ფრენის ჩამწერი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ფრენის ჩამწერი}} |
ფრენის ჩამწერი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავშია მოთავსებული საავიაციო ავარიებისა და ინციდენტების გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. მას ხშირად "შავი ყუთი" ეწოდება, თუმცა ეს ტერმინი მოძველებულია, რადგან დღესდღეობით, ეს მოწყობილობები კაშკაშა ნარინჯისფრად არის შეღებილი, რათა მათი პოვნა ავარიის შემდეგ გამარტივდეს. მოწყობილობა საფრენის კუდშია მოთავსებული, რადგან მანდ გადარჩენის მეტი შანსი აქვს.
ფრენის ჩამწერი მოწყობილობების ორი ტიპი არსებობს: ფრენის მონაცემთა ჩამწერი (FDR), რომელიც ინახავს ფრენის უახლეს ისტორიას, წამში რამდენჯერმე შეგროვებული ათობით პარამეტრის ჩაწერით; და კაბინის ხმის ჩამწერი (CVR), რომელიც ინახავს კაბინაში არსებული ხმების უახლეს ისტორიას, მათ შორის პილოტების საუბრებს. ეს ორი მოწყობილობა შეიძლება ერთიან ერთეულში გაერთიანდეს. FDR და CVR ერთად ობიექტურად აღრიცხავენ თვითმფრინავის ფრენის ისტორიას, რაც შემდგომ გამოძიებას ხელს უწყობს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეგულაციები, ფრენის ჩამწერების მწარმოებლებს ავალდებულებს, გაუძლნ მძიმე ავარიულ პირობებს, რაც შეიძლება, რომ ფრენის დროს წარმოიქმნას. EUROCAE ED-112 სტანდარტების მიხედვით, ისინი უნდა უძლებდნენ 3400 ჯი გადატვირთვებს და 1,000 °C (1,830 °F)-ზე მეტ ტემპერატურას. შეერთებულ შტატებში ამ მოწყობილობების გამოყენება 1967 წლიდან არის სავალდებულო. 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების, ფრენა 370-ის დაკარგვის შემდეგ, კომენტატორებმა მოითხოვეს მონაცემების მიწაზე გადაცემა და ასევე წყალქვეშა ლოკატორის ბატარეის გახანგძლივება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული დიზაინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დადასტურებული ფრენის ჩამწერის შექმნის მცდელობა განხორციელდა 1939 წელს საფრანგეთში, ფრანსუა ჰუსენოსა და პოლ ბოდუენის მიერ, ფრენის ტესტირების ცენტრში. მათ მიერ შემუშავებული "HB ფრენის ჩამწერი" იყო ფოტოგრაფიაზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელიც ჩანაწერებს აკეთებდა 8 მეტრი (8.7 იარდი) სიგრძის და 88 მილიმეტრი (0.289 ფუტი) სიგანის ფოტოფილმზე. მონაცემების (მაგალითად, სიმაღლე, სიჩქარე) ჩასაწერად გამოყენებული იყო სინათლის წვრილი გამოსხივება, რომელიც დახრილი სარკის საშუალებით მონაცემთა სიდიდის მიხედვით აღბეჭდავდა ფირზე გამოსახულებას. 1941 წელს შეუკვეთეს 25 "HB" ჩამწერის პროტოტიპი, რომელსაც 1970-იან წლებამდე ტესტირების ცენტრებში იყენებდნენ.[1]
ტერმინოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „შავი ყუთი“ წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში, როცა მას იყენებდნენ საიდუმლო რადიო, რადარის და სანავიგაციო მოწყობილობებისთვის, რომლებიც მოთავსებული იყო შავ, არაამრეკლავ ყუთებში. ეს ტერმინი პირველად გამოჩნდა 1945 წლის მაისის სტატიაში, სადაც აღწერილია RAF-ის რადარის გამოყენება სამოქალაქო თვითმფრინავებზე.[2] (ტერმინი „ შავი ყუთი “ სხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება მეცნიერებასა და ინჟინერიაში, რომლითაც აღინიშნება მოწყობილობა, სისტემა ან ობიექტი, რომელიც აღქმულია მასში შემავალი (საწყისი) და გამომავალი (გადამუშავებული) ინფორმაციის ჭრილში.)
კომპონენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრენის მონაცემების ჩამწერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრენის მონაცემთა ჩამწერი (FDR; ასევე ცნობილია როგორც ADR, ავარიის მონაცემთა ჩამწერი) არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავში ელექტრონული სისტემებისთვის გაგზავნილი ინსტრუქციების ჩასაწერად.
