ფრანჩესკო I (ორი სიცილია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანჩესკო I
ორი სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 4 იანვარი, 1825
მმართ. დასასრული: 8 ნოემბერი, 1830
წინამორბედი: ფერდინანდ I
მემკვიდრე: ფერდინანდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 აგვისტო, 1777
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 8 ნოემბერი, 1830, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო
მეუღლე: მარია კლემენტინა ავსტრიელი
(ქ. 1797 - გარდ. 1801)
მარია ისაბელ ესპანელი
(ქ. 1802)
შვილები: მარია კაროლინა, ბერის ჰერცოგინია
ლუიზა კარლოტა, კადისის ჰერცოგინია
მარია კრისტინა, ესპანეთის დედოფალი
ფერდინანდ II, სიცილიის მეფე
კარლო ფერდინანდო, კაპუას პრინცი
ლეოპოლდო, სირაკუზას გრაფი
მარია ანტონია, ტოსკანის ჰერცოგინია
ანტონიო, ლეჩეს გრაფი
მარია ამალია, პორტუგალიის ინფანტა
მარია კაროლინა, მონტემოლინის გრაფინია
ტერეზა კრისტინა, ბრაზილიის იმპერატრიცა
ლუიჯი, აკულიის გრაფი
ფრანჩესკო, ტრაპანის გრაფი
სრული სახელი: ფრანჩესკო ჯენარო ჯუზეპე
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ I, ორი სიცილიის მეფე
დედა: მარია კაროლინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანჩესკო I (იტალ. Francesco I; დ. 19 აგვისტო, 17778 ნოემბერი, 1830) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ვაჟი. ორი სიცილიის მეფე 1825-30 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკო დაიბადა 1777 წლის 19 აგვისტოს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ვაჟი. აღსანიშნავია, რომ მას ღვიძლ დეიდად ერგებოდა საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი მარია ანტუანეტა, ლუი XVI-ის მეუღლე, რომელთაც საფრანგეთის რევოლუციისას მოჰკვეთეს თავები.

მისი უფროსი ძმის, კალაბრიის ჰერცოგ კარლოს დაღუპვის შემდეგ ფრანჩესკო ხდება კალაბრიის ჰერცოგიცა და ტახტის მემკვიდრეც.

1796 წელს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და მარია ლუისა ესპანელის ასული მარია კლემენტინა ავსტრიელი. მართალია მასთან ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, თუმცა 1801 წელს მარია კლემენტინა მშობიარობას გადაჰყვა, უმემკვიდრეობის გამო, 1802 წელს ფრანჩესკო მეორედ დაქორწინდა ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ასულ მარია ისაბელ ესპანელზე.

ფრანჩესკო და მისი ოჯახი აქტიურ ანტი-ფრანგულ პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც ნაპოლეონის დამხობისკენ იყო მიმართული. ამ პოლიტიკას აქტიურად იზიარებდნენ არა მხოლოდ ბურბონები და ჰაბსბურგები, არამედ სრულიად ევროპელი მონარქები. 1806 წელს ნაპოლეონი მათ სამეფოში შეიჭრა და ნეაპოლი დაიკავა, ფრანჩესკოს ოჯახი კი სიცილიაში გაიქცა და იქ გამაგრდა. ამავდროულად, ნაპოლეონმა ნეაპოლის მეფედ თავისი ძმა, ჟოზეფი დასვა, ორ წელიწადში ჟოზეფი ესპანეთის მეფედ გადაიყვანა და ნეაპოლი თავის დას, ელიზას მისცა.

1814 წელს, ნაპოლეონ I-ის დამხობის შემდეგ, ვენის კონგრესმა ნეაპოლის სამეფო ფრანჩესკოს მამას დაუბრუნა, რომელმაც 1816 წელს ნეაპოლი და სიცილია ორი სიცილიის სამეფოდ გადააკეთა. ფრანჩესკო ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით, რის გამოც მიემხრო 1820 წლის სიცილიის რევოლუციას და მის შემდეგ მიღებულ კონსტუტუციასთანაც მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა.

