ფრანკ ლი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ფრანკ ლი | |
|---|---|
|
ფრანკ ლი, ფილმში: „პლეისერელი ბობ ჰამპტონი“ (1921) | |
| დაბადების სახელი | ფრანკ ლი ვალესი |
| დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1876 ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
| გარდაცვალების თარიღი |
9 მაისი, 1948 (72 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ. |
| მოქალაქეობა |
|
| პროფესია | მსახიობი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 1917—1947 (კინო) |

ფრანკ ლი (დ. 18 აპრილი, 1876 — გ. 9 მაისი, 1948) — ბრიტანელი კინოსა და თეატრის მსახიობი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1876 წელს, ლონდონში. გადასახლდა ჰოლივუდში და მუნჯი კინოს ეპოქაში ცნობილი მსახიობის სახელიც მოიხვეჭა. ხმოვანი ფილმების გამოგონების შემდეგ მისი პოპულარობა შემცირდა და 1937 წლიდან მხოლოდ ეპიზოდურ როლებში ჩნდებოდა. გარდაიცვალა 1948 წელს, ლოს-ანჯელესში, და „Billboard“-ში გამოქვეყნებული ნეკროლოგის მიხედვით, დაკრძალეს ფორესტ-ლაუნ-მემორიალის პარკში, ლოს-ანჯელესში, ფრანკ ლი ვალესის სახელით.
რჩეული ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საშიშ მიწებზე“ (1917);
- „ცხოვრების მორევი“ (1917);
- „მოპარული ბრძანებები“ (1918);
- „სამეფო სამკაულები“ (1918);
- „უეცრად, ნორმა“ (1919);
- „ოჯახის დამანგრეველი“ (1919);
- „საერთო საკუთრება“ (1919);
- „მისი ირმის ტყავში მოსილი რაინდი“ (1919);
- „დასავლეთის ვარდი“ (1919);
- „ლორდ და ლედი ალგიები“ (1919);
- „უბრალო ყმაწვილკაცი“ (1919);
- „საშიში დღენი“ (1920);
- „მრისხანების თასი“ (1920);
- „მისი შვილების დედა“ (1920);
- „ექთანი მარჯორი“ (1920);
- „გვესაჭიროება (მამაკაცის) დახმარება“ (1920);
- „ღამის პილიგრიმები“ (1921);
- „სინათლე ველზე“ (1921);
- „ჩუმი ჩრდილოეთიდან“ (1922);
- „ტრაქსტონის მეფე“ (1923);
- „ჯენტლმენი ამერიკიდან“ (1923);
- „შურისძიების ფერფლი“ (1923);
- „როზიტა“ (1923);
- „უდარდელი ეპოქა“ (1924);
- „სკანდალის სუნთქვა“ (1924);
- „როგორც კაცს სურს“ (1925);
- „მისი უდიდებულესობა, ბანკერ ბინი“ (1925);
- „სუნთქვისშემკვრელი კიბე“ (1925);
- „მომხიბვლელი მატყუარა“ (1926);
- „არგენტინის ალი“ (1926);
- „საიდუმლო ბრძანებები“ (1926);
- „თვალთმაქცი“ (1926);
- „ჰარამხანის ქალბატონი“ (1926);
- „აალებული ტყე“ (1926);
- „ვეფხვქალი“ (1927);
- „სადღაც, სონორაში“ (1927);
- „დაცინვა“ (1927);
- „მისტიური ღამე“ (1928);
- „სიყვარული უდაბნოში“ (1929);
- „მონტრმატრის ვარდი“ (1929);
- „მეცამეტე სკამი“ (1929);
- „ლოტუსის ქალბატონი“ (1930);
- „ათი ღამე ბარში“ (1931);
- „ქალი მონტე-კარლოდან“ (1932);
- „არაბის კოცნა“ (1933);
- „ესპანური მოსასხამის საიდუმლო“ (1935);
- „კლაჩინგ-ჰენდის საოცარი დანაშაულები“ (1936);
- „დაკარგული მამაკაცების ლეგიონი“ (1937);
- „შავი გედი“ (1942);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Goble, Alan. The Complete Index to Literary Sources in Film. Walter de Gruyter, 1999.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Goble p. 232