ფრასკატი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ფრასკატი Frascati | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | რომაული კანტონის დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ლაციო | ||||
კოორდინატები | 33°45′18″ ჩ. გ. 84°23′24″ დ. გ. / 33.75500° ჩ. გ. 84.39000° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Francesca Sbardella | ||||
დაარსდა | VII ს | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1809 | ||||
ფართობი | 22.48 [1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 320±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 22,680 [2] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 1000 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00044 | ||||
საავტომობილო კოდი | ROMA | ||||
ოფიციალური საიტი | comune.frascati.rm.it | ||||
ფრასკატი (იტალ. Frascati) — ქალაქი და კომუნა რომის მეტროპოლიტენის ქალაქში, ლაციოს რეგიონში, იტალიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რომიდან 20 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალბანის მთებზე, ძველი ქალაქ ტუსკულუმთან ახლოს. ფრასკატი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეცნიერებასთან, რადგანაც, აქ მდებარეობს რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ლაბორატორია.
ფრასკატი აწარმოებს იმავე სახელწოდების თეთრ ღვინოს. ითვლება ისტორიულ და ხელოვნების ცენტრად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უბნის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ეკუთვნის ძველ რომაულ ეპოქას, გვიან რესპუბლიკურ ხანას, არის პატრიციული რომაული ვილა, რომელიც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა ლუკულუსს. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში მისი მფლობელი იყო გაიუს სალუსტიუს კრისპუს პასიენუსი, რომელიც დაქორწინდა აგრიპინა უმცროსზე, ნერონის დედაზე. მისი ქონება მოგვიანებით მიითვისა ფლავიურმა იმპერიულმა დინასტიამ (69-96 წწ.). კონსული ფლავიუს კლემენსი ცხოვრობდა ვილაში თავის მეუღლესთან, დომიტილასთან, დომიციანეს მმართველობის პერიოდში.
ლიბერ პონტიფიკალის მიხედვით, IX საუკუნეში ფრასკატი იყო პატარა სოფელი, სავარაუდოდ, დაარსებული ორი საუკუნით ადრე. ქალაქის სახელი, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილობრივი ტრადიციიდან, რომელიც ეხება საწვავი ხის შეგროვებას („ფრაშე“ იტალიურად) – ამავდროულად, ქალაქის ირგვლივ მრავალი ადგილის სახელი ეხება ხეებს ან ხეს. 1191 წელს მეზობელი ტუსკულუმის განადგურების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა და ეპისკოპოსი ტუსკულუმიდან ფრასკატში გადავიდა. პაპმა ინოკენტი III-მ ქალაქი დაამტკიცა, როგორც სან-ჯოვანი ინ ლათერანოს ბაზილიკის ფეოდალური საკუთრება, მაგრამ შემდგომ საუკუნეებში მისი ტერიტორიები ხშირი თავდასხმების შედეგად გაღატაკდა. ის არაერთი ბარონული ოჯახის, მათ შორის კოლონას საკუთრებაში იყო, სანამ 1460 წელს პაპმა პიუს II-მ ქალაქი კედლებით გააგრძელა.
XVI საუკუნის დასაწყისში პაპმა იულიუს II-მ ფრასკატი ფეოდალურ საკუთრებად გადასცა კონდოტიერ მარკანტონიო I კოლონას, რომელიც იქ ცხოვრობდა 1508 წლიდან თავის მეუღლესთან ლუკრეცია დელა როვერესთან (1485-1552), პაპ იულიუს II-ის ძმისშვილთან ერთად. 1515 წელს კოლონამ ფრასკატს მიანიჭა პირველი კანონი, "Statuti e Capituli del Castello di Frascati", ლათინურ სათაურში "Populus antiquae civitas Tusculi".
1518 წელს აშენდა საავადმყოფო, რომელსაც ჰქვია წმ. სებასტიანოს სახელი, იმ ძველი ბაზილიკის ხსოვნად, რომელიც IX საუკუნეში იქნა განადგურებული. პრინც კოლონას გარდაცვალების შემდეგ 1522 წელს, ლუკრეცია დელა როვერემ ფრასკატი მიჰყიდა პიერ ლუიჯი ფარნეზეს, პაპ პავლე III-ის სიძეს.

1527 წლის 1 მაისს, ლანდსკნეხტის რაზმი, რომელმაც რომი გაძარცვა, ჩამოვიდა მოსაზღვრე სოფლებიდან. მაგრამ, ჯარისკაცებმა შეცვალეს თავიანთი მოძრაობის მიმართულება ნიშის გვერდით, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ „სასოფლო აედიკულთან", და ქალაქი ამით იქნა გადარჩენილი. ეს მოვლენა აღიბეჭდა ეკლესიაში, რომელსაც ახლა ჰქვია კაპოკროჩე.
1538 წელს, პაპმა პავლე III-მ მიანიჭა ქალაქს „სიტის" სტატუსი სახელწოდებით „ტუსკულუმ ნოვუმ". 1598 წელს დაიწყო ახალი კათედრალის მშენებლობა, რომელიც მიძღვნილი იყო წმ. პეტრესადმი.
