შინაარსზე გადასვლა

ფრენსის ბერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენსის ბერნი
ინგლ. Fanny Burney
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1752(1752-06-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი King's Lynn[9]
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 1840(1840-01-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [10] [7] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
დასაფლავებულია Church of St Swithin, Bath
საქმიანობა მწერალი[11] , რომანისტი[12] , დღიურის ავტორი[12] , ესეისტი, დრამატურგი[13] და ტრაგედიების ავტორი[13]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
ჟანრი მემუარები და ეპისტოლური ლიტერატურა
Magnum opus Evelina, Cecilia, Camilla და The Wanderer
მეუღლე Alexandre Jean-Batiste Piochard[14]
შვილ(ებ)ი Alexander Charles Louis Piochard d'Arblay[14]
ხელმოწერა

ფრენსის ბერნი (ინგლ. Frances Burney), ცნობილია როგორც ფანი ბერნი (ინგლ. Fanny Burney), ქორწინების შემდეგ — მადამ დ’არბლეი (ფრანგ. Madame d’Arblay), დ. 13 ივნისი, 1752, კინგს-ლინი, ნორფოლკი — გ. 6 იანვარი, 1840, ბათი) — ინგლისელი მწერალი.

ფრენსის ბერნი დაიბადა ცნობილი მუსიკის ისტორიკოსის, ორღანისტისა და კომპოზიტორის ჩარლზ ბერნის და ფრანგული წარმოშობისა და კათოლიკე დედის ოჯახში (მისი მამა, ფანის ბაბუა გვარად დიბუა, ინგლისში ფრანგი ემიგრანტი იყო). ათი წლის ასაკში ბერნის დედა გარდაეცვალა. მის დედინაცვალს (მამა ხელახლა დაქორწინდა 1766 წელს) არ უყვარდა ფრენსისი, ისევე როგორც მისი დანარჩენი ხუთი და-ძმა (ფანის უფროსი ძმა ჯეიმსი მოგვიანებით ადმირალი გახდა და თან ახლდა ბოლო ორ მოგზაურობაში ჯეიმზ კუკს). მამა უპირატესობას სხვა ქალიშვილებს ანიჭებდა, ფანიმ, რომელიც მარტო გაიზარდა, გვიან ისწავლა წერა. იგი ძირითადად თვითნასწავლი იყო, ხოლო მისი ორი და სასწავლებლად პარიზში გაგზავნეს. ფანის სკოლა იყო მამის ბიბლიოთეკა, ძირითადად პლუტარქესა და შექსპირის ნაწარმოებები. 16 წლის ასაკში მან დღიურის წერა დაიწყო.

ფრენსის ბერნი ახალგაზრდობიდანვე იყო ლონდონის მაღალი წრის ნაწილი და მუდმივ კონტაქტში იყო სამუელ ჯონსონთან, ედმუნდ ბიორკთან, ჯოშუა რეინოლდზთან და სხვებთან. იგი იყო ქალთა წრის „ლურჯი წინდები“-ს წევრი, სადაც რეგულარულად სტუმრობდნენ მსახიობი დევიდ გარიკი, მწერლები სემუელ რიჩარდსონი, ჯეიმს ბოსველი, ჰორას უოლპოლი, ჯოანა ბეილი, ელიზაბეტ კარტერი და სხვები. 1786 წელს იგი დაინიშნა დედოფალ შარლოტას გარდერობის მეორე მცველად და ამ თანამდებობაზე დარჩა 1790 წლამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან დატოვა თანამდებობა და სამეფო კართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.

1792 წელს იგი შეხვდა ფრანგ გენერალ ალექსანდრ დ'არბლეის, რომელიც ემიგრირებული იყო ინგლისში და დაუახლოვდა ლონდონში ფრანგ ემიგრანტთა წრეს. დ'არბლეიმ ფრენსის ბერნი გააცნო მადამ ანა-ლუიზა გოლშტეინს. 1793 წელს ბერნი და ალექსანდრე დაქორწინდნენ და 1794 წელს მათ შეეძინათ ვაჟი. 1801 წელს გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტმა გამოიძახა და მან ცოლ-შვილი თან წაიყვანა პარიზში. საფრანგეთსა და ინგლისს შორის ომის დაწყების გამო, ოჯახი ათი წლის განმავლობაში (1802-1812) საფრანგეთში იყო ინტერნირებული. სამწუხაროდ ბერნის განუვითარდა სარძევე ჯირკვლის კიბო, ჩაუტარდა რთული ოპერაცია ანესთეზიის გარეშე და ჩვეულებისამებრ ამის შესახებ დეტალური ანგარიში დაწერა. 1815 წელს გენერალი დ’არბლეი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის შემადგენლობაში მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში, რომელმაც დატოვა კუნძული ელბა (ასი დღე) და დაიჭრა. ბერნი, რომელიც გაემგზავრა ლონდონში მამის დასაკრძალად (1814), შეუერთდა ქმარს, რომელიც გამოჯანმრთელდა დაჭრის შემდგომ და 1815 წელს ისინი ერთად დაბრუნდნენ ინგლისში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ (1818) ბერნი აღარ ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. 1832 წელს მან გამოაქვეყნა მამის „მოგონებები“.

