ფრანგული კონგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანგული კონგო
Congo français
საფრანგეთის კოლონია

 

1882–1910

დროშა

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ფრანგული კონგო 1882–1903 წლებში
დედაქალაქი ლიბრევილი (1882–1903)
ბრაზავილი (1903–1910)
ენები ფრანგული (ოფიციალური)
რელიგია ქრისტიანობა, ბვიტი, ისლამი, ტრადიციული რელიგიები
პოლიტიკური სტრუქტურა საფრანგეთის კოლონია
ისტორია
 -  შეიქმნა 1882
 -  შუა კონგოდ გადარქმევა 1903
 -  საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკად გარდაქმნა 1910
ვალუტა ფრანგული ფრანკი
დღეს ამ ტერიტორიაზე კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
გაბონის დროშა გაბონი

ფრანგული კონგო (ფრანგ. Congo français; 1903 წლიდან შუა კონგო) — საფრანგეთის კოლონიური სამფლობელო ცენტრალურ აფრიკაში, მდინარეების კონგოსა და კუილუს აუზში. შეიქმნა 1882 წლის 30 ნოემბერს, რასაც წინ უსწრებდა 1870-იანი წლებიდან ფრანგების გააქტიურება და შეღწევა მდინარე კონგოს აუზში, რომლებმაც 1879–1882 წლების ექსპედიციის დროს (მეთაურობდა პიერ სავორიან დე ბრაზა) მაკოკოს მმართველ ელო I-თან გააფორმეს ხელშეკრულება ფაქტორიების მშენებლობისა და მდინარის მარჯვენა სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილის ფრანგული პროტექტორატის ქვეშ გადასვლის თაობაზე.[1] ფრანგული კონგოს დედაქალაქი იყო ლიბრევილი.[2] 1883 წელს ლოანგოს სამეფოს მმართველთან დადებული ხელშეკრულებით, საფრანგეთის კონტროლი დამყარდა ატლანტის ოკეანის სანაპიროს ნაწილზეც. ფრანგული კონგოს საბოლოო საზღვრები განისაზღვრა 1984–1985 წლების ბერლინის კონფერენციაზე. 1888 წელს ხელისუფლებამ გაბონი და ფრანგული კონგო ერთ კოლონიად გააერთიანეს და უწოდეს „გაბონი და ფრანგული კონგო“ (1891 წლიდან „ფრანგული კონგო“).[1] 1903 წელს ფრანგული კონგოს შემადგენლობაში დაარსდა ოთხი კოლონია,[3] რომლებიც 1906 წელს გაერთიანდნენ ორ კოლონიაში — შუა კონგო (Moyen-Congo) და გაბონი. 1910 წელს ფრანგული კონგო გარდაიქმნა საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის გენერალ-საგუბერნატოროდ.[2] მდინარე კონგოს აუზის კოლონიზაციას მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან; 1910, 1913 და 1928 წლებში ადგილი ჰქონდა მათ აჯანყებებს, რომელიც ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Виноградова Н. В. КОНГО // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 5.
  2. 2.0 2.1 ФРАНЦУЗСКОЕ КОНГО // Большая российская энциклопедия. т. 33. — М., 2017. — стр. 599.
  3. Décret du 29 décembre 1903, portant organisation du Congo français et dépendances, publié au Journal officiel de la République française du 24 janvier 1904