ფრედი ფრენსისი
ფრედი ფრენსისი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფრედერიკ უილიამ ფრენსისი |
დაბადების თარიღი |
22 დეკემბერი, 1917 იზლინგტონი, მიდლსექსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
17 მარტი, 2007 (89 წლის) იზლვორტი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | კინოოპერატორი, რეჟისორი |
აქტიური | 1937-1999 |
მეუღლე(ები) |
გლედის დორელი (1940-1961) პამელა მენი (1963-2007, ფრენსისის სიკვდილამდე) |
ფრედერიკ უილიამ ფრენსისი (ინგლ. Frederick William Francis; დ. 22 დეკემბერი, 1917, იზლინგტონი, მიდლსექსი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო — 17 მარტი, 2007, იზლვორტი, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი კინოოპერატორი და რეჟისორი.
1956 წელს იგი ჯულიან ამიესის ფილმის ოპერატორი იყო, სახელწოდებით „ბორცვი კორეაში“. ამის შემდეგ იგი მალევე ბრიტანელ კინოოპერატორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მას უმუშავია ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: „ზედა ოთახი“ (1959, რეჟ. ჯეკ კლეიტონი) და „შაბათი ღამე და კვირა დილა“ (1960, რეჟ. კარელ რეიცი). [1]
ფილმებისთვის „ვაჟები და საყვარლები“ (1960, რეჟ. ჯეკ კარდიფი) და „დიდება“ (1989, რეჟ. ედვარდ ცვიკი) მას „ოსკარის“ ორი ჯილდო აქვს მოპოვებული საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედერიკ უილიამ ფრენსისი იზლინგტონში დაიბადა. იგი ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა და თავდაპირველად ინჟინრობა სურდა. 16 წლის ასაკში, ფოტოგრაფიითა და კინოთი გატაცების გამო, მან სკოლა მიატოვა, რის შემდეგაც ფოტოგრაფ ლუის პროტეროს მოსწავლე გახდა. ფრენსისი მასთან ექვსი თვის განმავლობაში დარჩა.
1939 წელს ფრენსისი ბრიტანეთის არმიას შეუერთდა, სადაც ექვსი წელი გაატარა. არმიიდან დაბრუნების შემდეგ იგი 10 წლის განმავლობაში კინოოპერატორად მუშაობდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის, როგორც კინოოპერატორის, ადრეულ კარიერას განეკუთვნება ფილმები: „ჰოფმანის ზღაპრები“ (1951), „ეშმაკის დამარცხება“ (1953) და „მობი დიკი“ (1956). ფრენსისს ხშირად ჰქონდა კოლაბორაციები ისეთ კინოოპერატორებთან, როგორებიც არიან კრისტოფერ მორისი (ცხრა ფილმი) და ოსვალდ მორისი (ხუთი ფილმი).
ფრენსისმა 1960 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „ვაჟები და საყვარლები“ (რეჟ. ჯეკ კარდიფი), „ოსკარის“ ჯილდო მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. 1961 წელს იყო კინოოპერატორი ფილმისა „უმანკოები“, რის შემდეგაც, 1962 წელს, მან თავისი სარეჟისორო დებიუტი, კომედიური ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „ორს მივუმატოთ ორი უდრის ექვსს“. ფილმის შესახებ ფრენსისი ბერი კინგთან ინტერვიუში ამბობს: „...ეს არ იყო ის ფილმი, რისი გადაღებაც მინდოდა. ვეცადე, სცენარი შემეცვალა, მაგრამ უფლება არ მქონდა. ჯორჯ ჩეკირისი დიდებული მოცეკვავე იყო, მაგრამ არა მსახიობი. მიუხედავად ამისა, გადაღებისას მაინც მივიღე სიამოვნება, ხოლო ჯანეტ სკოტი, რომელიც ჯორჯ ჩაკირისთან ერთად ასრულებდა მთავარ როლს, ჩემი ახლო მეგობარი გახდა“. [2] ფრენსისს 20 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ფილმების გადაღება. უმეტესად იღებდა საშინელებათა და ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში.
მის ფილმებს განეკუთვნება „პარანოიით შეპყრობილი“ (1963), „კოშმარი“ (1964), „ფრანკენშტეინის ეშმაკი“ (1964), „ისტერია“ (1965), „დრაკულა საფლავიდან აღსდგა“ (1968).
საოპერატორო ხელოვნებასთან დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრედი ფრენსისი კინოოპერატორის როლში 1980 წელს დაბრუნდა, როცა დევიდ ლინჩმა „ადამიანი-სპილო“ გადაიღო. ფილმმა რეჟისორსა და ოპერატორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და იგი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა. 1980-იანებში ფრენსისმა იმუშავა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „ჯალათის სიმღერა“ (1982, რეჟ. ლოურენს შილერი), „დიუნი“ (1984, რეჟ. დევიდ ლინჩი), „დიდება“ (1989, რეჟ. ედვარდ ცვიკი), რისთვისაც მან „ოსკარის“ ჯილდო მოიპოვა საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. იგი ასევე იყო 1991 წელს გამოსული ფილმის ოპერატორი, სახელწოდებით „კაცი მთვარეზე“. იმავე წელს იმუშავა მარტინ სკორსეზეს რიმეიქზე ფილმისა „შიშის კონცხი“. მისი, როგორც კინოოპერატორის ბოლო ნამუშევარი, იყო დევიდ ლინჩის 1999 წელს გამოსული ფილმი, სახელწოდებით „სტრეიტის ამბავი“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს ფრენსისი გლედის დორელზე დაქორწინდა. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ. 1963 წელს დაქორწინდა პამელა მენზე, ვისგანაც ორი შვილი ჰყავს.
