ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი
| ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი | |
| ახალი გრანადის მე-4 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 ოქტომბერი 1832 – 1 აპრილი 1837 | |
| წინამორბედი | ხოსე იგნასიო დე მარკესი |
| მემკვიდრე | ხოსე იგნასიო დე მარკესი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 3 ნოემბერი 1821 – 19 სექტემბერი 1827 | |
| წინამორბედი | ფრანსისკო ანტონიო სეა |
| მემკვიდრე | ხუან გერმან როსიო |
| დაბადებული | 2 აპრილი, 1792 კუკუტა, კოლომბია |
| გარდაცვლილი | 6 მაისი, 1840 ბოგოტა, კოლომბია |
ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი (ესპ. Francisco de Paula Santander დ. 2 აპრილი, 1792, კუკუტა, კოლომბია, — გ. 6 მაისი, 1840, ბოგოტა, კოლომბია) — ახალი გრანადის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო , როდესაც 18 წლისა ჩაება ახალი გრანადის დამოუკიდებლობისათვის ომში და 1813 წლიდან გახდა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1812 წელს, 20 წლის სანტანდერმა მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1821–1827 წლებში კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტია, სიმონ ბოლივარის სამხედრო ლაშქრობების დროს ფაქტობრივად პრეზიდენტი იყო. 1828 წელს ბრალი დასდეს ს. ბოლივარის წინააღმდეგ შეთქმულებაში და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ბოლივარმა სასჯელი ქვეყნიდან გასახლებით შეუცვალა. სიმონ ბოლივარის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა კოლომბიაში და 1832-1836 წლებში სათავეში ედგა ახალი გრანადის (კოლომბიის) რესპუბლიკას. 1838 წლიდან სიკვდილამდე იყო კონგრესის დეპუტატი და კოლომბიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი დაარქივებული 2008-12-20 საიტზე Wayback Machine.