ფრანსიშკუ გუტერიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსიშკუ გუტერიში
Francisco Guterres
ფრანსიშკუ გუტერიში Francisco Guterres
გუტერიში
აღმოსავლეთ ტიმორის მე-6 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მაისი, 2017
პრემიერ-მინისტრი  რუი მარია დე არაუხო
მარი ალკატირი
ტაურ მატან რუაკი
წინამორბედიტაურ მატან რუაკი

ეროვნული პარლამენტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2002 – 31 ივლისი, 2007
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფერნანდო დე არაუხო

დაბადებული7 სექტემბერი, 1954 (1954-09-07) (65 წლის)
ოსუ, პორტუგალიის ტიმორი
პოლიტიკური პარტია„რევოლუციური ფრონტის აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის“
მეუღლესიდალია ლოპეს ნობრე მოუზინიო გუტერიში
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერაFrancisco Guterres Lu-Olo Assinatura.jpg

ფრანსიშკუ გუტერიში (პორტ. Francisco Guterres, აგრეთვე ცნობილია როგორც ლუ-ოლუ, პორტ. Lú-Olo, დ. 1954, 7 სექტემბერი, ოსუ, პორტუგალიის ტიმორი) — აღმოსავლეთ ტიმორელი პოლიტიკოსი. აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი 2017 წლის 20 მაისიდან. იგი არის „რევოლუციური ფრონტის აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის“ პრეზიდენტი. 2002-2007 წლებში იყო ეროვნული პარლამენტის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1954 წლის 7 სექტემბერს ოსუში. იგი არის კათოლიკე და „გუერილას“ ყოფილი მებრძოლი. 2001 წელს იგი არჩეული იქნა „რევოლუციური ფრონტის აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის“ პრეზიდენტად. 2001 წლის არჩევნების შემდეგ იგი იყო არჩეული აღმოსავლეთ ტიმორის ასამბლეის პრეზიდენტად, მაგრამ 2002 წელს მას შემდეგ რაც აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ასამბლეა შეიცვალა ეროვნული პარლამენტით რომლის პრეზიდენტიც გუტერიში 2002-2007 წლებში იყო. 2007 წელს პარტიამ გუტერიში პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა მოულოდნელად 2006 წლის კრიზისის შემდეგ გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟოზე რამუშ-ორტა რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. პირველ ტურში გუტერიშმა 27,89% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მეორე ტურში მხოლოდ ხმათა 31% მიიღო და დაიკავა მეორე ადგილი, მიუხედავად ამისა მან მიულოცა გამარჯვება რამუშ-ორტას. 2007 წელს პარტიის საპარლამენტო სიაში იგი წარდგენილი იყო პირველ ნომრად. პარტიამ არჩევნებში 29,02% და 21 მანდატი მოიპოვა. 2017 წელს იგი კვლავ იყო „რევოლუციური ფრონტის აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისათვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხანანა გუსმაო პარტიიდან „ეროვნული კონგრესი აღმოსავლეთ ტიმორის რეკონსტრუქციისათვის“. გუტერიშმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. მისი ინაუგურაცია შედგა 2017 წლის 20 მაისს, იგი გახდა პირველი პარტიზანი პრეზიდენტი აღმოსავლეთ ტიმორის ისტორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]