ფრენსის ბერნის რომანებმა „ეველინა“ (1778, გამოქვეყნდა ანონიმურად, ხელახლა გამოქვეყნდა 1965 წელს), „სესილია“ (1782), „კამილა“ (1796), მისმა სატირულმა კომედიებმა „სიყვარული და მოდა“ (1799) და სხვებმა, დიდი წარმატება მოიპოვა თანამედროვეებს შორის, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და მის წიგნებს კითხულობდნენ გვირგვინოსნები და სრულიად სასახლის მცხოვრებნი. თუმცა, შთამომავლობისთვის, ფანი ბერნი დარჩა ექსკლუზიურად იმ დღიურების ავტორად, რომელსაც იგი ინახავდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და რომლებიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ. მათ შორისაა „ადრეული დღიურები 1768-1778“ (გამოქვეყნებული 1889), რომელიც ასახავს იმ წლების ბრიტანეთის ლიტერატურულ და სოციალურ ცხოვრებას, და მოგვიანებით „დღიურები და წერილები 1778-1840“ (გამოქვეყნებულია 1842-1846), რომელიც დიდ ადგილს უთმობს სსასახლის ცხოვრების დეტალებს.

ბერნის რომანები წაიკითხა და დააფასა ჯეინ ოსტინმა (მისი მთავარი რომანის სათაური, „სიამაყე და ცრურწმენა“, ციტატატაა ბერნის რომანიდან „სესილია“). მისი დღიურები წყაროდ გამოიყენა ვილიამ თეკერმა ვატერლოოს ბრძოლის აღწერისას რომანში „Vanity Fair.“ ბერნის დღიურებს მაღალი შეფასება მისცა ვირჯინია ვულფმა. მისი, როგორც მწერლის სრული აღიარება მე-20 საუკუნეში მოხდა, როდესაც მას „ინგლისური პროზის დედა“ უწოდეს.

  • Dobson A. Fanny Burney (Madame d’Arblay). New York; London: Macmillan & Co., 1903
  • Tourtellot A.B. Be loved no more; the life and environment of Fanny Burney. Boston: Houghton Mifflin Co., 1938.
  • Hemlow J. The History of Fanny Burney. London: Oxford UP, 1958
  • White E. Fanny Burney, novelist; a study in technique: Evelina, Cecilia, Camilla, The wanderer. Hamden: Shoe String Press, 1960
  • Gérin W. The young Fanny Burney. London; New York: T. Nelson, 1961
  • Adelstein M.E. Fanny Burney. New York: Twayne Publishers Inc., 1968
  • Meyer Spacks P.A. Imagining a self: autobiography and novel in eighteenth-century England. Cambridge: Harvard University Press, 1976
  • Devlin D.D. The Novels and Journals of Frances Burney. Hampshire: Macmillan Press Ltd., 1987
  • Doody M.A. Frances Burney: The Life in The Works. New Jersey: Rutgers UP, 1988.
  • Bloom H. Fanny Burney’s Evelina. New York: Chelsea House, 1988
  • Epstein J. The Iron Pen: Frances Burney and the Politics of Women’s Writing. Wisconsin: University of Wisconsin Press, 1989.
  • Simons J. Diaries and Journals of Literary Women from Fanny Burney to Virginia Woolfe. Hampshire: Macmillan Press Ltd., 1990
  • Harman C. Fanny Burney: a biography. New York: Alfred A. Knopf, 2001
  • Rizzo B.W. The early journals and letters of Fanny Burney. Montréal; London: McGill-Queen’s UP, 2002
  • Nicolson N. Fanny Burney: the mother of English fiction. London: Short Books, 2002.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 72. — ISBN 978-1-85743-228-2
  8. Swartz A. Open Library — 2007.
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #118638106 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Národní autority České republiky
  11. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  12. 12.0 12.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 159.
  13. 13.0 13.1 https://core.ac.uk/download/pdf/235888197.pdf
  14. 14.0 14.1 Kindred Britain