მფრინავი თევზისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრენია თევზები)
მფრინავი თევზისებრნი
Cheilopogon melanurus
Cheilopogon melanurus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სარღანისნაირნი
ოჯახი:  მფრინავი თევზისებრნი
ლათინური სახელი
Exocoetidae

მფრინავი თევზისებრნი (ლათ. Exocoetidae) — თევზების ოჯახი სარღანისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვთ ძალიან გრძელი და ფართო მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მ-მდე აფრენა და 100 მ-ზე გადაფრენა. ეს ფარფლები წონასწორობის ფუნქციასაც ასრულებენ. წყალში მოძრაობის ორგანოა კუდის ფარფლი, რომლის ქვედა ლაპოტი ზედაზე გრძელია.

ოჯახში 6 გვარის 60 სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. პეტრე დიდის ყურეში, სადაც ზაფხულში ზოგჯერ გვხვდება იაპონური მფრინავი თევზისებრნი (Cheilopogon heterurus) და ჩვეულებრივი გრძელფარფლა (Exocoetus volitans). იკვებებიან წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით. მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ძირითადად იაპონიაში იჭერენ.

2008 წლის მაისში იაპონურმა ტელევიზია (NHK)-მ გადაიღო დოკუმენთური ფილმი მფრინავ თევზისებრებზე კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს. ამ სახეობის თევზმა იფრინა 45 [1] წამი წინა რეკორდი კი შეადგენდა 42 წამს. ამ თევზთა ზოგიერთ სახეობას კილომეტრიც გადაუფრენია. ამ თევზებს შეუძლიათ გადაიფრინონ 400 მეტრზე მეტიც.[2] ფრენის სიჩქარე შეიძლება აღემატებოდეს 70კმ/სთ-ს.[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Fast flying fish glides by ferry“. BBC News. May 20, 2008. ციტირების თარიღი: May 20, 2008.
  2. Flying Fish, Exocoetidae დაარქივებული 2010-02-04 საიტზე Wayback Machine. National Geographic. Retrieved 10 August 2014.
  3. Flying Fish, Exocoetidae დაარქივებული 2010-02-04 საიტზე Wayback Machine. National Geographic. Retrieved 10 August 2014.