ფრანჩესკო ფოსკარი
| ფრანჩესკო ფოსკარი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 19 ივნისი, 1373[1] |
| დაბადების ადგილი | ვენეცია |
| გარდაიცვალა | 1 ნოემბერი, 1457 (84 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ვენეცია |

ფრანჩესკო ფოსკარი (იტალ. Francesco Foscari, დ. 19 ივნისი, 1337, ვენეცია — გ. 30 ოქტომბერი, 1457, ვენეცია) — ვენეციის 65-ე დოჟი. მისი მმართველობა ყველაზე ხანგრძლივი იყო ვენეციის ყველა დოჟს შორის — 34,5 წელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოჟის მმართველობა დაემთხვა იტალიის რენესანსის ეპოქის დასაწყისს. ფოსკარი აირჩიეს იმ დროს, როდესაც ვენეციას მილანთან ხანგრძლივი ომების სერია ხვდა წილად. იმ პერიოდში მილანს მართავდა ჰერცოგი ფილიპო მარია ვისკონტი, რომლის ამბიციებიც ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაზე ბატონობას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად გამარჯვებებისა, ომი ვენეციისა და მისი მოკავშირის, ფლორენციისთვის, უკიდურესად ძვირადღირებული გამოდგა. საბოლოო ჯამში, მილანმა ფრანჩესკო I სფორცას ხელმძღვანელობით მოიპოვა უპირატესობა. 1454 წელს მან დაადგინა საბოლოო საზღვრები მილანის ჰერცოგობასა და ვენეციის რესპუბლიკას შორის.

1445 წელს „ათეულის საბჭომ“ დოჟის შვილი იაკოპო ფოსკარი კორუფციასა და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, სასამართლომ ის ვენეციიდან გაასახლა. იაკოპოს შემდგომმა დანაშაულებმა 1450 და 1456 წლებში მისი დაპატიმრება გამოიწვია და იგი კრეტაზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. შვილის გარდაცვალების ამბავმა და საბჭოს ზეწოლამ ფრანჩესკო ფოსკარი აიძულა, 1457 წლის ოქტომბერში დოჟის თანამდებობა დაეტოვებინა. ეს შემთხვევა განსაკუთრებულია ვენეციელი დოჟების ისტორიაში, რადგან უმეტესი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა. სწორედ მისთვის მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებამ გამოიწვია ის, რომ ფრანჩესკო ფოსკარი გადადგომიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. ვენეციის მოსახლეობამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ფოსკარი, როგორც ოფიციალური პირი, სრული პატივით დაეკრძალათ.
დოჟი ფრანჩესკო ფოსკარის რელიეფი, მუხლებზე მდგომი ფიგურით, გამოსახულია დოჟების სასახლის „პორტა დელა კარტას“ ფასადზე. მისი საფლავი მდებარეობს სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარში.
ფოსკარი დაქორწინებული იყო მარინა ნანიზე.
ხელოვნებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოსკარის ცხოვრება ლორდ ბაირონის მიერ დაწერილი პიესის — „ორი ფოსკარი“ — სიუჟეტად იქცა. სწორედ ამ პიესას დაეფუძნა ჯუზეპე ვერდის ამავე სახელწოდების ოპერა, რომლის პრემიერაც 1844 წლის 3 ნოემბერს შედგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Paolo Preto. Art. Foscari, Francesco, venetianischer Doge (1373—1457). / Lexikon des Mittelalters. Bd. 5 (1989), Sp. 670—671.
- Hugh Trevor-Roper. The Doge Francesco Foscari. / Ders., Renaissance Essays. — Chicago 1985. — P. 1—12.
- Francesco und Jacopo Foscari.' / Homeyers Archiv. — 1819, Nr. 55.
- Litta. Famiglie celebri italiane. — Bd. 9.
- Senger. Historisch-kritische Studien. — , 1878.
- Andrea da Mosto. I Dogi di Venezia. — Florenz, 1983.
- Debra Pincus. The Arco Foscari: The Building of a Triumphal Gateway in Fifteenth Century Venice. 1976.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Romano, Dennis (2007). The Likeness of Venice: A Life of Doge Francesco Foscari. ISBN 978-0-300-11202-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]