ფრანკო აბიატი
ფრანკო აბიატი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1898[1] [2] |
დაბ. ადგილი | Verdello[2] |
გარდ. თარიღი | 22 იანვარი, 1981[1] (82 წლის) ან 1981[2] |
გარდ. ადგილი | ბერგამო[2] |
ფრანკო აბიატი (იტალ. Franco Abbiati; დ. 14 სექტემბერი, 1898, ვერდელო — 22 იანვარი, 1981, ბერგამო) — იტალიელი მუსიკათმცოდნე და მუსიკის კრიტიკოსი.[3]
დაამთავრა ტურინის კონსერვატორია (1929). ასევე სწავლობდა მუსიკოლოგიას გაეტანო ცეზარის ხელმძღვანელობით. მუშაობდა გაზეთ „სეკოლო სერაში“, ხოლო 1934 წლიდან „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) მუსიკალურ კრიტიკოსად გადავიდა და ამ პოსტზე დარჩა 1973 წლამდე. გარდა ამისა, 1949 — 1963 წლებში აბიატი გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალ „La Scala“-ს. აქ მისი ინტერესები, პირველ რიგში, იტალიური მუსიკალური და დრამატული ტრადიციის გადახედვისკენ იყო მიმართული. როგორც მუსიკათმცოდნე, აბიატი ძირითადად ცნობილია თავისი ოთხტომეულით ჯუზეპე ვერდის შესახებ (1959), რომელშიც მრავალი ადრე გამოუქვეყნებელი მასალა პირველად გასაჯაროვდა. ის ასევე ავტორია ფუნდამენტური „მუსიკის ისტორიის“ (იტალ. Storia della musica; 1939-1946 წლებში, 5 ტომად; შესწორებული გამოცემა 1967-1968, შემოკლებული გამოცემები 1955, 1971), „ბრიტენის ოპერის „პიტერ გრაიმსის“ გზამკვლევის“ (იტალ. Guida al Peter Grimes di Britten, 1947), „შენბერგის ბიოგრაფიის“ („Biografia di Schoenberg“) და რიგი სხვა ნაწარმოებების.
იტალიის მუსიკის კრიტიკოსთა ასოციაციამ დააწესა ფრანკო აბიატის ყოველწლიური პრიზი აბიატის პატივსაცემად. ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონია ტარდება ბერგამოს ოპერის თეატრში ან ქალაქის სხვა ისტორიულ შენობებში.