1616 წლის 15 სექტემბერს, ევროპაში პირველი საჯარო და უფასო სკოლა დაარსდა წმ. იოსებ კალასანზის ინიციატივით.
1656 წლის 18 ივნისს, კედლის გაპრიალებული ნაწილი ჩამოიშალა წმ. მარიამ ვივარიოს ეკლესიაში, და გამოჩნდა ძველი ფრესკა. ეს იყო წმ. სებასტიანესა და როქი გამოსახულება, რომლებიც ადამიანებს იცავდნენ ჭირისაგან. იმავე წელს რომში შავი ჭირი იყო, მაგრამ ფრასკატი ამისგან დაზღვეული იყო. იმ წლიდან ეს ორი წმინდანი ქალაქის თანა-მფარველებად იქცა. მათი ქანდაკებები გვხვდება კათედრალის ფასადზე.
1713-1729 წლებს შორის, აღმოჩენილ იქნა ანტინოუსის კოლოსის თავი და გამოიფინა ვილა მონდრაგონეში. 1757 წელს გაიხსნა ვალეს თეატრი ქალაქის ცენტრში, ხოლო 1761 წელს ციხე-სიმაგრე გადაკეთდა სამთავრო სასახლედ კარდინალ ჰენრი სტიუარტის, იორკის ჰერცოგის დაკვეთით.
1809 წელს ფრასკატი შეუერთდა საფრანგეთის იმპერიას და შერჩეულ იქნა რომაული კანტონის დედაქალაქად.
1837 წლის შემოდგომას, რომში ჭირის ეპიდემია გაჩნდა და 5000 ადამიანმა დატოვა ქალაქი. ფრასკატი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელმაც მათი კარი გაუღო. მას შემდეგ ფრასკატის დროშა იგივეა, რაც რომისა - ყვითელ და წითელ ფერებში. 1840 წელს ქალაქში დაარსდა აკადემია ტუსკოლანა კარდინალ-ეპისკოპოსი ლუდოვიკო მიკარას მიერ.
1856 წელს ქალაქი აირჩიეს რომისა და ფრასკატის მატარებლის საბოლოო სადგურად. პირველი მატარებელი პაპის სახელმწიფომ ააშენა. მატარებლის ხაზის ბოლო მონაკვეთი გაიხსნა 1884 წელს, 14 წლის შემდეგ, როცა ქალაქი ახალი იტალიის სამეფოს ნაწილი გახდა. 1901 წლის 17 დეკემბერს ფრასკატმა დაიწყო ელექტროენერგიის მიღება ტივოლის ჰიდროელექტროსადგურიდან.
1906 წელს გაიხსნა ელექტრო ტრამვაის ხაზი ფრასკატს, რომსა და კასტელი რომანის შორის. ტრამვაები მთლიანად გადიოდა არსებულ ქუჩებზე გაყვანილი რელსებით, როგორც ქალაქთაშორისი ელექტრო ტრამვაი (მსუბუქი რკინიგზა). 1954 წელს ელექტრო ტრამვაის ხაზი შეიცვალა ავტობუსებით. კიდევ ერთი ელექტრო ტრამვაის მომსახურება, რომი-ფიუგის რკინიგზა, სახელწოდებით ვიცინალი, გაიხსნა 1916 წელს. ის აკავშირებდა ფრასკატს, მონტე პორცო კატონეს, მონტე კომპატრისა და სან ცეზარეოს. ეს ტრამვაის ხაზი განადგურდა 1943 წელს და შეიცვალა ავტობუსებით.
1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრასკატი მძიმედ დაბომბეს, რადგან იქ იყო გერმანიის გენერალური შტაბი სამხრეთ-აღმოსავლეთ ზონისთვის. დაახლოებით 50% მისი შენობებისა, მათ შორის ბევრი ძეგლი, ვილა და სახლი, განადგურდა. ამ და მეორე საჰაერო თავდასხმაში, 1944 წლის 22 იანვარს, ანციოს ბრძოლის (ოპერაცია შინგლი) დღეს, დაიღუპა 1000 იტალიელი და 150 გერმანელი. ქალაქი გაათავისუფლეს ნაცისტური გერმანიის ოკუპაციისგან 1944 წლის 4 ივნისს 85-ე ქვეითი დივიზიის მიერ. 1944-1945 წლებში შენობების ნანგრევები გამოიყენეს ხეობის შესავსებად და ამ მიწაზე ახლა მდებარეობს "8 სექტემბრის სტადიონი".[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Maybe the most famous town of Castelli Romani, famous for the elegance of its noble villas and for the delightful food and wine products
- Frascati
- Frascati – Story, monuments and info about Frascati and his Villas
- Tusculan Museum – Aldobrandini Stables
- Frascati Travel Guide
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Superficie di Comuni Province e Regioni italiane al 9 ottobre 2011
- ↑ Popolazione Residente al 1° Gennaio 2018
- ↑ Scrivener, Jane (1945). Inside Rome with Germans. MacMillan, გვ. 1.