ფრანჩესკა პიჩინინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანჩესკა პიჩინინი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება იტალიელი
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1979 (1979-01-10) (45 წლის)
დაბ. ადგილი Pietrasanta[1]
სიმაღლე 1.84 სმ სმ
წონა 62 კგ კგ
საიტი francescapiccinini.com
სპორტი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კლუბი პომი კაზალმაჯორე
ჯილდოები Knight of the Order of Merit of the Italian Republic, Gold Collar for Sports Merit და Q124956424?

ფრანჩესკა პიჩინინი (იტალ. Francesca Piccinini; დ. 10 იანვარი, 1979) — იტალიელი ფრენბურთელი, რომელიც ოთხჯერ (2000, 2004, 2008 და 2012 წლებში) გამოდიოდა იტალიის სახელით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი. ორ-ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლები. მას ნაკრებში დებიუტი 1995 წლის 10 ივნისს ჰქონდა აშშ-ის წინააღმდეგ. ფრანჩესკამ მას შემდეგ გადაწყვიტა გამხდარიყო ფრენბურთელი რაც უყურა იაპონურ ანიმეს Attack No 1, რომელიც ქალ სპორტსმენებზე იყო და იტალიის ტელევიზიით წინა საუკუნის ოთხმოციან წლებში გადიოდა.

ფრანჩესკა თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა იტალიურ საფრენბურთო გუნდ ვოლეი ბერგამოში. მისი წარმატებული კარიერა ამ გუნდს უკავშირდება. 2009-2010 სათამაშო წელს გახდა ყველაზე ღირებული მოთამაშე, მას შემდეგ რაც მისმა გუნდმა საფრენბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საერთო ჯამში კი მას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ, აქედან ხუთჯერ ვოლეი ბერგამოს შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ, იტალიის სუპერთასი სამჯერ და იტალიის თასი ორჯერ.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, დაამარცხა რა აშშ-ის ფრენბურთის გუნდი 3:2. ეს იყო იტალიური გუნდის პირველი და ჯერჯერობით ბოლო მსოფლიო ჩემპიონობა. პიჩინინი თავის გუნდთან ერთად თამაშობდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. [2] იტალიის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა მას შემდეგ, რაც წაააგო მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბრაზილიის ნაკრებთან ანგარიშით 2-3. [3]

2016 წელს ის კვლავ „ყველაზე ღირებული მოთამაშე“ გახდა, როდესაც მისმა გუნდმა „პომი კასამაიორემ“, 2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. ფინალში იტალიურა გუნდმა თურქული „ვაკიფბანკ სტამბული“ დაამარცხა. [4]

კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რობურ მასა (1991-1993)
  • პალავოლო კარარესი (1993-1995)
  • რეჯოი ემილია (1995-1996)
  • ვოლეი მოდენა (1996-1997)
  • ვოლეი 2000 სპეზანო (1997-1998)
  • რექსონა ვოლეი (1998-1999)
  • ვოლეი ბერგამო (1999-2012)
  • კიერი ვოლეი (2012-2013)
  • ელჯეი ვოლეი (2013-2015)
  • პომი კასალმაჯიორი(2015-2016)
  • იგორ გორგონზოლა ნოვარა (2016-დღემდე)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2004 წელი — მსოფლიო გრან პრი — ფეირ ფლეის ჯილდო
  • 2006-2007 წლები — ჩემპიონთა ლიგა — საუკეთესო სკიპერი
  • 2009-2010 წლები — ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ტურნირი — ყველაზე ღირებული მოთამაშე
  • 2015-2016 წლები — ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ტურნირი — ყველაზე ღირებული მოთამაშე

კლუბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 წლის იტალიის სუპერთასის გამარჯვებული — ვოლეი ბერგამო
  • 1999-2000 — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონები — ვოლეი ბერგამო
  • 2000-2001 წლები — იტალიის ჩემპიონატი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2001 წლის იტალიის სუპერთასი — მეორე ადგილი ვოლეი ბერგამო
  • 2001 წელი — იტალიის თასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2001-2002 წლები — ჩემპიონთა ლიგა — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2001-2002 წლები — იტალიის ჩემპიონატი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2002 წლის იტალიის სუპერთასი — მეორე ადგილი ვოლეი ბერგამო
  • 2002 წელი — იტალიის თასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2002-2003 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ბრინჯაოს მედალი — ვოლეი ბერგამო
  • 2003-2004 წლები — ჩელენჯ ქაფი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2003-2004 იტალიის ჩემპიონატი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2004 წელი — იტალიის სუპერთასი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2004 წლის იტალიის თასი — მეორე ადგილი -ვოლეი ბერგამო
  • 2004-2005 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონი -ვოლეი ბერგამო
  • 2004-2005 წლები — იტალიის ჩემპიონატი — ჩემპიონი -ვოლეი ბერგამო
  • 2005 წელი — იტალიიის სუპერთასი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2005 იტალიის თასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2005-2006 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ბრინჯაოს მედალი — ვოლეი ბერგამო
  • 2005-2006 იტალიის ჩემპიონატი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2006-2007 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2008 წელი — იტალიის სუპერთასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2008 იტალიის თასი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2008-2009 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2009-2010 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2010 იტალიის თასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2010 წელი — მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი — ბრინჯაოს მედალი — ვოლეი ბერგამო
  • 2010-2011 წლები — იტალიის ჩემპიონატი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2011 წელი — იტალიის სუპერთასი — ჩემპიონი — ვოლეი ბერგამო
  • 2011 იტალიის თასი — მეორე ადგილი — ვოლეი ბერგამო
  • 2015 იტალიის თასი — მეორე ადგილი — ელჯეი ვოლეი
  • 2015-2016 წლები — ჩემპიონთა ლიგა — ჩემპიონი — პომი კასალმაჯიონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/91442
  2. „USA win first World Championship title, China and Brazil complete the podium“. FIVB. 2014-05-11. ციტირების თარიღი: 2014-05-11.
  3. „Brasil passa sufoco e quase toma virada, mas conquista bronze ante Itália“. 2014-10-12. ციტირების თარიღი: 2014-10-12.
  4. „Volley, la Champions torna in Italia: trionfo Casalmaggiore“ (Italian). 2016-04-10. ციტირების თარიღი: 2016-04-10.