ფოხოლაურების ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფოხოლაურების ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ კურდღელაურის ჩრდილოეთით 1,3 კილომეტრის მანძილზე, ვაკეზე.

1956 წელს კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარდა მცირე არქეოლოგიური სამუშაოები. დაზვერვითი შურფების შედეგად დადგინდა რომ ნამოსახლის ფართობი 40 000 მ² იყო. აქ დადასტურდა ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული, ლეგად ან ლეგა-მოყავისფროდ გამომწვარი ჭურჭელი. მათი ზედაპირი დასერილია კონცენტრული ხაზებით, მხარზე კი უმეტესად ირიბი, გრძელი ნაჭდევები შემოუყვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]