ფრანსუაზ ბარე-სინუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუაზ ბარე-სინუსი
Françoise Barré-Sinoussi
Françoise Barré-Sinoussi-press conference Dec 06th, 2008-1.jpg
ფრანსუაზ ბარე-სინუსი 2008 წელს
დაბ. თარიღი 30 ივლისი, 1947
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო მიკრობიოლოგია
მუშაობის ადგილი Pasteur Institute
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[1] , ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[2] [3], ქალები საერთაშორისო ტექნოლოგიებში, King Faisal International Prize in Medicine, Women in Technology Hall of Fame, Fellow of the Academy of Medical Sciences, honorary doctor of the McGill University, ღირსების ორდენის ოფიცერი[4] , UCL Prize Lecture in Clinical Science და Medal of the City of Paris[5]

ფრანსუაზ ბარე-სინუსი (ფრანგ. Françoise Barré-Sinoussi [fʁɑ̃swaz baʁesinusi] ; დ. 30 ივლისი, 1947, პარიზი) — ფრანგი ვირუსოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში (2008, ლუკ მონტანიესთან და ჰარალდ ცურ ჰაუზენთან ერთად). ბარე-სინუსიმ და მისმა ყოფილმა მენტორმა, ლუკ მონტანიემ პრემია მიიღეს ფუნდამენტური შრომებისთვის, რომელმაც გამოავლინა შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომის გამომწვევი — ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზ ბარე-სინუსი დაიბადა 1947 წელს პარიზში. ბუნებით და ცოცხალი ორგანიზმებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. თავდაპირველად ბარე-სინუსის მედიცინის შესწავლა სურდა, თუმცა, ოჯახისთვის თანხის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა აერჩია განათლების ყველაზე მოკლე და მატერიალურად ხელმისაწვდომი გზა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას შეუდგა. პარიზის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მან მოხალისედ დაიწყო მუშაობა პარიზის პასტერის ინსტიტუტში და იქვე მიიღო დოქტორის ხარისხი 1975 წელს. დოქტურანტურის შემდგომი სამეცნიერო მუშაობა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბოს ეროვნულ ინსტიტუში (ბეთესდა, მერილენდი). საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ პასტერის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე 1996 წელს გახდა რეტროვირუსების ბიოლოგიის განყოფილების (შემდგომში რეტროვირუსული ინფექციების რეგულირების განყოფილება) ხელმძღვანელი. ის აქტიურად იყო ჩართული ლუკ მონტანიეს გუნდის საქმიანობაში, რომელიც 1982 წელს შიდსის მიზეზის დადგენას ცდილობდა. 1983 წელს ინფიცირებული პაციენტის ლიმფური კვანძის დისექციის გზით მათ გამოყვეს რეტროვირუსი, რომელიც ადამიანის ლიმფოციტებს ესხმოდა თავს და რომელსაც მოგვიანებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) ეწოდა. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარება.[6]

1988 წელს ბარე-სინუსიმ პასტერის ინსტიტუტში საკუთარი ლაბორატორია დააფუძნა. მისი ერთ-ერთი მიზანი შიდსის შესაძლო ვაქცინის შექმნა იყო. შემდგომ წლებშიც განაგრძობდა მუშაობა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ შეძენილი იმუნური პასუხის სხვადასხვა ასპექტზე,[7][8] აივ/შიდსის დროს მასპინძელ ორგანიზმში თანდაყოლილი იმუნური მექანიზმების როლზე,[9] აივ-ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემის ფაქტორებზე[10] და აივ-დადებითი ინდივიდების მცირე ჯგუფში გამოვლენილ ფენომენზე, რომელიც ხასიათდება ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარეშე ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვით („ელიტური სუპრესორები“).[11][12]

