ფრანცისკო დე ვიტორია
ფრანცისკო დე ვიტორია | |
---|---|
![]() ფრანცისკო დე ვიტორიას ქანდაკება სალამანკაში | |
დაბადების თარიღი |
დაახ. 1483 წ. ბურგოსი, კასტილიისა და ლეონის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
12 აგვისტო, 1546 წ. სალამანკა, კასტილიისა და ლეონის სამეფო |
ფრანცისკო დე ვიტორია (დ. დაახ. 1483 — გ. 12 აგვისტო, 1546, ასევე ცნობილი როგორც ფრანცისკო დე ვიქტორია) — ესპანელი რომის კათოლიკური ეკლესიის ფილოსოფოსი, თეოლოგი და იურისტი[1] ესპანური რენესანსის ეპოქაში. შემქმნელია ფილოსოფიური ტრადიციისა — სალამანკის სკოლა, რომელმაც საფუძველი დაუდო ადრეულ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკასა და ინდივიდუალურ უფლებებს, გავლენა მოახდინა ლიბერტარიანული შეხედულებების განვითარებაზე. ვიტორიას ნაშრომი ბუნებით სამართალსა და გაცვლის თავისუფლებაზე დაეხმარა ავსტრიული სკოლის ეკონომისტებს ყურადღება გაემახვილებინათ ნებაყოფლობითი კომერციის მორალურ პრინციპებზე.[2] ცნობილი სამართლიანი ომისა და საერთაშორისო სამართლის იდეებით, ვიტორიას მხრიდან ინდივიდუალური საკუთრების უფლებისა და ვაჭრობის თავისუფლების თავგანწირული დაცვა უმნიშვნელოვანესი იყო ეკონომიკური თავისუფლებისა და ჩაურევლობის ცნებების ფორმირებისათვის. ფრანცისკოსათვის ისტორიკოსებსა და სწავლულებს წარსულში „ინტერნაციონალური კანონის მამაც“ კი უწოდებიათ.[3] ამერიკელი იურისტი არტურ ნუსბაუმი აღნიშნავს ვიტორიას განხილვას საზღვარგარეთ ვაჭრობის უფლებისა, რომელიც შემდგომში ინტერპრეტირებულ იქნა როგორც „კომერციის თავისუფლება.“[4] ფრანცისკოს მიერ ნებაყოფლობითი ყიდვა-გაყიდვის ხაზგასმამ და წინააღმდეგობამ მონოპოლიური წყობებისა იწინასწარმეტყველა მოგვიანებითი თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Anghie, Antony (2007-04-26). Imperialism, Sovereignty and the Making of International Law (en). Cambridge University Press. ISBN 978-0-521-70272-0.
- ↑ Grice-Hutchinson, Marjorie (1952). The School of Salamanca: Readings in Spanish Monetary Theory, 1544-1605. Mises Institute.
- ↑ Scott, James Brown; Vitoria, Francisco de (2000) The Spanish Origin of International Law: Francisco de Vitoria and His Law of Nations (en). The Lawbook Exchange, Ltd.. ISBN 978-1-58477-110-4.
- ↑ Arthur Nussbaum (1947). A concise history of the law of nations. Macmillan Co., გვ. 82.
- ↑ Grice-Hutchinson, Marjorie (1952). The School of Salamanca: Readings in Spanish Monetary Theory, 1544-1605. Mises Institute.