შინაარსზე გადასვლა

ფრანსისკო ორლიჩ ბოლამრსიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო ორლიჩ ბოლამრსიჩი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1907(1907-03-10)
დაბადების ადგილი San Ramón
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 1969(1969-10-29) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-ხოსე
მოქალაქეობა  კოსტა-რიკა
მეუღლე/ები Marita Camacho Quirós[1]
ჯილდოები ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი

ფრანსისკო ორლიჩ ბოლამრსიჩი[2] (დ. 10 მარტი, 1907 — გ. 29 ოქტომბერი, 1969)[3]კოსტა-რიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელიც კოსტა-რიკის 34-ე პრეზიდენტად იყო 1962-დან 1966 წლამდე.[4]

იგი ეთნიკური ხორვატი იყო, ხორვატიის კუნძულ კრკზე მდებარე ქალაქ პუნატიდან წამოსული გადასახლებულების შთამომავალი.[5]

1928 წელს მან თავის ძმებთან ერთად დააფუძნა კომპანია "FJ Orlich & Hnos Ltda" (ფ. ხ. ორლიჩი და ძმები). თავდაპირველად ეს იყო დიდი სავაჭრო მაღაზია მის მშობლიურ ქალაქ სან-რამონში, თუმცა საბოლოოდ ის კოსტა-რიკის ერთ-ერთ უდიდეს ყავის ფირმად იქცა. მისი ნახევარძმა, ფრანიო ხ. ორლიჩი, რომლის სახელსაც ფირმა ატარებდა, კოსტა-რიკიდან პენსილვანიაში გადავიდა და "Bethlehem Steel"-ში მოდელების დამამზადებლად მუშაობდა. ხოსე ფიგერეს ფერერის ძველი მეგობარი (რომელთან ერთადაც აშშ-ში სასწავლებლად იმყოფებოდა), ორლიჩი ფიგერესის მოადგილე იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიაში კოსტა-რიკის სამოქალაქო ომის დროს.

ამის შემდეგ, ორლიჩების საოჯახო ფერმაში, ლა-პასში (სან-რამონი), დაარსდა ეროვნული განთავისუფლების პარტია. იგი ორჯერ მსახურობდა საზოგადოებრივ საქმეთა მინისტრად (1948–1949, 1953–1957) ფიგერესის კაბინეტებში. მოგვიანებით, 1958 წელს, მან კენჭი იყარა პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მარიო ეჩანდი ხიმენესთან დამარცხდა. 1962 წელს მან კვლავ სცადა ბედი 1948 წლის დამარცხებული ლიდერის, დოქტორ რაფაელ ანხელ კალდერონ გვარდიას წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

იგი იყო ერთ-ერთი ხელმომწერი შეთანხმებისა, რომელიც მსოფლიო კონსტიტუციის შესამუშავებლად კონვენციის მოწვევას ითვალისწინებდა.[6][7][8] შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შეიკრიბა მსოფლიო დამფუძნებელი ასამბლეა დედამიწის ფედერაციის კონსტიტუციის შესამუშავებლად და მისაღებად.[9]

მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა ვულკან ირასუს ძლიერი ამოფრქვევა, რომელიც ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი კოსტა-რიკას სტუმრობდა. ამოფრქვევა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, რამაც სოფლის მეურნეობის დიდი ზარალი და ქალაქ კარტაგოში მეწყრული პროცესები გამოიწვია.

იგი 1969 წლის 29 ოქტომბერს, 62 წლის ასაკში, სან-ხოსეში ინსულტით გარდაიცვალა.[3] მისი ქვრივი, მარიტა კამაჩო კიროსი, 115 წლამდე ცხოვრობდა. ამით იგი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა კოსტა-რიკაში[10] და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პირველი ლედი. მან მეუღლეზე 55 წლით მეტხანს იცოცხლა.[11]

  1. https://www.teletica.com/nacional/ex-primera-dama-dona-marita-camacho-quiros-cumple-110-anos-de-vida_281457
  2. Rulers.org
  3. 1 2 Expresidentes y expresidentas de Costa Rica - Francisco José Orlich Bolmarcich es-ES. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 September 2021. ციტირების თარიღი: 21 June 2025
  4. El Tribunal Supremo de Elecciones: Presidentes de la República de Costa Rica
  5. Orlich Bolmarcich, José Francisco.
  6. Amerasinghe, Terence P. (2009). Emerging World Law, Volume 1 (en). Institute for Economic Democracy, გვ. 50. ISBN 978-1-933567-16-7. 
  7. Letters from Thane Read asking Helen Keller to sign the World Constitution for world peace. 1961. American Foundation for the Blind. ციტირების თარიღი: 1 July 2023
  8. Letter from World Constitution Coordinating Committee to Helen, enclosing current materials. American Foundation for the Blind. ციტირების თარიღი: 3 July 2023
  9. Preparing earth constitution | Global Strategies & Solutions | The Encyclopedia of World Problems. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2023. ციტირების თარიღი: 15 July 2023
  10. Marita Camacho Quirós (17 August 2024). ციტირების თარიღი: 11 March 2025
  11. De La Cruz, Vladimir. (10 March 2021) Ante los 110 años de la Primera Dama de la República, Marita Camacho Quirós, de Orlich Bolmarcich. es. ციტირების თარიღი: 11 March 2025