ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანც ქსავიერ ზიუსმაიერი (გერმ. Franz Xaver Süßmayr; (დ. 1766, შვანენშტადტი, ავსტრია - გ. 17 სექტემბერი, 1803, ვენა, ავსტრია) - ავსტრიელი კომპოზიტორი. განთქმული კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა შვანენშტადში, ქალაქ ავსტრიაში - მასწავლებლის ოჯახში. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც ფრანც ქსავიერი 6 წლის იყო და 13 წლის ასაკში დატოვა სახლი. ის იყო ბენედიქტური ეკლესიის კანტორი (1779-1787). შემდეგ, როდესაც მისი ხმა შეიცვალა ის გახდა კრემსმიუნსტერის ორკესტრის ერთ-ერთი მევიოლინე. აქ ასრულებდნენ ოპერას, რამაც ფრანც ქსავიერს შესაძლებლობა მისცა კარგად შეესწავლა ანტონიო სალიერის და ქრისტოფ ვილიბალდ გლუკის მუსიკა.

1787 წლის შემდეგ, ვენაში გახდა ანტონიო სალიერის მოსწავლე. ასევე, 1792 წელს გახდა კარნტერტორთეატრის (Kärntnertortheater) დირექტორი და კომპოზიტორი.

ასევე ის ეხმარებოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს კლემენცა დი ტიტოსა და ჯადოსნური ფლეიტის გადაწერაზე, როგორც დაამთავრა მისი რექვიემი. როგორც ჩანს, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

1800 წლამდე ის იყო წარმატებული და განთქმული კომპოზიტორი ვენაში. შემდეგ მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ტუბერკულიოზის გამო გაუჭირდა მუსიკის წერა ან სცენაზე გასვლა. ზიუსმაიერი თხოვდა თეატრის დირექტორს დაედგათ მისი ბოლო ნაწარმოები - List und Zufall.

მისი დაქორწინების გეგმები ჩაშალა ავადმყოფობამ და ადრეულმა სიკვდილმა. დღეს ის განთქმულია მოცარტის რექვიემის დასრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]