ბარე-სინუსი არის ასობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად იყო ჩართული შიდსთან დაკავშირებული სხვადასხა ორგანიზაციის საქმიანობაში, კონსულტირებას უწევდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებულ პროგრამას (Joint United Nations Programme on HIV/AIDS). 1980-იანი წლებიდან აივ/შიდსის საკითხებზე თანამშრომლობდა განვითარებ ქვეყნებში მომუშავე ჯგუფებთან. 2008 წელს ბარე-სინუსმა და მონტანიემ მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. გარდა ამისა, ბარე-სინუსმი არის მრავალი სხვა ჯილდოსა და საპატიო ხარისხის მფლობელი, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (2006).[6] 2012 წლის ივლისში აირჩიეს შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად. 2017 წლიდან პენსიაზეა.[13][14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Journal officiel de la République française — 2017. — გამ. 1. — ISSN 0242-6773
  2. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/2008/barre-sinoussi-bio.html
  3. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  4. Journal officiel de la République française — 2002. — გამ. 102. — P. 7882. — ISSN 0242-6773
  5. http://agenda.germainpire.info/view_entry.php?id=20082
  6. 6.0 6.1 ფრანსუა ბარე-სინუსი — ქალი, რომელმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა, «ტაბულა». 30 იანვარი, 2019.
  7. Petitjean, G.L.; Chevalier, M. F.; Tibaoui, F.; Didier, C.L.; Manea, M. E.; Liovat, A.S.; Campa, P.; Müller-Trutwin, M. და სხვები. (2012). "Level of double negative T cells, which produce TGF-β and IL-10, predicts CD8 T-cell activation in primary HIV-1 infection". AIDS 26 (2): 139–48. . PMID 22045342.
  8. Delobel, P.; Nugeyre, M.-T.; Cazabat, M.; Sandres-Sauné, K.; Pasquier, C.; Cuzin, L.; Marchou, B.; Massip, P. და სხვები. (2006). "Naive T-Cell Depletion Related to Infection by X4 Human Immunodeficiency Virus Type 1 in Poor Immunological Responders to Highly Active Antiretroviral Therapy". Journal of Virology 80 (20): 10229–36. . PMC 1617280. PMID 17005700. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1617280/.
  9. Liovat, A.S.; Jacquelin, B.; Ploquin, M.J.; Barré-Sinoussi, F.; Müller-Trutwin, M.C. (2009). "African non human primates infected by SIV – why don't they get sick? Lessons from studies on the early phase of non-pathogenic SIV infection". Current HIV Research 7 (1): 39–50. . PMID 19149553.
  10. Marlin, R.; Nugeyre, M.T.R.S.; Duriez, M.; Cannou, C.; Le Breton, A.; Berkane, N.; Barré-Sinoussi, F.O.; Menu, E. (2011). "Decidual soluble factors participate in the control of HIV-1 infection at the maternofetal interface". Retrovirology 8: 58. . PMC 3156730. PMID 21767373. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3156730/.
  11. Saez-Cirion, A.; Hamimi, C.; Bergamaschi, A.; David, A.; Versmisse, P.; Mélard, A.; Boufassa, F.; Barré-Sinoussi, F. და სხვები. (2011). "Restriction of HIV-1 replication in macrophages and CD4+ T cells from HIV controllers". Blood 118 (4): 955–64. . PMC 3148172. PMID 21642597. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3148172/.
  12. Saez-Cirion, A.; Sinet, M.; Shin, S.Y.; Urrutia, A.; Versmisse, P.; Lacabaratz, C.; Boufassa, F.; Avettand-Fènoël, V. და სხვები. (2009). "Heterogeneity in HIV Suppression by CD8 T Cells from HIV Controllers: Association with Gag-Specific CD8 T Cell Responses". The Journal of Immunology 182 (12): 7828–37. . PMID 19494307.
  13. Nobel prize for viral discoveries“, BBC News Online, 6 October 2008. 
  14. HIV discoverer: 'To develop a cure is almost impossible'“, CNN, 23 July 2015.