ფრანგთა უბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრანგთა უბანი (პატრების საყდრის უბანი, პატრებიანთ უბანი, კათოლიკეთა უბანი) — ძველი უბანი თბილისში. მდებარეობდა ძველ თბილისში, შუა ბაზრის (ახლანდელი კ. ლესელიძის ქუჩა) მარჯვენა მხარეს. უბანმა სახელწოდება მიიღო ფრანგთა (პატრების, კათოლიკეთა) ეკლესიის გამო. „...და ამა მიზეზთა სრულიადსა უბანსა და ქუჩასა მას ტფილისსა შინა ეწოდების ფრანგთა ქუჩა ანუ თუ ფრანგთა უბანი“ (დავით კარიჭაშვილი). XVIII საუკუნის დოკუმენტურ მასალაში ფრანგთა უბანი მოხსენიებულია სახელწოდებით: „პატრების საყდრის უბანი“ (1733), „პატრებიანთ უბანი“ (1768).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. გვ. 875-876, თბილისი, 2002 წელი.