ფრაატ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრაატ I
პართიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 176
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 171
წინამორბედი: ფრიაპატი
მემკვიდრე: მითრიდატე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: უცნობია
დინასტია: არშაკიდების დინასტია
რელიგია: ზოროასტრიზმი

ფრაატ Iპართიის მეფე არშაკიდების დინასტიიდან. ფრაატ I სამეფო ტახტზე ფრიაპატის შემდეგ ავიდა, მისი მმართველობა დაიწყო ძვ. წ. 176 წელს და დასრულდა ძვ. წ. 171, მის შემდეგ კი ტახტზე მითრიდატე I ავიდა. მმართველობის დასაწყისშივე მან საკუთარი სამხედრო ძალები მარდებით დასახლებული ტერიტორიებისაკენ მიმართა, ღარიბი მაგრამ ომის მოყვარული ხალხებისაკენ, რომელთაც ელბურსის აღმოსავლეთ ნაწილი ჰქონდათ ოკუპირებული და კასპიის ზღვის სამხრეთი (შესაძლოა დღევანდელი მაზანდარანი და გორგანი). მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა რამდენიმე ვაჟი, რომელთაც უკვე შეეძლოთ სამეფო ტახტზე ასვლა ფრაატმა ტახტის მემკვიდრედ მისი ძმა მითრიდატე I გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]