ფრედა ბაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედა ბაჯი
დაბ. თარიღი 11 აპრილი, 1883(1883-04-11)[1]
დაბ. ადგილი სენტ-კილდა
გარდ. თარიღი 1970[2] [3] [4] [4] ან 23 ოქტომბერი, 1970(1970-10-23) (87 წლის)
გარდ. ადგილი ბრიზბენი
საქმიანობა მასწავლებელი და ბიოლოგი
მუშაობის ადგილი კუინზლენდის უნივერსიტეტი და მელბურნის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მელბურნის უნივერსიტეტი
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი

ანნა ფრედერიკა (ფრედა) ბაჯიავსტრალიელი ბიოლოგი, პროფესორი და ფემინისტი. სწავლობდა ოქსფორდის ქალთა უმაღლეს სასწავლებელში. 1907 წელს მელბურნის უნივერსიტეტისგან სამეცნიერო ხარისხი მიიღო და ექსტენსიური კარიერაც ამ პერიოდიდან დაიწყო. მუშაობდა ახალგაზრდა დემონსტრანტად ბიოლოგიაში. 1908 წელს გაიმარჯვა მეფის კოლეჯის გაცვლით პროგრამაში და 1909 წელს ლონდონში გაემგზავრა ართურ დენდის ხელმძღვანელობით, რის შემდეგაც ფრედა 1910-1911 წლებში ფრედა ლინეარული საზოგადოების წევრი გახდა. შემდეგ ფრედა მელბურნის უნივერსიტეტში დაბრუნდა. 1913 წელს ქვინსლენდის უნივერსიტეტის შეთავაზება მიიღო და ბიოლოგიის ლექტორი გახდა. 1914 წლის 8 თებერვალს ფრედა ბაჯი ქვინსლენდის უნივერსიტეტში დაბრუნდა და 32 წლის მანძილზე ხელმძღვანელი იყო. 1928-1929 წლებში უნივერსიტეტის ქალთა ავსტრალიის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. 1941 წლიდან 1946 წლამდე ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი იყო. გარდაიცვალა 1970 წელს ბრისბენში, ხერხემლის არტერიოსკლეროზისგან.[5]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედა ბაჯი 1883 წლის 11 აპრილს, ვიქტორიაში დაიბადა. 1891 წლის ივლისში მამის გარდაცვალების შემდეგ ფრედას დედამ სამივე შვილი ინგლისში წაიყვანა, სადაც ფრედა ოქსფორდის გოგონათა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 1894 წელს მელბურნში დაბრუნების შემდეგ ფრედა ფეირლაითის სკოლაში შევიდა. მეცნეირებისადმი მამის ენთუზიაზმით შთაგონებულმა 1901 წელს მელბურნის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. ბაკალავრის ხარისხი 1905 წელს, ხოლო მაგისტრის წოდება 1907 წელს მიიღო.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს მეფის კოლეჯის გაცვლითი პროგრამით ბაჯიმ ლონდონში იმოგზაურა. მისი ხელმძღვანელი კოლეჯის ხელმძღვანელი, ართურ დენდი იყო, რომლის წყალობითაც ფრედა 1910-1911 წლებში ლონდონის ლინეარული საზოგადოების წევრი გახდა. 1913 წელს ფრედა ქვინსლენდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ლექტორი გახდა. ქვინსლენდის უნივერსიტეტში ყოფნისას მრავალ ბიოლოგიის ბანაკში იყო. 1914 წლის 8 თებერვლიდან ფრედა ქვინსლენდის უნივერსიტეტის ქალთა კოლეჯს 32 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 1915 წელს ფლორისა და ფაუნნის და ბიოლოგიის მიმართ ინტერესებმა ველის ნატურალისტების კლუბის პრეზიდენტად დანიშვნას შეუწყო ხელი. ბაჯი ბარიერული რიფის კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. 1923-1950 წლებში იყო უნივერსიტეტის სენატის წევრი.

ბაჯის თაოსნობით დაარსდა ქვინსლენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ქალთა ასოციაცია.[6]

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედა ბაჯი ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. მან ქვინსლენდში იმოგზაურა, რათა ქალები უნივერსიტეტში სწავლისკენ შეეხალისებინა. დაინტერესებული იყო ქალთა ორგანიზაციებით, ჯგუფებითა და აქტივობებით. იყო ქვინსლენდის ქალთა ეროვნული საბჭოს საპატიო წევრი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს ფრედა ბაჯი ქვინსლენდის რეკრუტირების კომიტეტის წევრი, ხოლო ორივე მსოფლიო ომში უნივერსიტეტის ქალთა საომარი ჯგუფების პრეზიდენტი იყო. იყო ხელოვნების ეროვნული გალერეების ასოციაციის წევრი, მეთორმეტე ღამის თეატრისა და ბრისბეინის რეპორტიორთა საზოგადოების წევრი.[5] დაინტერესებული იყო ჰოკეით. 1925-1931 წლებში ქვინსლენდის ქალთა ჰოკეის ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Australian Dictionary of BiographyMUP, 1966.
  2. Australian Dictionary of BiographyMUP, 1966.
  3. Australian Women's Register — 2000.
  4. 4.0 4.1 Encyclopedia of Australian Science
  5. 5.0 5.1 5.2 Bell, Jacqueline. Bage, Anna Frederika (Freda) (1883–1970). Canberra: National Centre of Biography, Australian National University. 
  6. Melbourne, National Foundation for Australian Women and The University of. Bage, Anna Frederika – Woman – The Australian Women's Register en-gb. ციტირების თარიღი: 2015-11-19.