ფრენკ ნორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბენჯამინ ფრანკლინ ნორისი
Frank Norris.jpg
დაბადების თარიღი 5 მარტი 1870(1870-03-05)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[6]
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი 1902(1902-10-25)[1] [2] [3] [4] [5] (32 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-ფრანცისკო[6]
დასაფლავებულია მაუნდ-ვიუს სასაფლაო
ფსევდონიმი Justin Sturgis
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა[7]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი
Magnum opus McTeague და The Octopus: A Story of California
მეუღლე ჟანეტ ბლეკი

ბენჯამინ ფრანკლინ ნორისი (ინგლ. Benjamin Franklin Norris, Jr.; დ. 5 მარტი, 1870 — გ. 25 ოქტომბერი, 1902) — „პროგრესული ხანის“ ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი, ვინც ამერიკულ ლიტერატურაში ფრანგული ნატურალიზმი შეიტანა. მას ლიტერატურული წარმატება რომანებმა McTeague (1899), Octopus: A California Story (1901) და The Pitt (1903) მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ნორისი არ იყო სოციალიზმის, როგორც პოლიტიკური სისტემის მხარდამჭერი, მისი თხზულებებს სოციალისტური მიმართულება ახასიათებთ იყო და ისინი შთააგონებას იწვევდნენ ბევრ პროგრესულ მწერალში, მაგალითად, ეპტონ სინკლერში. დარვინისა და სპენსერის ევოლუციის თეორიებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მწერლის შემოქმედებაზე. კერძოდ, დარვინის ფილოსოფიის ოპტიმისტურმა ხაზმა, რომელსაც ის ჯოზეფ ლეკონტესგან სწავლობდა ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში ყოფნის დროს. იგი გარდაიცვალა პერიტონიტით, 32 წლის ასაკში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენკ ნორისი დაიბადა ჩიკაგოში (ილინოისი) 1870 წელს, კერძო მეწარმე ბენჯამინ ნორისისა და გერტრუდ ნორისის ოჯახში, რომელიც სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა. 1884 წელს ნორისების ოჯახი საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც ბენჯამინ ნორისმა უძრავი ქონება ბიზნესი წამოიწყო. 1887 წელს, ძმის გარდაცვალების და ლონდონში მოკლე და წარუმატებელი მოგზაურობის შემდეგ, 17 წლის ნორისი პარიზში პრესტიჟულ ჟულიანის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ფერწერას. ოჯახი მასთან დაახლოებით ერთი წლით იმყოფებოდა, რის შემდეგაც ნორისის მშობლები ამერიკაში დაბრუნდნენ. ახალგაზრდა ფრენკი მარტო დარჩა მანამ, სანამ მამამ არ აღმოაჩინა, რომ ფერწერის ნაცვლად, ფრენკი შუასაუკუნეების რაინდებზე ზღაპრების წერით იყო დაკავებული და არ მოითხოვდა შვილის სახლში დაბრუნებას.

1890 წელს ფრენკ ნორისი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც მამის დაჟინებული მოთხოვნით სწავლობდა 1894 წლამდე. ამ წლებში ნორისს იტაცებდა დარვინის ევოლუციური თეორია, რაც შემდეგ მის ნამუშევრებში გამოიკვეთა. 1892 წლის დასაწყისში მან გამოაქვეყნა რომანტიკული პოემა Yvernell, A Tale of Feudal France. ბერკლში მუშაობის დროს ნორისმა გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა ბერკლის სტუდენტურ გამოცემაში და ჟურნალში The Wave.

მშობლების განქორწინების შემდეგ, ის აღარ გრძნობდა თავს დავალებულად მამის საქმიანობა გაეგრძელებინა და დიპლომის მიღების გარეშე, ფრენკმა დატოვა კალიფორნიის უნივერსიტეტი და 1895 წელს მწერლობის შესასწავლად ჩაირიცხა ჰარვარდში. ჰარვარდის უნივერსიტეტში მასზე დიდი გავლენა ლუის ედვარდ გეიტსმა მოახდინა, რომელიც მას ინგლისურ ლიტერატურას ასწავლიდა. სწორედ ამ წლებში, მისი ლექტორის გავლენით ნორისი ფრანგი მწერლების შემოქმედებას ეცნობოდა, კერძოდ ზოლას და ფლობერის ნაწარმოებებს. ჰარვარდში იგი წერს რომანს ზოლას გავლენით Vandover and the Brute ადამიანის სულიერი გაღარიბების შესახებ და განაგრძობს მუშაობას McTeague-ზე, რომელიც მოგვიანებით კალიფორნიაში დაასრულა

