ფრანსისკო აგილარ ბარკერო
| ფრანსისკო აგილარ ბარკერო | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 21 მაისი, 1857 |
| დაბადების ადგილი | Cartago |
| გარდაცვალების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1924 (67 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | სან-ხოსე |
| მოქალაქეობა |
|
ფრანსისკო აგილარ ბარკერო (დ. 21 მაისი, 1857 — გ. 11 ოქტომბერი, 1924) — კოსტა-რიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც კოსტა-რიკის 23-ე პრეზიდენტად იყო 1919-დან 1920 წლამდე. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, მისი ადმინისტრაცია ცნობილია ძმები ტინოკოების დიქტატურის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციურ მმართველობაზე გარდამავალი პროცესის ზედამხედველობით.[1]
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსისკო რამონ დე ხესუს აგილარ ბარკერო დაიბადა კარტაგოში 1857 წლის 21 მაისს, ფრანსისკო აგილარ კუბეროსა და მარია საკრამენტო ბარკეროს ოჯახში. 1880 წლის 20 სექტემბერს მან კარტაგოში ცოლად შეირთო ნატალია მორუა ორტისი, რაფაელ მორუა ი კიროსისა და მარია ხოსეფა კლარა ორტის ი კამპოსის ქალიშვილი. წყვილს რვა შვილი შეეძინა: ხორხე არტურო, მანუელი, სარა, არტურო, ხოსე ლუისი, რუბენი, მარკო ტულიო და ხორხე აგილარ მორუები.
სანამ სამართალს შეისწავლიდა, იგი თავდაპირველად სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1881 წლის აგვისტოში, 24 წლის ასაკში, მან იურისტის დიპლომი აიღო წმინდა თომას უნივერსიტეტში. შემდგომში აგილარი მსახურობდა სისხლის სამართლის მოსამართლედ, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორად, უზენაესი სასამართლოს მაგისტრატის შემცვლელად და კოსტა-რიკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად.
ადრეული პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1886 წლის 15 ნოემბერს პრეზიდენტმა ბერნარდო სოტომ აგილარი კარტაგოს პროვინციის გუბერნატორად დანიშნა, სადაც იგი 1887 წლის მარტამდე, გადადგომამდე მსახურობდა. იგი პირველად აირჩიეს კონსტიტუციურ კონგრესში ლიმონის წარმომადგენლად 1888–1892 წლების ვადით, მოგვიანებით კი აირჩიეს კონგრესის მდივნად ამ პოზიციაზე იგი 1889 წლის აგვისტომდე, სამხედრო და საზღვაო მდივნად დანიშვნამდე მუშაობდა.[2] აღნიშნული პოსტიდან იგი ერთი თვის შემდეგ, 1889 წლის სექტემბერში გადადგა.[3]
მოგვიანებით აგილარი დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას და 1889 წელს აირჩიეს დეპუტატად როგორც ლიმონის, ისე კარტაგოს მხრიდან 1890–1894 წლების ვადით, სადაც იგი „კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენდა. მან არჩევანი კარტაგოს მანდატზე შეაჩერა და იყო 1892 წლამდე, სანამ პრეზიდენტი ხოსე ხოაკინ როდრიგესი (რომელსაც აგილარი თავდაპირველად მხარს უჭერდა) კონგრესს დაითხოვდა. ამის შემდეგ იგი კერძო საადვოკატო პრაქტიკას დაუბრუნდა საჯარო სამსახურში დაბრუნებამდე, როდესაც სან-ხოსეს დეპუტატად აირჩიეს 1912–1916 წლების ვადით, სადაც „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ El Tribunal Supremo de Elecciones: Presidentes de la República de Costa Rica
- ↑ „Decreto N° 6“ (PDF). Diario Oficial La Gaceta (187). 13 August 1889.
- ↑ „Decreto N° 13“ (PDF). Diario Oficial La Gaceta (217). 17 September 1889.