ფრენსის ვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ფრენსის ვუდი
Frances Wood.jpg
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1883
დაბ. ადგილი ჩელსი, ლონდონი
გარდ. თარიღი 12 ოქტომბერი,1919
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
მუშაობის ადგილი Lister Institute of Preventive Medicine[1] [2] და Board of Trade[1]
ალმა-მატერი Notting Hill and Ealing High School[1] და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[1]
მეუღლე Sydney Wood[1]
ჯილდოები Fellow of the Royal Statistical Society[2] და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი[2]

ფრენსის ვუდი (ინგლ. Frances Wood; დ. 25 დეკემბერი, 1883, ინგლისი, ლონდონი — გ. 12 ოქტომბერი, 1919) — ინგლისელი ქიმიკოსი და სტატისტიკოსი. მისი სახელი მიენიჭა სამეფო სტატისტიკური საზოგადოების მედალსაც.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ვუდ ჩიკი დიდ ოჯახში გაიზარდა, ის იყო მაქმანების დილერის სამუელ ჩიკის და ემა ჰული ჩიკის ქალიშვილი. სამუელ და ემა ჩიკებს თორმეტი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ათი ბავშვობის შემდეგ გადარჩა. ათი შვილიდან შვიდი გოგონა იყო. მის დებს შორის აგრეთვე ცნობილია დიეტოლოგი ჰარიეტ ჩიკი. ფრენსის ვუდ ჩიკი სწავლობდა ნოტინგ ჰილის საშუალო სკოლაში 1897 - 1903 წლებში; შემდეგ მან შეისწავლა ქიმია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში 1904–დან 1908 წლამდე.

1908–1912 წლებში ფრენსის ვუდი მუშაობდა ლისტერის პროფილაქტიკური მედიცინის ინსტიტუტში, როგორც მკვლევარ ქიმიკოსი, მაგრამ ამ პერიოდში მისი ინტერესები შეიცვალა და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით განაგრძო მუშაობა. ფრენსისი 1912 წელს გახდა ლისტერში სასურსათო სამეცნიერო მეცნიერ-თანამშრომელი, 1914 წლის ომისთვის სავაჭრო საბჭოში გადავიდა, მოგვიანებით კი შეიარაღების სამინისტროში მუშაობდა, სწორედ იქ დარჩა 1919 წლის მარტამდე, სანამ თანამდებობას დატოვებდა ორსულობის გამო.

ფრენსის ვუდი დაქორწინდა სიდნეი ვუდზე, საგანმანათლებლო საბჭოს ინსპექტორზე, 1911 წლის ივლისში. მათი ქალიშვილი ბარბარე დაიბადა 1919 წლის სექტემბერში საკეისრო კვეთის შედეგად, მაგრამ ფრენსი გარდაიცვალა ორი კვირის შემდეგ სეფსისით.

წვლილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენსის ვუდის ადრეული ნამუშევრები ქიმიაში მოიცავს პოლიმერიზაციას და დუღილს სერ უილიამ რამსეის და შემდგომ ართურ ჰარდენის ხელმძღვანელობით. ვუდი, როგორც სამედიცინო სტატისტიკოსი საკმაოდ ცნობილია: მან შეადარა სურსათის ფასები ხელფასსა და ქირაზე, სტატისტიკური კორელაციების განზოგადება სიკვდილიანობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე კიბოსა და დიაბეტზე.

მისი ნამუშევრები ომის დროს კვლავ გამოუქვეყნებელი რჩება.

1913 წლებში ლონდონში ხელფასების ტენდენციების შესახებ მისი ერთადერთი ავტორის ნაშრომი წაიკითხეს სამეფო სტატისტიკის საზოგადოების შეხვედრის წინ კერძოდ 1913 წლის 18 ნოემბერს, რომელზეც კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ფრანცის ედგევორდმა. ფრენსის ვუდმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია RSS ჟურნალებში, 1915 წელს მუშა და მაღალი კლასის წარმომადგენლების მიერ საკვების ფასის ცვლილების შესახებ.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუდი გახდა სამეფო სტატისტიკური საზოგადოების სტიპენდიანტი 1913 წელს. აგრეთვე მასვე მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრის სტატუსი 1917 წელს და ოფიცრის წოდება 1918 წელს. მისი გარდაცვალებიდან მალევე საზოგადოებამ მოიძია თანხები ორწლიანი ესეების კონკურსისთვის „მისი მეხსიერება“. 2017 წელს საზოგადოებამ დააარსა ვუდის მედალი, რომელიც გაიცემა მის საპატივსაცემოდ - ეკონომიკური ან სოციალური სტატისტიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]