1894-1896 წლებში იგი „სან-ფრანცისკო ქრონიქსის“ კორესპონდენტი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, და 1896 -1897 წლებში მუშაობდა სარედაქციო ასისტენტად, აქვეყნებდა ყოველკვირეული რუბრიკას სახელწოდებით „ქუჩის პატარა დრამები“ ჟურნალში „The San Francisco Wave“. 1909 წელს ეს ესეები და მოთხრობები გამოიცა ცალკე წიგნად, სახელწოდებით „მესამე წრე“ (ინგლ. The Third Circle). მოთხრობა Moran of the Lady Letty რომელიც 1898 წელს გამოსცა Doubleday & McClure-მა და ნორისი მიიწვიეს სამუშაოდ გამომცემლობის ნიუ იორკის ფილიალში. 1898 წელს ნორისი მუშაობდა კუბაში, როგორც McClure's Magazineის კორესპონდენტი, ესპანეთ-ამერიკის ომის ამსახველი. 1899 წელს გამოაქვეყნა რომანები McTeague და Blix. საგამომცემლო კონსულტანტად მუშაობისას მან რეკომენდაცია მისცა თეოდორ დრაიზერის რომანს „დაიკო კერი“.

1899 წელს ნორისს გაუჩნდა ეპიკური ტრილოგიის შექმნის იდეა ამერიკის ცივილიზაციის ისტორიის თანამედროვე ეტაპზე, სადაც ცენტრალური „პერსონაჟი“ იქნებოდა ხორბალი, რომელიც განასახიერებს ბუნების ძალებს. 1900 წელს ფრენკ ნორისი დაქორწინდა ჟანეტ ბლეკზე. 1901 წელს მათ შეეძინათ შვილი. ნორისი ჩიკაგოს სავაჭრო საბჭოში აქვეყნებს რომანების სერიას სპეკულაციების შესახებ — The Octopus (1901), The Pit: A Story of Chicago (1903). 1902 წლის წლის 25 ოქტომბერს სან ფრანცისკოში ნორისის აპენდიციტით გამოწვეულმა სიკვდილმა ხელი შეუშალა რომანის The Wolf და ამერიკის სამოქალაქო ომის შესახებ ტრილოგიის შემდეგი ნაწილის გამოსვლას.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1892). Yvernelle. Philadelphia: J.B. Lippincott Company.
  • (1898). Moran of the "Lady Letty": A Story of Adventure Off the California Coast. New York: Doubleday & McClure Co.
  • (1899). McTeague: A Story of San Francisco. New York: Doubleday & McClure Co.
  • (1899). Blix. New York: Doubleday & McClure Co.
  • (1900). A Man's Woman. New York: Doubleday & McClure Co.
  • (1901). The Octopus: A Story of California. New York: Doubleday, Page & Co.
  • (1903). The Pit: A Story of Chicago. New York: Doubleday, Page & Co.
  • (1903). A Deal in Wheat and Other Stories of the New and Old West. New York: Doubleday, Page & Company.
  • (1906). The Joyous Miracle. New York: Doubleday, Page & Company.
  • (1909). The Third Circle. New York: John Lane Company.
  • (1914). Vandover and the Brute. New York: Doubleday, Page & Company.
  • (1931). Frank Norris of "The Wave." Stories & Sketches From the San Francisco Weekly, 1893 to 1897. San Francisco: The Westgate Press.
  • (1998). The Best Short Stories of Frank Norris. New York: Ironweed Press Inc.

მოთხრობები

  • (1907). "A Lost Story." In: The Spinners' Book of Fiction. San Francisco and New York: Paul Elder and Company.
  • (1909). "The Passing of Cock-Eye Blacklock." In: California Story Book. San Francisco: Pub. by the English Club of the University of California.
  • (1910). "San Francisco's Old Chinatown." In: Pathway to Western Literature. Stockton, Cal.: Nettie E. Gaines.

არამხატვრული ლიტერატურა

  • (1898). The Surrender of Santiago. Unknown
  • (1903). The Responsibilities of the Novelist. New York: Doubleday, Page & Company.
  • (1986). Frank Norris: Collected Letters. San Francisco: The Book Club of California.
  • (1996). The Apprenticeship Writings of Frank Norris 1896–1898. Philadelphia: American Philosophical Society.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობამ „გარიგება ხორბალთან“ (1903) და რომანმა „The Pit“ საფუძველი ჩაუყარეს 1909 წლის გრიფიტის ფილმს სახელწოდებით A Corner in Wheat. რომანი McTeague-ის ეკრანიზაცია რამდენჯერმე შედგა, ყველაზე ცნობილი კინოადაპტაციაა ერიხ ფონ სტროჰაიმის მიერ გადაღებული Greed (1924), რომელიც დღეს მუნჯი კინოს კლასიკად ითვლება.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]