ფრენკ დილეინი
ფრენკ დილეინი | |
---|---|
![]() ფრენკ დილეინი 2017 წელს | |
დაბადების თარიღი |
21 აპრილი, 1991 ლონდონი, ინგლისი |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1997-დღემდე |
ფრენკ დილეინი (დ. 21 აპრილი, 1991)[1] — ინგლისელი მსახიობი. იგი ცნობილია როლებით, როგორიცაა ნიკ კლარკი სერიალში „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“ (2015-2018) და 16 წლის ტომ რიდლის როლით ფილმში: „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ (2009). ასევე მან ითამაშა ჰენრი კოფინის როლი ფილმში „ზღვის გულში“ (2015). დილეინი პერიოდულად ჩნდება 2022 წლის გოთიკურ რომანტიკულ მინი-სერიალში „ესექსის გველი“.
ადრეული ცხოვრება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დილეინი დაიბადა ლონდონში, ინგლისში. მისი მამა არის მსახიობი სტივენ დილეინი. მისი ბაბუა მამის მხრიდან დაიბადა ავსტრალიაში ირლანდიელი მშობლების ოჯახში. მისი დედა, ნაომი ვირთნერი, არის ინგლისელი და აფრო-იამაიკელი; ის ხელმძღვანელობს თეატრალურ კომპანიას სახელწოდებით „The Barebones Project“[2]. ბავშვობის ნაწილი მან გაატარა ბრიქსტონში, სანამ გადავიდოდა ფორესტ როუში, აღმოსავლეთ სასექსში. A-level გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დილეინი ჩაირიცხა სამეფო დრამატული ხელოვნების აკადემიაში (RADA) და 2013 წელს დაამთავრა ბაკალავრის ხარისხით მსახიობობის განხრით.[3]
სამსახიობო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დილეინი მონაწილეობას იღებდა კინოში, სცენაზე და ტელევიზიაში. მან კინოდებიუტი გააკეთა მამამისის გვერდით, როგორც მეორეხარისხოვანმა მსახიობმა ფილმში „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაევოში" (1997), როდესაც ის ექვსი წლის იყო. ის უფრო მეტად ცნობილი გახდა, როდესაც განასახიერა ტომ რიდლი (ახალგაზრდა ლორდი ვოლდემორტი) ფილმში „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი" (2009).[4]
დილეინმა ითამაშა ჯეიმს პაპადოპულოსის როლი ფილმში „პაპადოპულოსი და შვილები" (რეჟისორი მარკუს მარკუ) 2011 წელს. მას შემდეგ, რაც დილეინი აიყვანეს როლზე, მისმა მამამ გადაწყვიტა შეეცვალა საკუთარი გადაღების განრიგი, რათა ეთამაშა ჰარი პაპადოპულოსის (ჯეიმსის მამის) როლი.[5]
2013 წლის ივლისში დილეინმა ითამაშა „კანდიდაში" თეატრ როიალში, ბათში, სიმონ გოდვინის რეჟისორობით. 2014 წელს მან შეასრულა კეისის როლი ფილმში „ვიენა და ფანტომები", რეჟისორ ხერარდო ნარანხოს მიერ; ფილმში ასევე მონაწილეობდა დაკოტა ფანინგი. ასევე 2014 წელს ის შეირჩა პიტერ გოლდსუორთის ბესტსელერი რომანის „მაესტროს" ადაპტაციაში, რომლის რეჟისორიც უნდა ყოფილიყო კეთრინ ჯარვისი.[6]
დილეინმა მთავარი როლი შეასრულა როგორც ნიკ კლარკმა, საშინელებათა დრამატულ სერიალში „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების" მისი დებიუტიდან 2015 წელს მეოთხე სეზონამდე. 2016 წელს ის დასახელდა სატურნის პრემიაზე საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის კატეგორიაში.[7] [8]
მან ითამაშა ოუენ კოფინის როლი ფილმში „ზღვის გულში" (2015). ეს სათავგადასავლო-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორიც არის რონ ჰოვარდი, ეფუძნება ნათანიელ ფილბრიკის იმავე სახელწოდების არამხატვრულ წიგნს ამერიკული ვეშაპსანადირო გემის „ესექსის“ ჩაძირვის შესახებ 1820 წელს, მოვლენა, რომელზეც შთაგონებულია რომანი „მობი დიკი".
დილეინმა განასახიერა შაგსი Netflix-ის სერიალში „აზრი8", რომლის რეჟისორებიც იყვნენ ვაჩოვსკები.
ის მონაწილეობდა ბინი ფელდშტეინთან და ალფი ალენთან ერთად ფილმში „როგორ შევქმნათ გოგონა" (2019), რომლის რეჟისორიც იყო კოკი გიედროიცი.[9]
2024 წელს დილეინმა მთავარი როლი შეასრულა ITV-ის სერიალურ დრამაში „ჯოან" როგორც ბუაზი ჰანინგტონმა, სოფი ტერნერთან ერთად, რომელმაც შეასრულა მთავარი როლი ბრილიანტების ქურდის ჯოან ჰანინგტონის სახით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Next Gen Fall TV: 10 Stars Poised forBreakouts
- ↑ African Gothic
- ↑ 11 Things to Know About 'Fear the Walking Dead' Breakout Star Frank Dillane
- ↑ Life after Harry Potter: Where are the graduates of Hogwarts now?
- ↑ The Dillanes: Papadopoulos & Sons teasers
- ↑ BERLIN: Bow Films Taps Frank Dillane To Topline Jarvis’ ‘Maestro’
- ↑ ‘Star Wars: The Force Awakens’ Leads Saturn Awards Nominees
- ↑ ‘Star Wars,’ ‘Mad Max,’ ‘Walking Dead’ Lead Saturn Awards Nominations
- ↑ Beanie Feldstein Comedy ‘How To Build A Girl’ Adds Cast, Lionsgate With Shoot Under Way