ფრანც მერინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრანც მერინგი (დ. 27 თებერვალი, 1846 — გ. 29 იანვარი, 1919, ბერლინი) — გერმანელი მარქსისტი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866-1870 წლებში განათლება მიიღო ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1882 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი. 1891 წლიდან იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, იყო ამ პარტიის მემარცხენე-რევოლუციური ფრთის ლიდერი. იყო პარტიის გამოცემის, „Neue Zeit-ის“ თანამშრომელი. 1902-1907 წლებში რედაქტორობდა „Leipziger Volkszeitung-ს“.

მერინგი იკვლევდა და აქვეყნებდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომებს. მერინგის ნაშრომებია „ლეგენდა ლესინგის შესახებ“ (1893), „შუა საუკუნეების დასასრულის შემდეგდროინდელი გერმანიის ისტორია“ (1910).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]