FDR-ის მონაცემები გამოიყენება ავარიებისა და ინციდენტების გამოძიებისთვის. ეს მოწყობილობები შექმნილია, რომ გაუძლოს მაღალსიჩქარიან ზემოქმედებასა და ინტენსიურ სიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად „შავ ყუთად“ მოიხსენიებენ, FDR დაფარულია კაშკაშა ნარინჯისფერი საღებავით, რათა ნამსხვრევებში ადვილად შესამჩნევი იყოს. მოწყობილობა, როგორც წესი, თვითმფრინავის კუდის ნაწილშია დამონტაჟებული. ავარიის შემდეგ, FDR-ის პოვნა მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან სწორედ მასზე არსებული ინფორმაციით ხდება გამომწვევი მიზეზების დადგენა.
თანამედროვე FDR-ები იწერენ მნიშვნელოვან ფრენის პარამეტრებს, როგორიცაა მართვის პოზიციები, ძრავის მონაცემები და დრო. რეგულაციების მიხედვით, სავალდებულოა მინიმუმ 88 პარამეტრის ჩაწერა, თუმცა ზოგიერთი სისტემა უფრო მეტ ცვლადს აკონტროლებს. მონაცემები, როგორც წესი, იწერება წამში რამდენჯერმე, ხოლო სწრაფი ცვლილებების შემთხვევაში, ზოგიერთი სისტემა უფრო მაღალი სიხშირით ინახავს მონაცემებს. FDR-ები ჩვეულებრივ 17-25 საათის მონაცემებს უწყვეტ რეჟიმში ინახავენ. სავალდებულოა FDR-ის ყოველწლიური შემოწმება, რათა დადგინდეს, რომ ყველა საჭირო პარამეტრი სწორად იწერება. ბევრი თვითმფრინავი აღჭურვილია „Event“ ღილაკით, რომლითაც ეკიპაჟი პრობლემის შემთხვევაში სიგნალს ამატებს ჩანაწერში. [3]
თანამედროვე FDR-ები, როგორც წესი, ორმაგად არის შეფუთული მტკიცე, კოროზიისადმი მდგრადი უჟანგავი ფოლადით ან ტიტანით, შიგნით კი გააჩნია მაღალტემპერატურული იზოლაცია. ისინი აღჭურვილია წყალქვეშა გადამცემი ლოკატორი, რომელიც ულტრაბგერით „პინგს“ გამოსცემს, რათა ჩაძირვის შემთხვევაში მისი პოვნა გაადვილდეს. ლოკატორი მუშაობს 30 დღის განმავლობაში და ფუნქციონირებს 6,000 მეტრის სიღრმემდე.[4][5]
კაბინაში ხმის ჩამწერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაბინაში ხმის ჩამწერი (CVR) გამოიყენება საფრენი აპარატის კაბინაში, იყენებს სამ მიკროფონს: ერთი იწერს მფრინავის და ავიამეთვალყურის შორის კომუნიკაციას, მეორე პილოტებს შორის საუბარს და მესამე კაბინის ხმებს.
2021 წელს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ჩაწერის ხანგრძლივობა 25 საათამდე გაზარდა, ხოლო 2023 წელს FAA-მ დააინიცირა, რომ 25-საათიანი ჩაწერის მოთხოვნა გავრცელდეს ყველა მოწყობილობაზე და არა მხოლოდ ახლად წარმოებულებზე.
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრენის ჩამწერი“ ვიკისაწყობში.
- Cockpit Voice Recorder Database
- 'The ARL 'Black Box' Flight Recorder': Melbourne University history honors thesis on the development of the first cockpit voice recorder by David Warren
- Finnish Mata-Hari Flight Recorder in Museums of Tampere City
- "Beyond the Black Box: Instead of storing flight data on board, aircraft could easily send the information in real time to the ground", by Krishna M. Kavi, IEEE Spectrum, August 2010
- A crash course in transportation safety. ციტირების თარიღი: April 7, 2014
- David Warren interview transcript 2002, ABC TV (Australia)
- David Warren interview transcript 2003, ABC TV (Australia)
- etep, Flight Recorder designer
- Heavy Vehicle EDR დაარქივებული February 8, 2011, საიტზე Wayback Machine. information site for black box technology
- IRIG 106 Chapter 10: Flight data recorder digital recorder standard
- Public domain photos of recorders
- Popular Mechanics, March 19, 2008
- "His Crashes Helped Make Ours Less Dangerous"
- First modern flight recorder "Mata Hari" at display in Tampere Vapriikki Museum Centre.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Black Box History, May 22, 2020, https://www.nativekhabar.com/india/black-box-plane-flight-data-recorder-aeroplane/5731. წაკითხვის თარიღი: May 22, 2020 დაარქივებული January 25, 2022[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Flight, 'Radar for Airlines' (May 2, 1945). ციტირების თარიღი: February 13, 2019
- ↑ Aircraft Electronics + Electrical Systems: Flight data and cockpit voice recorders. A Measurement-Testing network. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2018. ციტირების თარიღი: March 27, 2019
- ↑ FLIGHT DATA RECORDER OSA - TM-1-1510-225-10_280. ციტირების თარიღი: August 29, 2021
- ↑ SSFDR Solid State Flight Data Recorder, ARINC 747 - TSO C 124 - ED 55.