1825 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ფრანჩესკო I ორი სიცილიის მეფე ხდება. როგორც მმართველი, იგი ხალხში არც ისე პოპულარული იყო. იგი სრულიად ღიად და დაუფარავად ცხოვრობდა თავის საყვარლებთან, მეფის აღვირ ახსნილი ცხოვრება კი სამეფო ოჯახს ხალხში ავტორიტეტს უტეხდა. ამასთან მან შემოიყო სიცილიის პოლიცია, რომელიც თავისი კორუფციულობით გახდა ცნობილი. იგი ყველა თავის მოწინააღმდეგეს იჭერდა და საკანში სვამდა. მისი ხანმოკლე მმართველობის დროს გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც. ფრანჩესკო I გარდაიცვალა 1830 წელს, 53 წლის ასაკში, მის შემდეგ მისი ვაჟი ფერდინანდ II გამეფდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანჩესკოს პირველი ცოლის, მარია კლემენტინა ავსტრიელისგან ჰყავდა მხოლოდ ორი შვილი:

  1. მარია კაროლინა (1798-1870), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ვაჟს, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  2. ფერდინანდო (1800-1801), გარდაიცვალა ჩვილი;

ფრანჩესკოს მეორე ცოლის, მარია ისაბელ ესპანელისგან ჰყავდა თორმეტი შვილი:

  1. ლუიზა კარლოტა (1804-1844), ცოლად გაჰყვა ბიძამისს, ინფანტ ფრანსისკო დე პაულას, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. მარია კრისტინა (1806-1878), ცოლად გაჰყავა ბიძამისს, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა;
  3. ფერდინანდ II (1810-1859), ორი სიცილიის მეფე, პირველად იქორწინა მარია კრისტინა სავოიელზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი მარია ტერეზია ავსტრიელზე, შვილები ორივე ცოლთან ჰყავდა;
  4. კარლო ფერდინანდო (1811-1862), კაპუას პრინცი, მორგანიკულად იქორწინა პენელოპა სმიტზე და შეეძინათ შვილებიც;
  5. ლეოპოლდო ბენიამინო (1813-1860), სირაკუზას გრაფი, ცოლად შეირთო მარია სავოია-კარინიანო, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  6. მარია ანტონია (1814-1898), ცოლად გაჰყვა თავის მამიდაშვილს, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდო II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილებიც;
  7. ანტონიო პასკალი (1816-1843), ლეჩეს გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  8. მარია ამალია (1818-1857), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის ინფანტ სებასტიან დე ბურბონ-ბრაგანსას;
  9. მარია კაროლინა (1820-1861), ცოლად გაჰყვა ბიძამისს, მონილას ჰერცოგ დონ კარლოს ესპანელს, რომელთანაც შეეძინა შვილებიც;
  10. ტერეზა კრისტინა (1822-1889), ცოლად გაჰყვა ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ს, რომელთანაც შეეძინა შვილებიც;
  11. ლუიჯი კარლო (1824-1897), აკულიის გრაფი, ცოლად შეირთო ჟუნუარია ბრაზილიელი, რომელთანაც შეეძინა შვილებიც;
  12. ფრანჩესკო დი პაულა (1827-1892), ტრაპანის გრაფი, ცოლად შეირთო თავისი დის შვილი მარია იზაბელა ტოსკანელი და შეეძინა შვილებიც;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Silvio De Majo, «FRANCESCO I di Borbone, re delle Due Sicilie». In: Dizionario Biografico degli Italiani, Volume 49, Roma: Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1997
  • Acton Harold, I Borboni di Napoli, Giunti, Firenze 1962
  • Boccia Antonio V.P., Cassino Carmine, Francesco I delle Due Sicilie e lo statuto costituzionale del 1812, Gruppo Editoriale L'Espresso, Roma 2012
  • Calà Ulloa Pietro, Il regno di Francesco I, Roma 1870
  • Coniglio Giuseppe, I Borboni di Napoli, Corbaccio, Milano 1999
  • Vittorio Visalli, I Calabresi nel Risorgimento italiano, Brenner editore, Cosenza, 1989.