstin. The Woman Behind the New Deal, 2009, p. 380.
  20. Frances Perkins House (U.S. National Park Service). ციტირების თარიღი: 2019-01-05
  21. Our History – New York State Department of Labor დაარქივებული March 12, 2012, საიტზე Wayback Machine. . Labor.ny.gov (March 25, 1911). Retrieved on 2013-08-12.