ფრედი ფრენსისი 89 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც კინოოპერატორი
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1956 | ფ | „ბორცვი კორეაში“ | A Hill in Korea | |
1957 | ფ | „დრო სიბრალულის გარეშე“ | Time Without Pity | |
1957 | ფ | „ცელქი ბავშვი“ | The Scamp | |
1958 | ფ | „უცაბედი“ | Next to No Time | |
1958 | ფ | „ქალწულთა კუნძული“ | Virgin Island | |
1959 | ფ | „ზედა ოთახი“ | Room at the Top | |
1960 | ფ | „შაბათი ღამე და კვირა დილა“ | Saturday Night and Sunday Morning | |
1960 | ფ | „ვაჟები და საყვარლები“ | Sons and Lovers | |
1960 | ფ | „არასოდეს გამოართვა ტკბილეული უცნობს“ | Never Take Sweets from a Stranger | |
1961 | ფ | „უმანკოები“ | The Innocents | |
1980 | ფ | „ადამიანი-სპილო“ | The Elephant Man | |
1981 | ფ | „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ | The French Lieutenant's Woman | |
1982 | ფ | „ჯალათის სიმღერა“ | The Executioner's Song | |
1983 | ფ | „კაცი თავსატეხი“ | The Jigsaw Man | |
1984 | ფ | „მემედი, ჩემი ჰოუკი“ | Memed, My Hawk | |
1984 | ფ | „დიუნი“ | Dune | |
1985 | ფ | „ოზთან დაბრუნება“ | Return to Oz | |
1985 | ფ | „კოდური სახელი: ემერალდი“ | Code Name: Emerald | |
1988 | ფ | „კლარას გული“ | Clara's Heart | |
1989 | ფ | „მისი ალიბი“ | Her Alibi | |
1989 | ფ | „ბრენდა სტარი“ | Brenda Starr | |
1989 | ფ | „დიდება“ | Glory | |
1991 | ფ | „შიშის კონცხი“ | Cape Fear | |
1991 | ფ | „კაცი მთვარეზე“ | The Man in the Moon | |
1992 | ფ | „სკოლის კავშირები“ | School Ties | |
1993 | ფ | „ცხოვრება თეატრში“ | A Life in the Theatre | |
1996 | ფ | „ცისარტყელა“ | Rainbow | |
1999 | ფ | „სტრეიტის ამბავი“ | The Straight Story |
როგორც რეჟისორი
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1962 | ფ | „ორს მივუმატოთ ორი უდრის ექვსს“ | Two and Two Make Six | რეჟისორი |
1963 | ფ | „პარანოიით შეპყრობილი“ | Paranoiac | რეჟისორი |
1964 | ფ | „ფრანკენშტეინის ეშმაკი“ | The Evil of Frankenstein | სცენარისტი |
1964 | ფ | „მოღალატის ჭიშკარი“ | Traitor's Gate | რეჟისორი |
1964 | ფ | „კოშმარი“ | Nightmare | რეჟისორი |
1965 | ფ | „დოქტორი ტერორის საშინელებებით სავსე სახლი“ | Dr. Terror's House of Horrors | რეჟისორი |
1965 | ფ | „ჩონჩხი“ | The Skull | რეჟისორი |
1965 | ფ | „ისტერია“ | Hysteria | რეჟისორი |
1966 | ფ | „ფსიქოპატი“ | The Psychopath | რეჟისორი |
1967 | ფ | „მომაკვდინებელი ფუტკრები“ | The Deadly Bees | რეჟისორი |
1967 | ფ | „ისინი მიღმიერი სივრციდან მოვიდნენ“ | They Came from Beyond Space | რეჟისორი |
1967 | ფ | „ტანჯვის ბაღი“ | Torture Garden | რეჟისორი |
1968 | ფ | „დრაკულა საფლავიდან აღსდგა“ | Dracula Has Risen from the Grave | რეჟისორი |
1970 | ფ | „გასეირნება“ | Trog | რეჟისორი |
1970 | ფ | „გოგონა“ | Girly | რეჟისორი |
1971 | ფ | „ვამპირების მოვლენა“ | The Vampire Happening | რეჟისორი |
1972 | ფ | „ამბები კრიპტედან“ | Tales from the Crypt | რეჟისორი |
1973 | ფ | „მცოცავი ხორცი“ | The Creeping Flesh | რეჟისორი |
1973 | ფ | „ამბები, რომლებიც სიგიჟეზე ჰყვებიან“ | Tales That Witness Madness | რეჟისორი |
1974 | ფ | „დრაკულას ვაჟი“ | Son of Dracula | რეჟისორი |
1975 | ფ | „ღული“ | The Ghoul | რეჟისორი |
1975 | ფ | „ლეგენდა მგელკაცზე“ | Legend of the Werewolf | რეჟისორი |
1985 | ფ | „ექიმი და ეშმაკები“ | The Doctor and the Devils | რეჟისორი |
1989 | ფ | „ბნელი კოშკი“ | Dark Tower | რეჟისორი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრენსისის შესახებ
- BFI ფრენსისის ფილმების შესახებ დაარქივებული 2020-12-22 საიტზე Wayback Machine.
- The Guardian ფრენსისის შესახებ
- ფრენსისი „შიშის კონცხის“ გადაღებების შესახებ
- ფრენსისის ინტერვიუ