ფრანსუა ნგეზე
| ფრანსუა ნგეზე | |
| ბურუნდის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 21 ოქტომბერი, 1993 – 27 ოქტომბერი, 1993 | |
| წინამორბედი | მელშიორ ნდადაიე |
| მემკვიდრე | სილვი კინიგი |
| დაბადებული | 1953 |
| პოლიტიკური პარტია | UPRONA |
ფრანსუა ნგეზე (დ. 1953)[1] — ბურუნდის გადამდგარი პოლიტიკოსი. იგი 1993 წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე ბურუნდის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას კანონიერად, დროებითი რეჟიმის ფარგლებში ასრულებდა.[2][3] ნგეზე ამ თანამდებობაზე საგანგებო წესით საზოგადოებრივი გადარჩენის სამხედრო კომიტეტმა აირჩია, ოფიცერთა ჯგუფმა, რომელმაც 1993 წელს ბურუნდიში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას დაამხო პრეზიდენტ მელშიორ ნდადაიეს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა (თავად ნდადაიე გადატრიალების მცდელობისას მოკლეს).
იმ პერიოდში როდესაც ფრანსუა ნგეზე პარტია UPRONA-ს (ეროვნული პროგრესის კავშირი) ერთ-ერთ იმ მცირეოდენ გავლენიან წევრთაგანს წარმოადგენდა, რომელიც ეთნიკურად ჰუტუს ტომს მიეკუთვნებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობაში იყო პიერ ბუიოია. ბუიოია 1993 წლის 1 ივნისის არჩევნებში ნდადაიესთან დამარცხდა.
იმის გამო, რომ არმიის მიერ განხორციელებულმა გადატრიალებამ ქვეყანაში დიდად მასშაბური მხარდაჭერა ვერ პოვა, შექმნილი კომიტეტი 27 ოქტომბერს დაიშალა და ნგეზე იძულებული გახდა თანამდებობა საბოლოოდ დაეტოვებინა. ამ მოვლენების შედეგად, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სილვი კინიგიმ იკისრა, რომელიც ნდადაიეს მმართველობისას პრემიერ-მინისტრის ტანამდებობას იკავებდა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა ნგეზე დაიბადა 1953 წელს რუანდა-ურუნდიში, ისარე კომუნის, რუტეგამას ბორცვზე.[4] ეთნიკურად იგი ჰუტუს ტომს მიეკუთვნება.[5] 1972 წლის მაისში ბურუნდიის რეჟიმმა დაიწყო ჰუტუს ტომის წარმომადგენელთა რეპრესიები, რასაც მასობრივი ძალადობა მოჰყვა. იმ პერიოდში ნგეზე ბურენგოს სტუდენტი იყო, იგი ხელისუფლებამ დააპატიმრა და კაიანზას ციხეში მოულოდნელად გამოკეტა. თავად ნგეზეს გადმოცემით, სამთავრობო ადმინისტრატორმა ბაზილ გატერეტსემ, მამამისის მეგობარმა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა და ორი კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში მალავდა მის ბიძაშვილთან, სიპრიენ ნტარიამირასთან ერთად. როგორც კი ხელისუფლებას ეჭვი გაუჩნდა, გატერეტსემ მათ მდინარე რუზიზის გავლით ფარულად ზაირში გაქცევა მოუწყო.[6] მოგვიანებით ნგეზე რუანდაში გადავიდა. მან უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი მიიღო პედაგოგიკაში და კაბგაის წმინდა ლეონის მცირე სემინარიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იგი დაქორწინდა და ექვსი შვილი შეეძინა.[4]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა ნგეზე ბურუნდიში 1982 წელს დაბრუნდა. იგი შეუერთდა ეროვნული პროგრესის კავშირს (ფრანგ. Union pour le Progrès national, UPRONA) და ბუჟუმბურის პარტიული ფილიალის მუდმივი მდივანი გახდა. შემდგომში 1989 წელს მან კარიერული წინსვლა განაგრძო და ჯერ ჩანკუზოს პროვინციის გუბერნატორი, მოგვიანებით კი ბუჟუმბურა-რურალის პროვინციის გუბერნატორი გახდა.[4] 1992 წლის 4 აპრილს მან ახალ კაბინეტთან ერთად ფიცი დადო, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. იგი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში გახდა პირველი ჰუტუ, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.[7]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chrétien, Jean-Pierre; Dupaquier, Jean-François (2007) Burundi 1972, au bord des génocides (fr). Paris: Karthala Editions. ISBN 9782845868724.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Au coin du feu avec François Ngeze – IWACU. ციტირების თარიღი: 2025-06-23
- ↑ „Troops in Burundi Seek Amnesty“. The New York Times. October 24, 1993. p. 110. ციტირების თარიღი: 3 February 2010.
- ↑ „Crisis in Burundi“. The Washington Post. October 23, 1993. p. A.18. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2012. ციტირების თარიღი: 3 February 2010.
- 1 2 3 Mugisha, Hervé. (4 March 2021) Au coin du feu avec François Ngeze French. ციტირების თარიღი: 22 September 2021
- ↑ Chrétien & Dupaquier 2007, p. 293.
- ↑ Chrétien & Dupaquier 2007, pp. 238–239.
- ↑ „Burundi: Hutu Majority in Cabinet“. Africa Research Bulletin: Political, social, and cultural series. 29. 1992. p. 10528A.