ფრენსის ბრეტ ჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრენსის ბრეტ ჰარტი
BretHarte-PaintedIn1884ByJohnPettie(1839-1893).jpg
დაბ. თარიღი 25 აგვისტო 1836(1836-08-25)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ოლბანი[1]
გარდ. თარიღი 5 მაისი 1902(1902-05-05)[1] [2] (65 წელი)
გარდ. ადგილი კემბერლი[5]
საქმიანობა პოეტი, მწერალი[5] , ჟურნალისტი, დამკაბადონებელი და დრამატურგი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
Magnum opus The Luck of Roaring Camp, The Outcasts of Poker Flat, Tennessee's Partner და The Idyl of Red Gulch

ფრენსის ბრეტ ჰარტი (ინგლ. Francis Bret Harte; დ. 25 აგვისტო, 1836, ოლბანი — გ. 5 მაისი, 1902, ლონდონი) — ამერიკელი მწერალი. სახელი მოუხვეჭა „კალიფორნიულმა მოთხრობებმა“ (1856-1871). ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში უმთავრესად შევიდა როგორც ნოველისტი. მისი თემატურად მრავალფეროვანი ნოველებისათვის დამახასიათებელია რომანტიკული ეფექტები, ავანტიურული თხრობა, სენტიმენტალიზმი, რეალისტური ხედვა. თუმცა იგი არ ესწრაფვის ფართო სოციალურ განზოგადებას, მაინც აშკარად ჩანს ბურჟუაზიული მორალის მიუღებლობა, ჰუმანური მორალის დამკვიდრების ცდა („ღრიალი ბანაკის იღბალი“, 1870; „როგორ მოვიდა სანტა კლაუსი სიმფსონის ბარში“, 1872 და სხვა). დიდი წარმატება ხვდა წილად მისი მოთხრობების კრებულს „არგონავტების თქმულებები“ (1875). ჰარტს ეკუთვნის აგრეთვე რომანები „გაბრიელ კონროი“ (1876), „კლარენსი“ (1895), ნარკვევები, პაროდიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]