ფრანსისკო გარსია კალდერონი
| ფრანსისკო გარსია კალდერონი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1834[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | არეკიპა |
| გარდაცვალების თარიღი | 21 სექტემბერი, 1905[2] [3] (71 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლიმა |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | National University of St Augustin of Arequipa და სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი |
| შვილ(ებ)ი | Francisco García Calderón Rey და Ventura García Calderón |
ფრანსისკო გარსია კალდერონი ლანდა (დ.2 აპრილი, 1834 — გ. 21 სექტემბერი, 1905) — იურისტი და პერუს რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტი 1881 წელს, წყნარი ოკეანის მეორე ომის დრო. გარსია კალდერონი პერუსა და ჩილეს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებების მთავარი ფიგურა იყო. საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, 1892 წელს, მას დააკისრეს შუამავლობა პერუსა და ეკვადირსის შორის მიწის დავებში, რაც ძირითადად მაინასის, ხაენისა და ტუმბესის სადავო პროვინციებს ეხებოდა. ის ასევე აკადემიკოსი იყო, რომელმაც დაწერა ზემოთ ხსენებული სადავო პროვინციების ყოვლისმომცველი ისტორია, ასევე პერუს კანონმდებლობის შესახებ მონოგრაფია სახელწოდებით „პერუს კანონმდებლობის ლექსიკონი“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსისკო გარსია კალდერონი დაიბადა არეკიპაში 1834 წლის 2 აპრილს, მოსამართლე დოქტორ ედუარდო გარსია კალდერონი ი კრესპოსა და ვენტურა ლანდა ი გუეროლას ოჯახში. სწავლობდა დამოუკიდებლობის კოლეჯში, სადაც მოგვიანებით ფილოსოფიისა და მათემატიკის პროფესორად მუშაობდა.
თავისი ნაშრომით — „პერუს კანონმდებლობის ლექსიკონი“, მან თავი დაიმკვიდრა როგორც გამორჩეულმა იურისტმა. გარსია კალდერონი 1867 წელს დამფუძნებელი კონგრესის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.[4] 1868 წლიდან 1869 წლამდე ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.[5] ის სენატის პრეზიდენტის თანამდებობას 1886 წლიდან 1887 წლამდე იკავებდა.[4]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ვაჟები, ფრანსისკო გარსია კალდერონი და ვენტურა გარსია კალდერონი, პერუში გამოჩენილი ინტელექტუალები გახდნენ. კალდერონის კიდევ ერთი ვაჟი, ხოსე გარსია კალდერონი, ასევე მწერალი და მხატვარი, 1916 წელს ვერდენის ოპერაციაში დაიღუპა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Francisco Garcia Calderon Collection MSS 121. Special Collections & Archives, UC San Diego Library.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- 1 2 FRANCISCO GARCÍA CALDERÓN LANDA. ციტირების თარიღი: Oct 17, 2019
- ↑ Ministerio de Economía y Finanzas - Histórico - Relación de Ministros.